სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსულმა ხომალდმა პლაჟზე დამსვენებლები დააფრთხო
რუსულმა ხომალდმა პლაჟზე დამსვენებლები დააფრთხო

გა­სულ კვი­რას რუ­სეთ­ში, კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქის ერთ-ერთ პლაჟ­ზე მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი უნებ­ლი­ედ სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნი გახ­დნენ. ზღვი­დან ამო­სულ­მა ჰა­ერ­ბა­ლი­ში­ან­მა სა­დე­სან­ტო ხო­მალდმა დე­სან­ტი პირ­და­პირ პლა­ჟის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ხა. სა­ნა­ხა­ო­ბა ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

მომ­ხდა­რის გამო დამ­სვე­ნებ­ლებ­მა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვეს და სამ­ხედ­რო­ებს სიმ­ყუდ­რო­ვის დარ­ღვე­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი თა­ვად სამ­ხედ­რო­ებ­საც ჰქონ­დათ - პლა­ჟის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც ხო­მალდმა დე­სან­ტი გად­მოს­ხა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. ბალ­ტი­ის ფლო­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, "ზუბ­რის" ტი­პის ჰა­ერ­ბა­ლი­ში­ა­ნი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი გეგ­მურ სწავ­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და, რომ­ლის დრო­საც სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი გა­დას­ხა.

სამ­ხედ­რო­ე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შემ­თხვე­ვამ რუ­სულ პრე­სა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. თა­ვად "ზუბ­რი" მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო ჰა­ერ­ბა­ლი­ში­ა­ნი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დია. 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის­თვის, საბ­ჭო­თა ბალ­ტი­ი­სა და შავი ზღვის სამ­ხედ­რო ფლო­ტებ­ში, რვა ასე­თი ხო­მალ­დი ირი­ცხე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ზუბრს" სა­ქარ­თვე­ლოს ნა­პი­რებ­თა­ნაც მო­უ­წია ყოფ­ნამ. 1993 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რუ­სე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბო­რის ელ­ცი­ნის მი­თი­თე­ბით, სე­ვას­ტო­პო­ლი­დან ღა­მით გა­მო­სულ­მა "ზუბრმა" გეზი აფხა­ზე­თის­კენ აიღო. მის ბორტზე სა­ზღვაო ქვე­ით­თა ასე­უ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. კა­პი­ტანს ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ბლო­კი­რე­ბუ­ლი სო­ხუ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­მოყ­ვა­ნა ჰქონ­და ნაბ­რძა­ნე­ბი. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად წარ­მი­მარ­თა და შე­ვარ­დნა­ძე სო­ხუ­მი­დან თვითმფრი­ნა­ვით გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ ekb.dkvartal.ru-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსულმა ხომალდმა პლაჟზე დამსვენებლები დააფრთხო

რუსულმა ხომალდმა პლაჟზე დამსვენებლები დააფრთხო

გასულ კვირას რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ერთ-ერთ პლაჟზე მყოფი დამსვენებლები უნებლიედ სამხედრო წვრთნების მონაწილენი გახდნენ. ზღვიდან ამოსულმა ჰაერბალიშიანმა სადესანტო ხომალდმა დესანტი პირდაპირ პლაჟის ტერიტორიაზე გადმოსხა. სანახაობა ერთობ უჩვეულო და საინტერესო იყო.

მომხდარის გამო დამსვენებლებმა პროტესტი გამოთქვეს და სამხედროებს სიმყუდროვის დარღვევაში დასდეს ბრალი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამოქალაქო პირების მიმართ პრეტენზიები თავად სამხედროებსაც ჰქონდათ - პლაჟის ტერიტორია, რომელზეც ხომალდმა დესანტი გადმოსხა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ბალტიის ფლოტის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, "ზუბრის" ტიპის ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდი გეგმურ სწავლებას ასრულებდა, რომლის დროსაც სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითები გადასხა.

სამხედროების ახსნა-განმარტების მიუხედავად, შემთხვევამ რუსულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავად "ზუბრი" მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდია. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, საბჭოთა ბალტიისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტებში, რვა ასეთი ხომალდი ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ "ზუბრს" საქართველოს ნაპირებთანაც მოუწია ყოფნამ. 1993 წლის სექტემბერში, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინის მითითებით, სევასტოპოლიდან ღამით გამოსულმა "ზუბრმა" გეზი აფხაზეთისკენ აიღო. მის ბორტზე საზღვაო ქვეითთა ასეული იმყოფებოდა. კაპიტანს ნებისმიერ ფასად ბლოკირებული სოხუმიდან საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოყვანა ჰქონდა ნაბრძანები. თუმცა მოვლენები სხვანაირად წარმიმართა და შევარდნაძე სოხუმიდან თვითმფრინავით გამოიყვანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ ekb.dkvartal.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა