სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია 217 პა­ტი­მარ­ზე გას­ცა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ამ გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე 500 პა­ტიმ­რის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა და და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია 217-ზე გას­ცა, მათ­გან 167 პა­ტი­მა­რი სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, 47-ს სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა, ხოლო 3-ს სას­ჯე­ლის ვადა შე­უმ­ცირ­დე­ბა.

და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცა 13 ქალ­ზე, მათ­გან სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა 7, ხოლო სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა 6 ქალს. ამას­თან, სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი, ერთს კი სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა.

ელე­ნე თევ­დო­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს 27-28 აგ­ვის­ტოს­თვის და­ტო­ვე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მა და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გვი­ან ღა­მით დას­რულ­და.

ჯამ­ში, კო­მი­სი­ა­ში 1200-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა იყო შე­სუ­ლი, თუმ­ცა, პა­ტი­მარ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის დიდ ნა­წილს უარი იმ მო­ტი­ვით ეთ­ქვა, რომ მათ სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვა­რი მოხ­დი­ლი არ ჰქონ­დათ. კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პრე­ზი­დენტს გა­და­ე­ცე­მა. შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს 27-28 აგ­ვის­ტოს, მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის და­ტო­ვე­ბენ.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ისარ­გებ­ლონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მსურ­ვე­ლებს ნა­სამ­რთლე­ო­ბა და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი უუქ­მდე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა, კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა, მათგან 167 პატიმარი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება, 47-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 3-ს სასჯელის ვადა შეუმცირდება.

დადებითი რეკომენდაცია გაიცა 13 ქალზე, მათგან საპატიმროდან გათავისუფლდება 7, ხოლო სასჯელი გაუნახევრდება 6 ქალს. ამასთან, საპატიმროდან გათავისუფლდება სამი არასრულწლოვანი, ერთს კი სასჯელი გაუნახევრდება.

ელენე თევდორაძის ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოსთვის დატოვებენ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა.

ჯამში, კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, თუმცა, პატიმართა განცხადებების დიდ ნაწილს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ მათ სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ. კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის დატოვებენ.

ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლეობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ