სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამთა ჭელიძე - ”თბილისში ძალიან მოკრძალებულად და თავშეკავებულად მაცვია“
თამთა ჭელიძე - ”თბილისში ძალიან მოკრძალებულად და თავშეკავებულად მაცვია“

მომ­ღე­რა­ლი თამ­თა ჭე­ლი­ძე წლე­ვან­დელ ზა­ფხულს მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ კუ­რორტზე ატა­რებს, სა­დაც ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად და­დი­ო­და, შემ­დეგ კი ზღვა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს, თუ ამინ­დებ­მა შე­უ­წყო ხელი. თამ­თამ წელს დიდი ხნის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მარ­თვის მოწ­მო­ბა აიღო, თბი­ლის­ში და­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მან­ქა­ნის ყიდ­ვა­საც გეგ­მავს.

- თამ­თა, რა სი­ახ­ლე­ე­ბია შენ­კენ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, ახლა დას­ვე­ნე­ბა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. სექ­ტემ­ბრი­დან ვე­ლო­დე­ბი რა­ღა­ცებს, მაგ­რამ წი­ნას­წარ ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.

- რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქი­დან" შე­ვი­ტყვეთ, მარ­თვის მოწ­მო­ბა აგი­ღია და მან­ქა­ნაც შე­გი­ძე­ნია...

- კი, ავი­ღე. მან­ქანს ვყი­დუ­ლობ­დი, მაგ­რამ ბოლო წუთს გა­და­ვი­ფიქ­რე, "ჰონ­დას" შე­ძე­ნა მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ უცებ გა­და­ვი­ფიქ­რე და არ­ჩე­ვა­ნი "მერ­სე­დეს­ზე" შე­ვა­ჩე­რე, რომლსაც თბი­ლის­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე შე­ვი­ძენ. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბას, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დო­და აღე­ბა, ვი­წყებ­დი სწავ­ლას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ მიმ­ყავ­და საქ­მე, შუა გზა­ში ვა­ნე­ბებ­დი თავს, ახლა რო­გორც იქნა მო­ვა­ხერ­ხე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მივ­ყო­ლო­დი გეგ­მას და სამ­თვი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა. უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ სიჩ­ქა­რე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ალ­ბათ ესეც იყო იმის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რომ ასე გა­მიგ­რძელ­და მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა, 5-6 წლის წინ მყავ­და მან­ქა­ნა, მაგ­რამ ვერ დავ­ჯე­ქი და გავ­ყი­დე, სულ მე­გო­ნა, სა­ჭეს­თან რომ დავ­ჯდე­ბო­დი, რა­ღაც და­მე­მარ­თე­ბო­და, არა­და ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მან­ქა­ნის მარ­თავ­ზე და ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ კარ­გი მძღო­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ისე გა­ვი­და 30 წელი, რომ თავი ვერ მო­ვა­ბი, ალ­ბათ ახლა და­მიდ­გა დამ­შვი­დე­ბის ასა­კი, აღარ ჩა­ვი­დენ გი­ჟო­ბებს და მშვი­დად ვივ­ლი (იღი­მის).

- სად ის­ვე­ნებ ახლა?

- სა­ერ­თოდ, ზა­ფხუ­ლი არ მიყ­ვარს, ამ ცხე­ლი სე­ზო­ნის მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მი­ხარ­დეს, რომ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა ზღვა­ზე წახ­ვი­დე, თუმ­ცა ზღვა­ზე წას­ვლა ზამ­თარ­შიც შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ზო­გა­დად, ვერ ვი­ტან სი­ცხეს, გა­და­ბარ­გე­ბა-გად­მო­ბარ­გე­ბას, სა­ში­ნე­ლი დის­კომ­ფორ­ტი მაქვს ამ დროს. მინ­და თბი­ლის­ში მქონ­დეს მთაც და ზღვაც (იცი­ნის). წელს პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ თბი­ლის­დან გვი­ან გა­ვე­დი, რო­გორც წესი, უფრო ადრე ვტო­ვებ ქა­ლაქს, მაგ­რამ ახლა რა­ღაც საქ­მე­ე­ბი მქონ­და და ასე მოხ­და. ამ­ჟა­მად მშობ­ლებ­სა და შვილ­თან ერ­თად სა­ირ­მე­ში ვის­ვე­ნებ, შემ­დეგ ზღვა­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლებთ, თუ ამინ­დე­ბი ხელს შეგ­ვი­წყობს.

- გა­და­ბარ­გე­ბა არ მიყ­ვარ­სო, თქვი, დიდ დროს უთ­მობ ამ პრო­ცესს?

- არა, შე­მიძ­ლია, ათი კა­რა­დის ტან­საც­მე­ლი ორ სა­ათ­ში ჩა­ვალ­გო. ორი დღი­თაც რომ მივ­დი­ო­დე, ხუთი ჩე­მო­და­ნი მი­მაქვს. ახლა რომ მოვ­დი­ო­დით, მე­გო­ნა, ბარ­გი მან­ქა­ნა­ში არ ჩა­ე­ტე­ო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თამთა ჭელიძე - ”თბილისში ძალიან მოკრძალებულად და თავშეკავებულად მაცვია“

თამთა ჭელიძე - ”თბილისში ძალიან მოკრძალებულად და თავშეკავებულად მაცვია“

მომღერალი თამთა ჭელიძე წლევანდელ ზაფხულს მშობლებთან ერთად იმ კურორტზე ატარებს, სადაც ბავშვობაში ხშირად დადიოდა, შემდეგ კი ზღვაზე გადაინაცვლებს, თუ ამინდებმა შეუწყო ხელი. თამთამ წელს დიდი ხნის ოცნება აისრულა და მართვის მოწმობა აიღო, თბილისში დარუნებისთანავე მანქანის ყიდვასაც გეგმავს.

- თამთა, რა სიახლეებია შენკენ?

- განსაკუთრებული არაფერი, ახლა დასვენებაზე ვარ გადართული. სექტემბრიდან ველოდები რაღაცებს, მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვნახოთ, რა გამოვა.

- როგორც "ფეისბუქიდან" შევიტყვეთ, მართვის მოწმობა აგიღია და მანქანაც შეგიძენია...

- კი, ავიღე. მანქანს ვყიდულობდი, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე, "ჰონდას" შეძენა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ უცებ გადავიფიქრე და არჩევანი "მერსედესზე" შევაჩერე, რომლსაც თბილისში ჩასვლისთანავე შევიძენ. რაც შეეხება მართვის მოწმობას, რვა წლის განმავლობაში მინდოდა აღება, ვიწყებდი სწავლას, მაგრამ ბოლომდე არ მიმყავდა საქმე, შუა გზაში ვანებებდი თავს, ახლა როგორც იქნა მოვახერხე თავიდან ბოლომდე მივყოლოდი გეგმას და სამთვიანი მეცადინეობის შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა. უნდა გამოვტყდე, რომ სიჩქარე ძალიან მიყვარს, ალბათ ესეც იყო იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ასე გამიგრძელდა მართვის მოწმობის აღება, 5-6 წლის წინ მყავდა მანქანა, მაგრამ ვერ დავჯექი და გავყიდე, სულ მეგონა, საჭესთან რომ დავჯდებოდი, რაღაც დამემართებოდა, არადა ბავშვობიდან ვოცნებობდი მანქანის მართავზე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი მძღოლი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ისე გავიდა 30 წელი, რომ თავი ვერ მოვაბი, ალბათ ახლა დამიდგა დამშვიდების ასაკი, აღარ ჩავიდენ გიჟობებს და მშვიდად ვივლი (იღიმის).

- სად ისვენებ ახლა?

- საერთოდ, ზაფხული არ მიყვარს, ამ ცხელი სეზონის მოსვლა შეიძლება მხოლოდ იმიტომ გამიხარდეს, რომ ადამიანს საშუალება გეძლევა ზღვაზე წახვიდე, თუმცა ზღვაზე წასვლა ზამთარშიც შეიძლება, ოღონდ სხვა ქვეყანაში. ზოგადად, ვერ ვიტან სიცხეს, გადაბარგება-გადმობარგებას, საშინელი დისკომფორტი მაქვს ამ დროს. მინდა თბილისში მქონდეს მთაც და ზღვაც (იცინის). წელს პირველად მოხდა, რომ თბილისდან გვიან გავედი, როგორც წესი, უფრო ადრე ვტოვებ ქალაქს, მაგრამ ახლა რაღაც საქმეები მქონდა და ასე მოხდა. ამჟამად მშობლებსა და შვილთან ერთად საირმეში ვისვენებ, შემდეგ ზღვაზე გადავინაცვლებთ, თუ ამინდები ხელს შეგვიწყობს.

- გადაბარგება არ მიყვარსო, თქვი, დიდ დროს უთმობ ამ პროცესს?

- არა, შემიძლია, ათი კარადის ტანსაცმელი ორ საათში ჩავალგო. ორი დღითაც რომ მივდიოდე, ხუთი ჩემოდანი მიმაქვს. ახლა რომ მოვდიოდით, მეგონა, ბარგი მანქანაში არ ჩაეტეოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება