მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"

მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"

"გადაცემის პილოტი უკვე ჩაწერილია. ახლა რესპონდენტის ჩასაწერად და გადასაღებად ლოკაციები მზადდება. პროექტი სექტემბრის ბოლოს გავა ეთერში და მას ყოველ კვირა საღამოს იხილავს მაყურებელი," - ამბობს მომღერალი მარკუს მეტრეველი, რომელიც ცოტა ხანში საზოგადოებას ახალ ამპლუაში მოევლინება. ის შოუს ხატია სიჭინავასთან ერთად წაიყვანს.

- მარკუს, შენს ცხოვრებაში მეტამორფოზა მოხდა. შოუს წამყვანი გახდი, - სცენიდან ტელევიზიაში გადაინაცვლე...

- კი, ასეა, მართლაც მეტამორფოზა მოხდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ისე, სცენა ტელევიზიის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ახლა სატელევიზიო ეკრანზე წამყვანის ამპლუაში მომიწევს ყოფნა. თუ ადრე ტელეკომპანიებში სტუმრის სტატუსი მქონდა, ახლა პირიქით იქნება, სტუმრები ჩემთან მოვლენ...

- ანუ ტელევიზიაში არასდროს გიმუშავია?

- არა, მაგრამ ინტერესი ყოველთვის მქონდა...

- პროფესიით ვინ ხარ?

- სამხატვრო აკადემია მოდელირებისა და დიზაინის განხრით მაქვს დამთავრებული, პროფესიით დიზაინერი ვარ; ასევე საბერძნეთში, ვოცალ-პერფომერის 4-წლიან მუსიკალურ აკადემიაში Berkley ვსწავლობდი.

- მერე როგორც დიზაინერს, არ გინდა, შენი სათქმელი თქვა?

- მართლაც, როგორც დიზაინერს ბევრი გეგმა მაქვს. რა თქმა უნდა, მინდა, ამ სფეროში ჩემი სიტყვა ვთქვა. ბევრი კოსტუმი მაქვს შექმნილი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფურცელზე და მათი გაცოცხლება ნამდვილად მინდა, მაგრამ ამისთვის დრო ვერ გამოვნახე. ყოველ წელს კი ვამბობ, რომ მოვიცლი-მეთქი და საბოლოოდ, დროს მაინც ვერ ვპოულობ. თან, ეს საქმე, რასაც ახლა ვემსახურები, იმდენად შრომატევადია, რომ ორი საქმიანობის შეთავსება ამ ეტაპზე მიჭირს, სამომავლოდ, ვნახოთ.

- რა ტიპისა და ხასიათის გადაცემის წაყვანა მოგიწევს?

- გადაცემას ჰქვია "ცხოვრების სტილი". ის შოუბიზნესის წარმატებული ადამიანების ცხოვრებას გააშუქებს. ნაჩვენები იქნება მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი დეტალურად...

- კონკრეტულად?

- მაგალითად, როგორ იღვიძებს დილით, როგორ ვარჯიშობს, რითია დღის მანძილზე დაკავებული ანუ რა არის მისი ძირითადი საქმიანობა, რა გარემოში უწევს ყოფნა, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, სად და როგორ ერთობა, თავისფალ დროს როგორ ატარებს... მოკლედ, ძალიან საინტერესო იქნება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს შოუბიზნესს, რომ ცოტა მაინც გაფერადდეს, გახდეს საინტერესო, ჩვენი სატელევიზიო სივრცე, თორემ ტელეეკრანიდან სულ პოლიტიკა და იუმორი ისმის და საშინელებაა. მგონი, უკვე გაღიმებული ლენჩების დონემდეც დავედით. უხარისხო იუმორი აუტანელია - საკუთარ თავებს თვითონვე რომ აცინებენ. ეს ყველაფერი უგემოვნობაა და იდიოტიზმია!

- თავად კარგად ხუმრობ?

- რაც შეეხება ხუმრობას, ძალიან მიყვარს. ჩემი სტიქიაა "თეთრი", "შავი" და "ყვითელი" იუმორი. არსებობს სარკასტული იუმორიც, რაც საზოგადოებისთვის ცოტა რთულად მისაღებია და ბევრი მას ვერც იგებს. მოკლედ, ძალიან მიყვარს ხუმრობა და ადამიანები, ვისაც იუმორი ესმის და ეს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი.

- რადგანაც გადაცემის პილოტი ჩაწერეთ, რას იტყვი, მოგეწონა ამ საქმეში საკუთარი თავის გამოცდა?

- კი, პილოტი უკვე ჩაწერილია. ეს საქმე საკმაოდ რთულია და ახლა მიხვდი, რას ნიშნავს წამყვანის ამპლუაში ყოფნა, უნდა იყო მობილიზებული და არც ერთი დეტალი არ უდა გამოგეპაროს. ადვილი არ არის, მაგრამ მიყვარს სირთულეებში თავის გამოცდა და დაბრკოლებების გადალახვა, მიზანდასახული ვარ და ამ ყველაფერს ყოველთვის თავს ვართმევ. ახლაც წამყვანობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ამ საქმიანობისთვის გემო მინდოდა გამესინჯა და რადგან შანსი მომეცა, ხელიდან არ გავუშვი. ვიმედოვნებ, რომ პროფესიონალ წამყვანად ჩამოვყალიბდები.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ვისგან მიიღე, ანუ ვინ დაინახა შენში წამყვანი?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! 3 ადამიანისგან მივიღე. ესენი არიან: ეკა ანდრონიკაშვილი, მამუკა ლიპარტელიანი და დიმიტრი ჩხეიძე. ეს ადამიანები "ბლუკ სეე პროდუქტიონის" დამაარსებლები არიან და 4 პროექტს ერთ-ერთ არხზე აკეთებენ. სწორედ მათ დამირეკეს და გადაცემის წამყვანობა შემომთავაზეს, რაც ჩემთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, საინტერესო წინადადება აღმოჩნდა და ფიქრის შემდეგ დავთანხმდი.

- შენს პარტნიორზე - ხატია სიჭინავაზე რას იტყვი? როგორი პარტნიორია?

- ხატიასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, არ მიქმნის დისკომფორტს და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. როგორც ვიცი, წარსულში გამოცდილი წამყვანი იყო. სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს, მაშინ შემოქმედებითად და პროფესიულად იზრდები. მიყვარს, როდესაც პროფესიონალისგან ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენ, ჩემთვის ეს მეტად დასაფასებელია. ხატია მეგობრული და კარგი ადამიანია. წარმატებული დედა და დაფასებული მეუღლეა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება