გამიმართლა, უბრალოდ, "კარგ" დროს დავურეკე და ინტერვიუზე დამთანხმდა, თორემ იშვიათად თუ ლაპარაკობს სადმე, ისიც მხოლოდ თავის წიგნებზე, პიესებზე, პროზაზე, ლიტერატურაზე. პიარისგან შორს დგას და არც ჟურნალისტებთან ურთიერთობა ხიბლავს... ვაღიარებ, რომ ირაკლი სამსონაძის დრამატურგიას უკეთ ვიცნობ, ვიდრე პროზას. რამდენიმე თეატრში მისი არაერთი სპექტაკლი მაქვს ნანახი. მირჩია, მისი პროზა წამეკითხა, გამოცემული ტრილოგია - თორმეტწლიანი ფიქრისა და შრომის შედეგი. ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაში სიახლეა ისიც, რომ ლიტერატურული პრემია "საბას" 2013 წლის "შორტლისტში" სამი წიგნით არის წარდგენილი. ესენია: "ღრუბელი სახელად დარინდა" , "შემკრთალი ქუჩა" და "კლინიკური ქორწინება" . დღესდღეობით თარგმანებზე მუშაობს და საშემოდგომოდ აპირებს გამოსცეს კრებული, რომელშიც შვიდი პიესა იქნება თავმოყრილი. საკმაოდ გულწრფელი, პირდაპირი მოსაუბრეა. საინტერესო მოსასმენი იყო, როგორ ქმნის ის თბილისის გარეუბანში, ერთ ოთახში გამოკეტილი თავის ნაწარმოებებს...
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვერის უბნელი ვარ, კალანდაძის 22-ში ვცხოვრობდით. საბურთალოზე 126-ე სკოლაში ვსწავლობდი. მერე ვერაზე სახლი გავყიდეთ და ვაჟაზე გადაიეა ა დიდ დიღომში გადავსახლდით. მამა ჟრ,დეა ლინარ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მამა ჩემზე ახალგაზრდა, 50 წლის იყო, რომ გარდაიალ. პატრა ბივივია ცხოვრებას ჩემით შევეჭიდე. ღვთის მადლით, დედა მყავს ცოცხალი. ის 80 წელს გადაცილებულია და დღემდე ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია...
- წერა რა ასაკში დაიწყეთ?
- ძალიან ადრე. როგორც კი ასოების გამოყვანა ვისწავლე, ეგრევე რაღაც სასაცილო ლექსების წერა დავიწყე. დედას დღემდე აქვს შენახული.
- რა თემაზე წერდით?
- წითელარმიელებზე, ღორებზე... რატომ ღორებზე, არ ვიცი.
- სოფელი გქონდათ სადმე და ნახეთ ალბათ.
- არა, არ მქონდა. შეიძლება რითმას სჭირდებოდა, არ ვიცი.
- ლექსების შემდეგ...
- სერიოზული წერა მოგვიანებმებ სამზადისი იყო, მინიშნება ღვთისგან. ალბათ პროფესიული გზის წინაპირობა ჩემთვის ლექსების წერა აღმოჩნდა. ხომ არიან ბავშვები, რომლებიც თავიდანვე ცეკვავენ, მღერიან და ჩემ შაე ამავდროულად ინტენსიურად ვძერწავ-დიკარგადაცთანრაღაცირიბს ვიგონებდი. ვთქვათ გამოვძერწავდი ჯიანზ ისტორიებს ვთხზავდი.
- იწერდით თუ უყვებოდით ვინმეს?
- არა, მხოლოდ ჩემთვის, არსად ვყვებოდი. საერთოდ, მშვიდი ბავშვი ვიყავი და განმარტოებით ყოფნა მიყვარდა.
- ჩხუბი?..
- ეგ მერე იყო, მე ბავშვობას ვამბბბამა აუცილებელია. ბიჭს უხდება სიცელქე, გოგო ცოტა მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც წესი, გოგონები უფრო ცელქები არიან ხოლმე. მთელი ჩემი ენერგია ძერწვასა და ისტორიების მოგონებაში გადმომქონდა.
- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე არ გიფიქრიათ?
- არა, უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავია ჟურნალისტად.
- რატომ?
- დიდ ბოდიშს ვიხდი თქვენთან, მგრამ მივხვდი, რა მაიმუნობაც არის.
- პიესებით დაიწყეთ წერა, საზოგადოებამ ასე გაგიცნოთ...
- ლექსები, ჩანახატები მქონდა, მაგრამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, საზოგადოებამ ჩემი სახელი და გვარი პიესებით გაიგო.
- პირველად სად დაიდგა თქვენი პიესა?
- ახალციხეში, მაგრამ არ მინახავს. იმ პიესას "შუაღამისას" ერქვა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია