სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება
რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება

რო­მან კრი­ხე­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­საძ­ლოა 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­დოს. მისი შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა შო­რის კი სა­ხელ­დე­ბი­ან: "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, Youtube-ს თა­ნა­და­მა­არ­სე­ბე­ლი ჩად ჰარ­ლი და სა­ქარ­თვე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მან კრი­ხე­ლი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტანს თა­ვის მო­რიგ ნა­მუ­შე­ვარს - "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქალი", რომ­ლის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ცაა. ამის შე­სა­ხებ New York Post-ი იუ­წყე­ბა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ამ დრომ­დე არ ამ­ხელს ტი­ლო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ვი­ნა­ო­ბას. რო­გორც New York Post -ს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მალ­კოლმ ჰა­რის­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მან კრი­ხე­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­საძ­ლოა 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­დოს. მისი შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა შო­რის კი სა­ხელ­დე­ბი­ან: "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, Youtube-ს თა­ნა­და­მა­არ­სე­ბე­ლი ჩად ჰარ­ლი და სა­ქარ­თვე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი არ­ტკო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლია.

რო­მან კრი­ხე­ლი: - ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ასე­თი ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ნა­ხა­ტი ჯერ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ არის... მალე გა­მო­ფე­ნა გვექ­ნე­ბა და იქ გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი... ნა­ხა­ტის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა ვი­ნა­ო­ბა ძა­ლი­ან მა­ხა­რებს... მილ­ლი­ონ დო­ლა­რად ჯერ არც ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი არ გა­მი­ყი­დია... დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვი­საც უც­ნო­ბია, რად­გან ისე­თი ხალ­ხია პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი, თა­ვად აგ­ვა­რე­ბენ ყვე­ლა­ფერს და მათ მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ... მარ­თა­ლი გი­თხრათ, არ მე­გო­ნა, ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი თუ ატყდე­ბო­და პრე­სა­ში...

- "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის" ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერა... პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მო­ფე­ნის გახ­სნამ­დე "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის" ვი­ნა­ო­ბა არ უნდა გა­ცხად­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება

რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება

რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომან კრიხელი უახლოეს ხანებში გასაყიდად გამოიტანს თავის მორიგ ნამუშევარს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედების თაყვანისმცემელი უამრავი ადამიანია, ამ დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოსახული ქალბატონის ვინაობას. როგორც New York Post -ს ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისმა განუცხადა, რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია.

რომან კრიხელი: - ჩემი შემოქმედების მიმართ ასეთი ინტერესი ძალიან მახარებს. ნახატი ჯერ დამთავრებული არ არის... მალე გამოფენა გვექნება და იქ გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები... ნახატის შეძენის მსურველთა ვინაობა ძალიან მახარებს... მილლიონ დოლარად ჯერ არც ერთი ნამუშევარი არ გამიყიდია... დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ისეთი ხალხია პროექტში ჩართული, თავად აგვარებენ ყველაფერს და მათ მეტი ინფორმაცია აქვთ... მართალი გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აჟიოტაჟი თუ ატყდებოდა პრესაში...

- "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობას არ ამხელთ?

- სამწუხაროდ, ვერა... პროექტის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გამოფენის გახსნამდე "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა არ უნდა გაცხადდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია