რუსეთი იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება

რუსეთი იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება

რუსეთი იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართლებით სწრაფი სვლა არ შეინიშნება, თუმცა ძირითად საკითხებზე მხარეების თანხმობა არსებობს.

"ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდებით მოლაპარაკების და ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობაზე. არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც პატიოსნად განხილვა და არსებული რეალობის გათვალისწინება სჭირდება. რეალობა კი ასეთია - უპირველეს ყოვლისა, უნდ ამოილაპარაკონ აფხაზეთმა და საქართველიმ, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ", - განაცხადა ლავროვმა.

ჟენევის დისკუსია 2008 წლის ოქტომბრიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. შეხვედრებში თანაბარუფლებიან მხარეებად მონაწილეობენ აფხაზეთის, თბილისის, რუსეთის, აშშ-ის, ე.წ სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს წარმომადგენლები. ჟენევის დისკუსიებზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა წარმოადგენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა