"17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მთხოვ­დნენ - ქუ­ჩა­ში არ გახ­ვი­დე­ო"

"17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მთხოვ­დნენ - ქუ­ჩა­ში არ გახ­ვი­დე­ო"

მსა­ხი­ო­ბი ბა­სა ხა­რა­ზი მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო. ბა­სა სე­რი­ალ­ში არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე თორ­ნი­კე იო­სე­ლი­ა­ნის როლს ას­რუ­ლებს. ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ბა­სას წლე­ბი­ა იც­ნო­ბენ, მას არა­ერ­თი კლი­პი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ბა­სა კლუ­ბებ­ში მიქ­სავ­და კი­დეც.

- კი­ნო­სა და დრა­მის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მე­ო­რა­დი პრო­ფე­სიაა მა­სობ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის რე­ჟი­სო­რი. გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს არა­ერ­თი კლი­პი, მაგ­რამ ახ­ლა ამ კუთხ­ით აღარ ვმუ­შა­ობ. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ჯერ მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, მე­რე ვილ­ნი­უს­ში, იქ და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა და ლიტ­ვის რუ­სულ თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს ისევ გა­და­ვი­ღო კლი­პე­ბი, მაგ­რამ დღეს ეს არა­ვის სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ან პა­ტა­რა ქვეყ­ნის სინ­დრო­მი მუ­შა­ობს, სა­დაც კლი­პი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად კეთ­დე­ბა, ან უბ­რა­ლოდ ამის ბა­ზა­რი არ არ­სე­ბობს. ბევ­რჯერ ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სო სიმ­ღე­რა­ზე უთხ­ო­ვი­ათ კლი­პის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ უა­რი მით­ქვამს. რო­ცა მუ­სი­კა არ მომ­წონს, ფან­ტა­ზი­ას უნ­და "ვე­ჯაჯ­გუ­რო". ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა სა­ჩუქ­რად გა­და­მი­ღია კლი­პი.

- ვი­ცით, რომ კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ...

- ად­რე დი­ჯე­ინ­გით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლა აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. ლეპ­ტო­პის ქო­ნა არ ნიშ­ნავს, რომ დი­ჯე­ი ხარ. დი­ჯე­ინ­გი მარ­ტო მუ­სი­კის გაშ­ვე­ბა არ არის. მე უფ­რო ძვე­ლი სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­ცა მუ­სი­კა ფა­სობ­და.

- სე­რი­ალ­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- ბევ­რმა ადა­მი­ან­მა თქვა, რომ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" არ ჰგავს საპ­ნის ოპე­რას და ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, თუ სე­რი­ალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. არც ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც კას­ტინ­გე­ბით ცხოვ­რობს. ახ­ლო­ბელ­მა მითხ­რა, გე­ის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძე­ბენ, მი­დი და აგიხ­სნი­ან რა სჭირ­დე­ბა­თო. ა­რა­და, ბევ­რმა სწო­რედ იმის გა­მო თქვა უა­რი ამ როლ­ზე, რომ გეი უნ­და გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. მე მსა­ხი­ო­ბი ვარ და ნე­ბის­მი­ე­რი რო­ლით ვინ­ტერე­სდე­ბი.

- ალ­ბათ ანაზღ­ა­უ­რე­ბა­მაც მოგ­ხიბ­ლათ?..

- მე ჯგუფ­მა მომ­ხიბ­ლა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. იქ ყო­ველ­დღე რა­ღაც სი­ახ­ლეს ეძე­ბენ. გმი­რიც სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თუნ­დაც იმი­ტომ, რო­გორ მი­ი­ღებ­და მას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟის ორი­ენ­ტა­ცია შუ­ა­ლე­დურ ფილ­მში გა­ირ­კვა, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" პრე­მი­ე­რა­ზე დარ­ბაზ­ში სი­ცი­ლი რომ გა­ის­მა, მივ­ხვდი - ხალ­ხმა კარ­გად აღიქ­ვა ეს პერ­სო­ნა­ჟი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მე არ ვარ ამაზ­რზე­ნი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი გმი­რი.

- 17 მა­ი­სის აქ­ცი­ის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა არა­ერ­თხელ და­გა­და­ნა­შა­უ­ლათ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორიენ­ტა­ცი­ის პრო­პა­გან­და­ში...

- ყვე­ლამ იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს მსგავ­სი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებს მა­თი პირადი ცხოვ­რება, რო­ცა შინ შე­დი­ან. თუ ვინ­მეს რა­მე რჩე­ვა დას­ჭირ­დე­ბა ჩემ­გან - კი ბა­ტო­ნო, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი. სა­ნამ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დე­ბო­და, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი და შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტონ­მა ლამის მიწაში ჩამდო, ისე­თი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მო­მა­ყე­ნა. 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა მი­რე­კავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და: გთხოვ, ქუ­ჩა­ში არ გა­მოხ­ვი­დე­ო. საწყ­ე­ნი­ა, რო­ცა მსა­ხი­ობს პერ­სო­ნაჟ­თან აი­გი­ვე­ბენ. ფილ­მის გა­რეთ ყვე­ლას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. რო­გორც მე არ ვე­რე­ვი სხვის ცხოვ­რე­ბა­ში, ისე არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს სხვა. ვის რა ფე­რის საც­ვა­ლი აც­ვი­ა, ეს მხო­ლოდ მი­სი პი­რა­დი საქ­მე­ა.

- რამ­დე­ნ ხა­ნს არ გა­მო­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში?

- იმ დღეს­ვე გა­მო­ვე­დი გა­რეთ. ვხე­დავ­დი, ხალ­ხი აგ­რე­სი­უ­ლად მი­ყუ­რებ­და. პა­ტა­რა ბი­ჭებ­მა მო­მა­ძა­ხეს რა­ღა­ცე­ბი - "ლგტბ" გი­ნე­ბა­სა­ვით აღიქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დღეს გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 90% ბიბ­ლი­ას მხო­ლოდ მტვრის გა­დაწ­მენ­დი­სას თუ შე­ხე­ბია და არც წა­უ­კითხ­ავს...

- ცხოვ­რე­ბა­შიც ირო­ნი­უ­ლი ხართ ისე­თი გო­გო­ნე­ბის მი­მართ, რო­გო­რე­ბიც შენს ოფის­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან?

- ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­ხე­დავს ასე. იქ აქ­ცენ­ტია რე­ლი­გი­ა­ზე, რომ ამ­ბო­ბენ, ზღვა­ზე მო­ნათ­ლუ­ლი ბავ­შვი მიგ­ვყავ­სო, ვი­თომ მო­უ­ნათ­ლა­ვი ეგ­რე­ვე და­იწ­ვე­ბა მზე­ზე? დღეს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, ბა­თუ­მის ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში სამ­მა გო­გო­ნამ იკითხ­ა, ქლაბ­-სენ­დვი­ჩი ან რა­მე სხვა სა­მარ­ხვო გაქ­ვთო? ამა­ზე ბევ­რი ვი­ცი­ნე...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება