სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"
რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"

"ჩემი შვი­ლი ნა­ხე­ვარ­მა ლიტრმა არაყ­მა და­ღუ­პა" - ამ­ბობს ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, გელა ჯა­ყე­ლის დედა, ზოია ჯა­ყე­ლი. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი იპო­ვეს. უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულ­მა გელა ჯა­ყელ­მა თავი მო­იკ­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უნ­დობ­ლობ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ გელა ჯა­ყე­ლი მოკ­ლუ­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­დაც­ვლი­ლის დედა თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ზოია, რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია?

- ზუს­ტად ვიცი, ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და, პი­რი­ქით, სა­შინ­ლად ეში­ნო­და იმი­სა, რომ მოკ­ლავ­დნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სამი დღით ადრე ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი მის სა­ნა­ხა­ვად და ვე­ლა­პა­რა­კე. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჩემი თვა­ლის ასახ­ვე­ვად კარ­გად ექ­ცე­ო­და, მაგ­რამ გე­ლამ მი­თხრა, რომ მის მოკ­ვლას აპი­რებ­დნენ.

- ეს მისი ვა­რა­უ­დი იყო თუ ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და?

- მე მი­თხრა, რომ ცი­ხის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბი­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვინ­მე ზურა მე­მუქ­რე­ბაო.

- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვენს შვილს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და და ად­რეც არა­ერ­თხელ მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

- ჩემი შვილს არა­ნა­ი­რი აშ­ლი­ლო­ბა არ ჰქო­ნია. თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მარ­თლაც მი­ი­ყე­ნა, მაგ­რამ ეს უმი­ზე­ზოდ არ გა­უ­კე­თე­ბია. სის­ხლის გა­დას­ხმა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უარი უთხრეს და ამის გამო გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"

რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"

"ჩემი შვილი ნახევარმა ლიტრმა არაყმა დაღუპა" - ამბობს ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის დედა, ზოია ჯაყელი. როგორც უკვე ცნობილია, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციას უნდობლობლობით ეკიდებიან და აცხადებენ, რომ გელა ჯაყელი მოკლულია. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა თავად გვესაუბრება.

- ქალბატონო ზოია, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მოკლულია?

- ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, პირიქით, საშინლად ეშინოდა იმისა, რომ მოკლავდნენ. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ციხეში ვიყავი მის სანახავად და ველაპარაკე. ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, მაგრამ გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ.

- ეს მისი ვარაუდი იყო თუ ვინმე ემუქრებოდა?

- მე მითხრა, რომ ციხის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვინმე ზურა მემუქრებაო.

- სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თქვენს შვილს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ადრეც არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანებები.

- ჩემი შვილს არანაირი აშლილობა არ ჰქონია. თვითდაზიანება მართლაც მიიყენა, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია. სისხლის გადასხმა მოითხოვა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციაში უარი უთხრეს და ამის გამო გამოვიდა მდგომარეობიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ