და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის ორი პრე­ტენ­დენ­ტი­ა - ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და და­ვით ბაქ­რა­ძე. თუ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ადგილზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" გა­ვა, მათ ექ­ნე­ბათ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­ო­რე ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ ქვე­ყა­ნა­ში. თუ ბურ­ჯა­ნა­ძე გა­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა და უფ­რო მწვა­ვედ დად­გე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩე­ვნე­ბის სა­კითხ­ი, - აცხ­ა­დებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სულ ახ­ლა­ხან და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ბა­ტონ და­ვით­თან ინ­ტერ­ვიუ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყ­ეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სო­ფელ­ში მე­ჩეთ­ზე მიდ­გმუ­ლი მი­ნა­რე­თი და­ან­გრი­ეს, რა­საც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა, დაა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნი, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხ­ოვ­ნი­თაც ახალ­ცი­ხე­ში, სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცია გაიმართა. მოგვიანებით, ისინი გაათავისუფლეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­მონ­ტა­ჟი სა­ბა­ჟო­ზე არას­წო­რად შე­მო­ტა­ნი­ლი იმ ტვირ­თე­ბის გა­მო მოხ­და, რო­მე­ლიც მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მომ­ხდარს?

- რო­გორც ვი­ცი, მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს მომ­ხდარს არ ამარ­თლებს. რა­ო­დენ უკა­ნო­ნოც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მშე­ნებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო იყო დი­დი სიფ­რთხი­ლის გა­მო­ჩე­ნა. რო­დე­საც საქ­მე რე­ლი­გი­ურ კულ­ტსა და გრძნო­ბებს ეხე­ბა, ამ დროს ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. რა თქმა უნ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნ­და ცდი­ლობ­დნენ, რომ კა­ნო­ნიც აღ­სრულ­დეს, მაგ­რამ ეს არ უნ­და მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფის ხარ­ჯზე. მომ­ხდარ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აჭა­რა­ში, ფე­რი­ის მთა­ზე ეკ­ლე­სი­ის დე­მონ­ტა­ჟი გა­მახ­სე­ნა. იმ­ხა­ნა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ ეკ­ლე­სია უკა­ნო­ნოდ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ ეს იყო პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის არას­წო­რი ფორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც ახ­ლა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო, რაც კა­ნონ­საც და­ი­ცავს და ადა­მი­ა­ნის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­საც. ჯობ­და ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ე­ძებ­ნათ, თუნ­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით ამ­გვარ კონ­ფლიქ­ტურ ვი­თა­რე­ბამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მომ­ხდა­რი და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბის და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ბრა­ლი­ა, თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას?

- არ მგო­ნი­ა, ასე იყოს. რო­გორც უკ­ვე გითხ­ა­რით, ეს და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბით და სხვი­სი აზ­რის, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის გა­მო მოხ­და. მე აქ ჩი­ნო­სან­თა მხრი­დან ზე­და­პი­რუ­ლი მიდ­გო­მის პრობ­ლე­მას უფ­რო ვხე­დავ, რაც დრო­უ­ლად არის მი­სა­ხე­დი. სი­ტუ­ა­ცია დრო­უ­ლად უნ­და გა­ნი­მუხ­ტოს. არა მგო­ნი­ა, რა­ი­მე შეთ­ქმუ­ლე­ბა­სა და სა­გან­გე­ბოდ ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ პრო­ცეს­თან გვქონ­დეს საქ­მე.

- ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი­ა, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვად ახ­ლავს ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აფა­სებთ ამ პრო­ცესს და რას იტყ­ვით თქვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის შან­სებ­ზე?

- ფაქ­ტი­ა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­ვინ არა­ვის უშ­ლის ხელს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს, ამას ობი­ექ­ტუ­რად ვერ გან­ვსჯი, რად­გან ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ვად­გენ. გვყავს ჩვე­ნი კან­დი­და­ტი და ბუ­ნებ­რი­ვია ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ის გა­ი­მარ­ჯვებს, სხვას თა­ვი­სი კან­დი­და­ტის იმე­დი აქვს. თუმ­ცა ცხა­დი­ა, პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბას თუ შევ­ხე­დავთ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შან­სი აქვს.

- რე­გი­ო­ნებ­ში რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი ბურ­ჯა­ნა­ძის ბა­ნაკ­ში გა­და­ბარ­გდა, ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ეს ხმე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი­ა. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, ასე­თი რამ ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და. არ მგო­ნი­ა, მა­სობ­რივ გა­დი­ნე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა