შონ კონერი მეხსიერებას კარგავს

შონ კონერი მეხსიერებას კარგავს

ჰოლივუდის მსახიობ შონ კონერს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები აღენიშნება. 82 წლის მსახიობის მეგობარმა მაიკლ კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ კონერმა კინემატოგრაფიისადმი ინტერესი დაკარგა. ახლა კი მსახიობი გონებაგაფანტულია და ავიწყდება, რას აკეთებდა ხუთი წუთის წინ.

ამასთან, კონერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვარსკვლავის მეგობრის სიტყვები უარყვეს და განაცხადეს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

შონ კონერმა 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის "ბონდის" 7 სერიაში. მთავარი ჯილდო "ოსკარი" მსახიობმა 1988 წელს ფილმში "ხელშეუხებელნი" პოლიციელ ჯიმ მელოუნის როლის შესრულებისთვის მიიღო.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება