სომხეთმა შორსმსროლელი ჩინური "სმერჩები" შეიძინა

სომხეთმა შორსმსროლელი ჩინური "სმერჩები" შეიძინა

რადიო "თავისუფლების" სომხურმა რედაქციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოფიციალურმა ერევანმა დაუდგენელი რაოდენობის ჩინური წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - AR1A-ები შეიძინა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რაც გვაფიქრებინებს, რომ სომხეთის არმიის შეიარაღებაში ასეთი საბრძოლო ტექნიკა მართლაც გაჩნდა.

ჩინური წარმოების AR1A, ფაქტობრივად, რუსული "სმერჩის" მოდერნიზებული ვარიანტია და 60 წმ-ში ათი ცალი რაკეტის მაქსიმალურ 130 კმ-ზე გაშვება შეუძლია.

ერევანი და პეკინი ადრეც არიან "შემჩნეული" სარაკეტო გარიგებაში, როდესაც 1999 წელს სომხეთის არმიის შეიარაღებაში რვა ცალი ჩინური WM-80 გამოჩნდა.

თუმცა WM-80-ისგან განსხვავებით, რომელიც უმართავ რაკეტებს მხოლოდ 80 კმ-მდე უშვებდა, ახალ AR1A-ს რაკეტის გაშვება 50 კმ-ით შორს შეუძლია.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ აზერბაიჯანელი გენერლებისთვის, რომელთა განკარგულებაში არსებული რუსული "სმერჩების" საბრძოლო რადიუსი 70-90 კმ-ს არ აღემატება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე