მკვლელობის ბრალდებით ქუთაისის ყოფილი მერის შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობის ბრალდებით ქუთაისის ყოფილი მერის შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ყოფილი მერის, ნუგზარ შამუგიას შვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პაპუნა შამუგიას მიმართ წაყენებული პირველი ბრალდება 3-დან 5 წლამდე, ხოლო მეორე კი - 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მუცლისა და ბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა