სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო
The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო

"არა, ნატო-მ არ უნდა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს დუგ ბენ­დო­უს სტა­ტი­ას ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The National Interest. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ამ წე­რი­ლით ამა­ვე გა­მო­ცე­მა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბეჭ­დილ მა­იკლ ჩე­ჩი­რეს სტა­ტი­ას "დიახ, ნატო-მ უნდა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო" ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ალი­ან­სის წევრთა უმე­ტე­სო­ბი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი წევ­რე­ბის­თვის ომი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია, არა­თუ სა­ვა­რა­უ­დო.

"სწო­რედ ამი­ტომ სურს თბი­ლისს ალი­ან­სში უი­მე­დოდ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და არა "სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი" მი­ზე­ზე­ბით, ან "სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ" წინსვლის­თვის უნდა "ლი­ბე­რა­ლურ, კა­ნონ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სის­ტე­მა­ში" შეს­ვლა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა, რომ ამე­რი­კამ რუ­სე­თის­გან და­იც­ვას და ამ სურ­ვი­ლის­თვის ის არა­ვინ უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ ცუდი მე­ზობ­ლო­ბა აქვთ. თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რია", - წერს დუგ ბენ­დოუ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, მა­იკლ ჩე­ჩი­რეს მიერ სტა­ტი­შია მოყ­ვა­ნი­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გი­უ­ლი გზე­ბი ხელ­საყ­რე­ლია, მაგ­რამ არა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის და, რა თქმა უნდა, არ ღირს ომის წა­მო­წყე­ბად.

"მარ­თა­ლია, რე­გი­ო­ნი არას­დროს შე­დი­ო­და ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ებ­ში: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი იყო. რო­გორც ჩანს, ვა­შინგტო­ნი ბრეჟნე­ვის ცნო­ბი­ლი დოქ­ტრი­ნის სა­კუ­თარ ექ­სტრე­მა­ლურ ვა­რი­ანტს იყე­ნებს – ყვე­ლა­ფე­რი შენს სა­ზღვრე­ბამ­დე, ჩე­მია. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რია არაა, რომ ეს მოს­კოვს აღი­ზი­ა­ნებს", - წერს დუგ ბენ­დოუ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში არ­გა­წევ­რი­ა­ნე­ბა 2008 წელს ალი­ან­სის მიერ და­დე­ბულ პი­რო­ბა­ზე უა­რის თქმაა. მაგ­რამ დუგ ბენ­დო­უს თქმით, უმ­ჯო­ბე­სია სუ­ლე­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, ვიდ­რე იმ პო­ლი­ტი­კის რეფ­ლექ­სუ­რად გა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც საფრ­თხეს შე­უქ­მნის ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბას.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნამ­დვი­ლი გაკ­ვე­თი­ლი არა ყვე­ლა და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­ო­დენ სუ­ლე­ლუ­რიც არ უნდა იყოს ის, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში, სუ­ლე­ლუ­რი და­პი­რე­ბის მი­ცე­მის­გან თავ­შე­კა­ვე­ბას გვას­წავ­ლის. ვა­შინგტო­ნის მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის დაც­ვაა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ლო­დი­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა. აშშ-მა მჭიდ­როდ უნდა და­უ­ხუ­როს ალი­ან­სის კარი თბი­ლისს", - წერს დუგ ბენ­დოუ.

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში The National Interest-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა დუგ ბენ­დო­უს სტა­ტია სა­თა­უ­რით, "ნატო-ს ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რი", სა­დაც ავ­ტო­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

"სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით კი­დევ უფრო სა­ვა­რა­უ­დო იქ­ნე­ბა ომის და­წყე­ბა. ვა­შინგტონ­მა სა­ბო­ლო­ოდ და მკაც­რად უნდა ჩაკ­ლას სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სკენ მის­წრა­ფე­ბე­ბი. რა თქმა უნდა, ეს არ შე­ა­ჩე­რებს ევ­რო­პე­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ქმე­დე­ბას, თუ მათ სჯე­რათ, რომ თბი­ლი­სის დაც­ვით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი გა­წე­ულ და­ნა­ხარ­ჯე­ბად ღირს. მაგ­რამ ვა­შინგტონ­მა უარი უნდა თქვას კავ­კა­სი­ა­ში ომის წა­მო­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე", - წერს დუგ ბენ­დოუ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამა­ვე გა­მო­ცე­მა­ში ბენ­დო­უს სა­პა­სუ­ხო სტა­ტია, სა­ხელ­წო­დე­ბით "დიახ, ნატო-მ უნდა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო" მა­იკლ ჩე­ჩი­რემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"თბი­ლი­სის­თვის მი­ცე­მუ­ლი ძლი­ე­რი და მრა­ვალ­ხმრი­ვი და­პი­რე­ბის­თვის (ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა) თა­ვის არი­დე­ბა არა მხო­ლოდ საფრ­თხეს შე­უქ­მნის პრო­და­სავ­ლურ ძა­ლებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, არა­მედ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ა­ყე­ნებს კი­თხვის ქვეშ ნატო-ს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­სა და აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლებს. მოს­წონს თუ არა ეს ნატო-ს, მას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გზა უჩ­ვე­ნოს. თუ სა­ქარ­თვე­ლო ვერ შეძ­ლებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას და სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას რუ­სეთ­თან, მა­შინ მის­თვის კა­რის და­ხურ­ვა ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბო­და. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნატო-ს კარი უნდა გა­ი­ღოს", - წერ­და მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო

The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო

"არა, ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო", - ამ სათაურით აქვეყნებს დუგ ბენდოუს სტატიას ამერიკული გამოცემა The National Interest. სტატიის ავტორი ამ წერილით ამავე გამოცემაში რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილ მაიკლ ჩეჩირეს სტატიას "დიახ, ნატო-მ უნდა მიიღოს საქართველო" ეხმაურება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ალიანსის წევრთა უმეტესობისა და პოტენციური წევრებისთვის ომი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, საქართველოსთვის ეს მოსალოდნელია, არათუ სავარაუდო.

"სწორედ ამიტომ სურს თბილისს ალიანსში უიმედოდ გაწევრიანება და არა "სოციალურ-პოლიტიკური" მიზეზებით, ან "საერთაშორისო თავისუფლებისკენ" წინსვლისთვის უნდა "ლიბერალურ, კანონზე დაფუძნებულ სისტემაში" შესვლა. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ამერიკამ რუსეთისგან დაიცვას და ამ სურვილისთვის ის არავინ უნდა დაადანაშაულოს. ბოლოს და ბოლოს, მათ ცუდი მეზობლობა აქვთ. თუმცა, რეგიონში ამერიკის ინტერესები მინიმალურია", - წერს დუგ ბენდოუ.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, მაიკლ ჩეჩირეს მიერ სტატიშია მოყვანილი ალტერნატიული ენერგიული გზები ხელსაყრელია, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელობის და, რა თქმა უნდა, არ ღირს ომის წამოწყებად.

"მართალია, რეგიონი არასდროს შედიოდა ამერიკის სტრატეგიებში: საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. როგორც ჩანს, ვაშინგტონი ბრეჟნევის ცნობილი დოქტრინის საკუთარ ექსტრემალურ ვარიანტს იყენებს – ყველაფერი შენს საზღვრებამდე, ჩემია. ამიტომ გასაკვირია არაა, რომ ეს მოსკოვს აღიზიანებს", - წერს დუგ ბენდოუ.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანება 2008 წელს ალიანსის მიერ დადებულ პირობაზე უარის თქმაა. მაგრამ დუგ ბენდოუს თქმით, უმჯობესია სულელური ვალდებულების დარღვევა, ვიდრე იმ პოლიტიკის რეფლექსურად გატარება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის უსაფრთხოებას.

"საერთაშორისო ურთიერთობების ნამდვილი გაკვეთილი არა ყველა დაპირების შესრულებას, რაოდენ სულელურიც არ უნდა იყოს ის, არამედ პირველ რიგში, სულელური დაპირების მიცემისგან თავშეკავებას გვასწავლის. ვაშინგტონის მთავარი ვალდებულება ამერიკელი ხალხის დაცვაა და არა ქართველი ხალხის მოლოდინების შესრულებაა. აშშ-მა მჭიდროდ უნდა დაუხუროს ალიანსის კარი თბილისს", - წერს დუგ ბენდოუ.

აგვისტოს დასაწყისში The National Interest-ში გამოქვეყნდა დუგ ბენდოუს სტატია სათაურით, "ნატო-ს ქართული კოშმარი", სადაც ავტორი ეწინააღმდეგებოდა ამერიკის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

"საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით კიდევ უფრო სავარაუდო იქნება ომის დაწყება. ვაშინგტონმა საბოლოოდ და მკაცრად უნდა ჩაკლას საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებები. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ევროპელების დამოუკიდებელ ქმედებას, თუ მათ სჯერათ, რომ თბილისის დაცვით მიღებული სარგებელი გაწეულ დანახარჯებად ღირს. მაგრამ ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას კავკასიაში ომის წამოწყების შესაძლებლობაზე", - წერს დუგ ბენდოუ.

რამდენიმე დღის წინ ამავე გამოცემაში ბენდოუს საპასუხო სტატია, სახელწოდებით "დიახ, ნატო-მ უნდა მიიღოს საქართველო" მაიკლ ჩეჩირემ გამოაქვეყნა.

"თბილისისთვის მიცემული ძლიერი და მრავალხმრივი დაპირებისთვის (ნატო-ში გაწევრიანება) თავის არიდება არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის პროდასავლურ ძალებს მსოფლიოს მასშტაბით, არამედ საფუძვლიანად დააყენებს კითხვის ქვეშ ნატო-ს სერიოზულობასა და აშშ-ს საერთაშორისო ვალდებულებს. მოსწონს თუ არა ეს ნატო-ს, მას აქვს ვალდებულება, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გზა უჩვენოს. თუ საქართველო ვერ შეძლებს მნიშვნელოვნად დემოკრატიზაციას და სეპარატისტულ რეგიონებთან არსებული კონფლიქტის მოგვარებას რუსეთთან, მაშინ მისთვის კარის დახურვა ლეგიტიმური იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატო-ს კარი უნდა გაიღოს", - წერდა მაიკლ ჩეჩირე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა