ტანგოში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად დაუშვეს ერთსქესიანი წყვილები

ტანგოში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად დაუშვეს ერთსქესიანი წყვილები

ისტორიაში პირველად, ერთსქესიანმა წყვილებმა სალონური ტანგოს 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა გამარჯვება არცერთ მათგანს არ ხვდა წილად. ამის შესახებ ”ამერიკის ხმა” იუწყება. ფესტივალი ბუენოს-აირესში გაიმართა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაყურებელმა მშვიდად მიიღო ერთსქესიანი წყვილების სცენაზე გამოჩენა. ჩემპიონატში სულ 4 ასეთი წყვილი მონაწილეობდა.

კონკურსში არგენტინელმა წყვილმა, 41 წლის მაქსიმილიანო კრისტიანმა და 26 წლის ჯესიკა არფენონმა გაიმარჯვეს. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს.

ბუენოს აირესში გამართულ ტანგოს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 37 ქვეყნის 556 წყვილი იღებდა.

მომზადებულია golos-ameriki.ru - ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს