სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი"
"რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი"

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა სამ­შობ­ლო არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჩვე­ნი რეს­პო­ნდენ­ტი მო­რაგ­ბე ანია პო­ღო­სი­ა­ნი­ა.

- ანი­ა, რამ­დე­ნი ხა­ნია რაგ­ბის თა­მა­შობ და რა­ტომ აირ­ჩიე ეს სპორ­ტი?

- რაგ­ბის 2007 წლი­დან ვთა­მა­შობ. არ­ჩე­ვით არ ამირ­ჩე­ვი­ა, შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე მძლე­ოს­ნო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. ამ სპორ­ტსაც ად­ვი­ლად ავუ­ღე ალ­ღო, წე­სე­ბი შე­ვის­წავ­ლე და თა­მა­შიც გა­მო­მი­ვი­და, წე­სე­ბი თუ არ იცი, ალ­ღოს ვერ აუ­ღებ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ზუ­რა დუგ­ლა­ძის­გან მი­ვი­ღე, სწო­რედ მან ჩა­უ­ყა­რა ქალ­თა რაგ­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ფეხ­ბურ­თის ვარ­ჯიშ­ზე მნა­ხა და მთხო­ვა, რაგ­ბიზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე, მი­ვე­დი და მო­ვი­წამ­ლე, რომ იტყ­ვი­ან...

- ვი­ცი, რაგ­ბი­ში ხში­რია ტრავ­მე­ბი, წე­სე­ბი ქა­ლე­ბის­თვი­საც და კა­ცე­ბის­თვი­საც ერ­თი­ა?

- რა თქმა უნ­და, ხში­რი­ა. ტრა­ვმის­გან არც კა­ცია დაზღ­ვე­უ­ლი და არც ქა­ლი. ჩვენ 15-კა­ცას არ ვთა­მა­შობთ, "რაგ­ბი 7"-ს ვთა­მა­შობთ და 15-კა­ცას­გან გან­სხვა­ვ­ე­ბით უფ­რო დი­ნა­მი­კუ­რია, სის­წრა­ფე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა სა­ჭი­რო, რად­გან 100-მეტ­რი­ან მო­ე­დან­ზე 7-7-ზე ვთა­მა­შობთ და სივ­რცე დი­დია. სულ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჯა­ხი და ძა­ლის­მი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა, სა­ჭი­როა სივ­რცე­ე­ბის და­ნახ­ვა და ამით სა­ლე­ლო­ვე მო­მენ­ტე­ბის შექ­მნა.

- რამ­დე­ნი ლე­ლოა შენს ან­გა­რიშ­ზე?

- 2008 წელს ევ­რო­პის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში მოვ­ხვდი, ზუს­ტად იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ ბევ­რი ქუ­ლა მო­ვუ­ტა­ნე იმ ტურ­ნირ­ზე ჩემს გუნდს და სხვა წლებ­შიც შე­დე­გი­ა­ნად ვამ­თავ­რებ­დი ტურ­ნი­რებს.

- რა პი­რო­ბებ­ში გი­წევთ ქალ მო­რაგ­ბე­ებს ვარ­ჯი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში? ანა­ზღ­ა­უ­რე­ბა კარ­გი გაქვთ?

- სა­ვარ­ჯი­შოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნაკ­რე­ბო ბა­ზა­ზე ვვარ­ჯი­შობთ. ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბა­ა, ცხე­ლი წყა­ლი და უა­მინ­დო­ბის დროს პრობ­ლე­მა არ გვექ­მნე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი­ა, აუ­ზი, კარ­გი ანა­ზღ­ა­უ­რე­ბა. სრულ­წლო­ვან გო­გო­ნას შე­მო­სა­ვა­ლი თუ არ ექ­ნე­ბა, ვერ დარ­ჩე­ბა სპორ­ტში, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დში გუნ­დის გარ­კვე­ულ ნა­წილს ეხ­მა­რე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რად, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ რე­გი­ო­ნე­ბი­დან და თბი­ლის­ში იცხ­ოვ­რონ.

- სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სგან ყუ­რადღ­ე­ბას გრძნობთ?

- კი, მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე მთე­ლი დატ­ვირ­თვით გავ­დი­ვართ, შეკ­რე­ბე­ბი გვაქვს, სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რი - 2 ტურ­ნი­რი ევ­რო­პამ­დე და მე­რე ევ­რო­პა­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, შე­მოდ­გო­მა­ზეც თუ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე, თო­რემ ასე­თი შეს­ვე­ნე­ბა ზაფ­ხუ­ლი­დან გა­ზაფ­ხუ­ლამ­დე ძა­ლი­ან დი­დი პა­უ­ზაა და გა­მო­დის, რომ წყალ­ში იყ­რე­ბა ნაშ­რო­მი.

- რაგ­ბის გარ­და სხვა პრო­ფე­სია გაქვს?

- ამა­ვე სფე­რო­ში ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი, ვმსა­ჯობ ასე­ვე რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში, თა­ნა­შემ­წედ ვმუ­შა­ობ. პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი ვარ, ა ლი­გა­ში ვმსა­ჯობ, ბ ლი­გა­სა და პირ­ველ ლი­გა­ში ცენ­ტრის მსა­ჯი ვარ. ხო­ლო უმაღ­ლეს­ში მხო­ლოდ თა­ნამ­სა­ჯის ად­გილს ვი­თავ­სებ. სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯი ვარ, ჩე­მი სურ­ვი­ლი­ა, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ქა­ლე­ბი სპორ­ტში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი"

"რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი"

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა სამ­შობ­ლო არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაგ­ბის ქალ­თა ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჩვე­ნი რეს­პო­ნდენ­ტი მო­რაგ­ბე ანია პო­ღო­სი­ა­ნი­ა.

- ანი­ა, რამ­დე­ნი ხანია რაგბის თა­მა­შობ და რა­ტომ აირ­ჩიე ეს სპორ­ტი?

- რაგბის 2007 წლი­დან ვთა­მა­შობ. არ­ჩე­ვით არ ამირ­ჩე­ვი­ა, შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე მძლე­ოს­ნო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. ამ სპორ­ტსაც ად­ვი­ლად ავუ­ღე ალ­ღო, წე­სე­ბი შე­ვის­წავ­ლე და თა­მა­შიც გა­მო­მი­ვი­და, წე­სე­ბი თუ არ იცი, ალ­ღოს ვერ აუ­ღებ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ზუ­რა დუგ­ლა­ძის­გან მი­ვი­ღე, სწო­რედ მან ჩა­უ­ყა­რა ქალ­თა რაგ­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ფეხ­ბურ­თის ვარ­ჯიშ­ზე მნა­ხა და მთხო­ვა, რაგ­ბიზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე, მი­ვე­დი და მო­ვი­წამ­ლე, რომ იტყ­ვი­ან...

- ვი­ცი, რაგ­ბი­ში ხში­რია ტრავ­მე­ბი, წე­სე­ბი ქა­ლე­ბის­თვი­საც და კა­ცე­ბის­თვი­საც ერ­თი­ა?

- რა თქმა უნ­და, ხში­რი­ა. ტრა­ვმის­გან არც კა­ცია დაზღ­ვე­უ­ლი და არც ქა­ლი. ჩვენ 15-კა­ცას არ ვთა­მა­შობთ, "რაგ­ბი 7"-ს ვთა­მა­შობთ და 15-კა­ცას­გან გან­სხვა­ვ­ე­ბით უფ­რო დი­ნა­მი­კუ­რია, სის­წრა­ფე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა სა­ჭი­რო, რადგან 100-მეტ­რი­ან მო­ე­დან­ზე 7-7-ზე ვთა­მა­შობთ და სივ­რცე დიდია. სულ არ არის აუცილებელი ჯა­ხი და ძა­ლის­მი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა, სა­ჭი­როა სივ­რცე­ე­ბის და­ნახ­ვა და ამით სა­ლე­ლო­ვე მო­მენ­ტე­ბის შექ­მნა.

- რამ­დე­ნი ლე­ლოა შენს ან­გა­რიშ­ზე?

- 2008 წელს ევ­რო­პის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში მოვ­ხვდი, ზუს­ტად იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ ბევ­რი ქუ­ლა მო­ვუ­ტა­ნე იმ ტურ­ნირ­ზე ჩემს გუნდს და სხვა წლებ­შიც შე­დე­გი­ა­ნად ვამ­თავ­რებ­დი ტურ­ნი­რებს.

- რა პი­რო­ბებ­ში გი­წევთ ქალ მო­რაგ­ბე­ებს ვარ­ჯი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში? ანაზღ­ა­უ­რე­ბა კარ­გი გაქვთ?

- სა­ვარ­ჯი­შოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნაკ­რე­ბო ბა­ზა­ზე ვვარ­ჯი­შობთ. ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბა­ა, ცხე­ლი წყა­ლი და უა­მინ­დო­ბის დროს პრობ­ლე­მა არ გვექ­მნე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი­ა, აუ­ზი, კარ­გი ანაზღ­ა­უ­რე­ბა. სრულ­წლო­ვან გო­გო­ნას შე­მო­სა­ვა­ლი თუ არ ექ­ნე­ბა, ვერ დარ­ჩე­ბა სპორ­ტში, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დში გუნ­დის გარ­კვე­ულ ნა­წილს ეხ­მა­რე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რად, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ რე­გი­ო­ნე­ბი­დან და თბი­ლის­ში იცხ­ოვ­რონ.

- სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სგან ყუ­რადღ­ე­ბას გრძნობთ?

- კი, მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე მთე­ლი დატ­ვირ­თვით გავ­დი­ვართ, შეკ­რე­ბე­ბი გვაქვს, სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რი - 2 ტურ­ნი­რი ევ­რო­პამ­დე და მე­რე ევ­რო­პა­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, შე­მოდ­გო­მა­ზეც თუ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე, თო­რემ ასე­თი შეს­ვე­ნე­ბა ზაფ­ხუ­ლი­დან გა­ზაფ­ხუ­ლამ­დე ძა­ლი­ან დი­დი პა­უ­ზაა და გა­მო­დის, რომ წყალ­ში იყ­რე­ბა ნაშ­რო­მი.

- რაგ­ბის გარ­და სხვა პრო­ფე­სია გაქვს?

- ამა­ვე სფე­რო­ში ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი, ვმსა­ჯობ ასე­ვე რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში, თა­ნა­შემ­წედ ვმუ­შა­ობ. პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი ვარ, ა ლი­გა­ში ვმსა­ჯობ, ბ ლი­გა­სა და პირ­ველ ლი­გა­ში ცენ­ტრის მსა­ჯი ვარ. ხო­ლო უმაღ­ლეს­ში მხო­ლოდ თა­ნამ­სა­ჯის ად­გილს ვი­თავ­სებ. სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯი ვარ, ჩე­მი სურ­ვი­ლი­ა, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ქა­ლე­ბი სპორ­ტში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია