სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?
რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?

"მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი მკი­თხვე­ლი ვარ. სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბი გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა", - ამ­ბობს "კა­ცე­ბის შოუს" თა­ნა­წამ­ყვა­ნი, ირაკ­ლი ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბა. შე­მეც­ნე­ბი­თი ჟან­რიც იზი­დავს. ერთი კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კი­თხვას შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც აპი­რებს, მაგ­რამ წიგ­ნი ჯერ არ შე­ურ­ჩე­ვია.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ირაკ­ლი, ცოტა ხნის წინ "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ა­ში კას­ტინ­გი გქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ხომ?

- მარ­თა­ლია, გვქონ­და.

- ახა­ლი გა­და­ცე­მის­თვის ან ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ხომ არ ემ­ზა­დე­ბით?

- ჩვენ ყო­ვე­ლი სე­ზო­ნის ბო­ლოს კას­ტინგს ვა­ცხა­დებთ, - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის გა­და­ხა­ლი­სე­ბა სა­ჭი­როა. პე­რი­ო­დუ­ლად ახა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­მოგ­ვყავს. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ახლა შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი გვაქვს და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან გა­და­ცე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბას ახა­ლი ენერ­გი­ით შე­ვუდ­გე­ბით.

- მა­ყუ­რე­ბელს რა სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობთ?

- ამ სი­ახ­ლე­ებ­ზე ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ლა­პა­რა­კოთ. იდე­ე­ბი არის, მაგ­რამ ჯერ გა­მოკ­ვე­თი­ლი არა­ფე­რია.

- დას­ვე­ნე­ბას სად აპი­რებ?

- ჯერ ეგეც კი არ მო­მი­ფიქ­რე­ბია.

- ხომ არ შე­გირ­ჩე­ვია წიგ­ნი, რო­მელ­საც დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში წა­ი­კი­თხავ?

- ჯერ ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ერთ კარგ ნა­წარ­მო­ებს მა­ინც წა­ვი­კი­თხავ.

- პრო­ზა უფრო გიყ­ვარს თუ პო­ე­ზია?

- პრო­ზა. პო­ე­ზია არ მიყ­ვარს.

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი გიყ­ვარს?

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და, ათო­სი გა­მეც­ნო, მერე შერ­ლოკ ჰოლმსმა და­მა­ინ­ტე­რე­სა.

- ახლა?

- ახლა ვიცი, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბო­ბენ.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- რა თქმა უნდა, მომ­წონს. ასე­თი თა­მა­შე­ბი­დან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს. სა­შუ­ა­ლო შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას ერთ-ერთი სას­ტუმ­რო­დან წა­მო­ვი­ღე. უფრო სწო­რად - გავცვა­ლე. ჩემი წიგ­ნი იქ დავ­ტო­ვე და სას­ტუმ­როს წიგ­ნი წა­მო­ვი­ღე. ამ საქ­მე­ში ჩემი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე იყო. ერ­თად ვი­ქურ­დეთ.

- შენ რომ ვინ­მემ წიგ­ნი მოგ­პა­როს, არ გაბ­რაზ­დე­ბი?

- გავ­ბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ხში­რად, გა­ნა­თხოვ­რე­ბულ­მა წიგნ­მა და­ვი­წყე­ბა იცის. თა­ვად თუ არ მო­ი­ტა­ნა, შე­იძ­ლე­ბა, ვერც გა­ვიხ­სე­ნო, ვინ წა­ი­ღო.

- ერ­თმა ბრძენ­მა თქვა: თუ ბევ­რი ფული და­კარ­გე, არა­ფე­რი და­გი­კარ­გავს. თუ მე­გო­ბა­რი და­კარ­გე, ბევ­რი რამე და­გი­კარ­გავს, ხოლო თუ "ის" და­კარ­გე, ყვე­ლა­ფე­რი და­გი­კარ­გავს. რა არის "ის"?

- სინ­დი­სი არ უნდა და­კარ­გო.

- ვერ შე­გე­და­ვე­ბი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძე­ნი რწმე­ნას გუ­ლის­ხმობ­და.

- სინ­დი­სი, რწმე­ნა და იმე­დი არ უნდა და­კარ­გო.

- რო­მელ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ნიკო ფი­როს­მა­ნი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მირ­ზა­ან­ში.

- ე! ეგ ხომ ვი­ცო­დი, ავჩ­ქარ­დი.

- ახლა ერთ გა­მო­ცა­ნას გე­ტყვი: ქალი და კაცი გზა­ზე მი­დი­ან. მათ ვი­ღაც და­ემ­გზავ­რე­ბა და ჰკი­თხავს, - ერ­თმა­ნე­თის რა ხარ­თო? ქალი უპა­სუ­ხებს, - ამ კა­ცის დედა ჩემი დე­დის დე­დამ­თი­ლი­აო. გა­მო­ი­ცა­ნი, ვინ არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის ქალი და კაცი?

- მამა-შვი­ლი.

- სად არის კუნ­ძუ­ლი რო­დო­სი, სა­დაც ცნო­ბი­ლი სა­ოც­რე­ბა მდე­ბა­რე­ობ­და?

- ეგე­ო­სის ზღვა­ში.

- ჟი­რაფს მეტი კის­რის მალა აქვს თუ ბე­ღუ­რას?

- რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ბე­ღუ­რას მეტი კის­რის მალა აქვს.

- რა ჰქვია ვაშ­ლის არაყს?

- არ ვიცი.

- კალ­ვა­დო­სი.

- ვიცი, რომ ვაშ­ლის ღვი­ნოს სიდ­რი ჰქვია.

- "ქა­ლის არ მეს­მის,/ (ვბორ­გავ და ვხვნე­ში)... რამ­დე­ნი გეს­ლი მქო­ნია ნეკნ­ში". ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ხომ გი­თხა­რი, პო­ე­ზია არ მიყ­ვარს-მეთ­ქი.

- ნიკო გო­მე­ლა­ურს ეკუთ­ვნის. სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას კარ­გად სწავ­ლობ­დი?

- პო­ე­ზი­ა­ზე კარ­გად ვიცი.

- გაქვს 7 ქვა, რო­მელ­თა წო­ნაა: 1 კგ; 2 კგ; 3 კგ და ა.შ - 7 კგ. ეს ქვე­ბი 4 ყუთ­ში ისე გა­და­ა­ნა­წი­ლე, რომ თი­თო­ე­ულ­ში ერ­თნა­ი­რი წონა იყოს.

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) ერთ ყუთ­ში მო­ვა­თავ­სებთ 1 და 6 კი­ლოგ­რა­მი­ან ქვებს, მე­ო­რე­ში? - 2 და 5-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნებს, მე­სა­მე­ში - 3 და 4, ხოლო მე­ო­თხე­ში - 7-ს.

- რას აკე­თებ­და ბალ­ზა­კი, როცა სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კობ­და?

- არ ვიცი.

- გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ქუდს იხ­დი­და. ვინ შე­არ­ქვა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ეს ფსევ­დო­ნი­მი?

- იმ პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­სა და გვარს ვერ გე­ტყვი. ვიცი, რომ ვა­ჟას­თან მე­გობ­რობ­და და პე­ტერ­ბურ­გში მას­თან ერ­თად სწავ­ლობ­და.

- დიახ, ეს ადა­მი­ა­ნი დი­მიტ­რი ცის­კა­რიშ­ვი­ლი იყო. რო­მე­ლია ხმელ­თა­შუა ზღვი­სა და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სრუ­ტე?

- გიბ­რალ­ტა­რი.

- 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბერს სომ­ხე­თის ეკ­ლე­სი­ამ კა­თო­ლი­კოს იო­სებ არ­ღუ­თინ­სკის მე­თა­უ­რო­ბით, თბი­ლის­ში პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და. რა­ტომ?

- არ ვიცი, რა­მეს ზე­ი­მობ­დნენ?

- დიახ, ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბას ზე­ი­მობ­დნენ. რა ერ­ქვა გუ­ლი­ვერს?

- ვა­ი­მე! (იცი­ნის) გა­ვიხ­სე­ნებ, ლე­მუ­ე­ლი, არა?

- დიახ. ამ­ბო­ბენ, როცა ეს მწე­რა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, პა­რი­ზის ყვე­ლა სა­როს­კი­პომ გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­დაო.

- ასე­თი ვინ იყო?

- ვერ მი­პა­სუ­ხებ?

- (ფიქ­რობს) გი დე მო­პა­სა­ნი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რა არ და­ი­მა­ლე­ბა თი­ვა­ში?

- ასე­თი ან­და­ზა არ­სე­ბობს, თი­ვა­ში არ და­ი­მა­ლე­ბაო (ფიქ­რობს)? ცე­ცხლი. სწო­რად ვამ­ბობ?

- რა თქმა უნდა. რო­მე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რია ალონ­სო კე­ხა­და: დონ-კი­ხო­ტი, გუ­ლი­ვე­რი, რო­ბინ­ზონ კრუ­ზო თუ გრა­ფი მონ­ტე-კრის­ტო?

- დონ-კი­ხო­ტი.

- რა ერ­ქვა ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში მო­ნას, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პრო­ფე­სი­ის აღმნიშ­ვნე­ლი სი­ტყვაა. ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს კი ბავ­შვებ­თან აქვთ კავ­ში­რი.

- პე­დი­ატ­რი.

- ცდე­ბი.

- აბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მო­ი­ცა­ნი, პე­და­გო­გი ერ­ქვა. ჰო­ლან­დი­ის რო­მელ ქა­ლაქ­შია რემ­ბრან­დტის სახლ-მუ­ზე­უ­მი?

- ამ­სტერ­დამ­ში.

- რო­მე­ლი ფრინ­ვე­ლი დებს კვერ­ცხს სხვის ბუ­დე­ში?

- გუ­გუ­ლი.

- სპარ­ტა­ში მოქ­მე­დი ლი­კურ­გეს კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ხებ ალ­ბათ გსმე­ნია...

- რა უნდა მკი­თხო?

- ლი­კურ­გეს კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, მა­მა­კა­ცის რო­მე­ლი ქმე­დე­ბა ით­ვლე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლად?

- იქ­ნებ მი­ნიშ­ნე­ბა მი­თხრა.

- სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს გე­ტყვი: წვე­რის ტა­რე­ბა, უცო­ლო­ბა თუ დიდ­ხანს ძილი?

- წვე­რის ტა­რე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. ძილი? განა რამ­დენ ხანს უნდა ეძი­ნათ? ალ­ბათ და­ნა­შა­უ­ლად უცო­ლო­ბა ით­ვლე­ბო­და. ინ­ტუ­ი­ცი­აც ამას მე­უბ­ნე­ბა.

- კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია გქო­ნია. სტა­ტის­ტი­კამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ისი­ნი დღე­ში 920 შე­კი­თხვას სვა­მენ. ვინ არი­ან ისი­ნი? მი­გა­ნიშ­ნებ, რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე არ არის ლა­პა­რა­კი.

- რა ვიცი, ჩემი შვი­ლი დღე­ში 1000 შე­კი­თხვას სვამს. ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- შენი შვი­ლი მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ყო­ფი­ლა. სწო­რი პა­სუ­ხია - ბავ­შვე­ბი.

- (იცი­ნის) თურ­მე გი­პა­სუ­ხე და ვერ მივ­ხვდი.

- უნ­გრე­თის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში 200 წლის წი­ნან­დე­ლი დო­კუ­მენ­ტი იპო­ვეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ მცხოვ­რებს უნდა გა­და­ე­ხა­და ე.წ. კვამ­ლის გა­და­სა­ხა­დი. ეს თან­ხა სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ვის ახ­დე­ვი­ნებ­დნენ ამ გა­და­სა­ხადს?

- ყვე­ლა ზრდას­რულ ადა­მი­ანს.

- ცდე­ბი. გა­და­სა­ხადს მათ ახ­დე­ვი­ნებ­დნენ, ვი­საც ეს მავ­ნე ჩვე­ვა ჰქონ­და.

- მივ­ხვდი, მწე­ვე­ლებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ.

- კლა­სი­კუ­რი ნიუ-იორ­კუ­ლი სა­უზ­მე გუ­ლის­ხმობს სამ ელე­მენტს. ერთი არის ცხე­ლი, მე­ო­რე - თბი­ლი და მე­სა­მე - ახა­ლი. ცხე­ლი არის ყავა, თბი­ლი - ფუნ­თუ­შა, რა არის ახა­ლი?

- რძე.

- გა­ზე­თი "ნიუ-იორკ თა­იმ­სი". იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბო­ჰე­მა­ში" წერს: "ძვე­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ მხო­ლოდ ორი დრო­ის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ად­გი­ლი არ­სე­ბობ­და. მდა­ბიო ხალ­ხის­თვის - ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღე­ბი და ევ­რო­პუ­ლად გაზ­რდილ­თათ­ვის..."

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მე­ო­რე ად­გი­ლი მუშ­ტა­ი­დის ბაღი იყო. რო­მელ­მა მე­ფემ მო­ა­ხერ­ხა მონ­ღოლ­თა თით­ქმის 100-წლი­ა­ნი ბა­ტო­ნო­ბის შემ­დეგ მათი სა­ქარ­თვე­ლო­დან გან­დევ­ნა?

- გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლემ.

- რო­მელ სის­ხლძარ­ღვებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა სის­ხლი ყვე­ლა­ზე ნელა?

- კა­პი­ლა­რებ­ში, არა?

- დიახ. რა ჰქვია ლო­მის შვილს?

- ბოკ­ვე­რი.

- ამ ძაღ­ლის ჯიში სა­ი­დან გაჩ­ნდა, უც­ნო­ბია. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მისი სამ­შობ­ლო იყო ინ­დო­ე­თი, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ მოხ­ვდა სა­ბერ­ძნეთ­ში, იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის სა­ნა­პი­რო­ზე. დიდი ხნის მან­ძილ­ზე ეს ჯიში ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ინ­ტე­რე­სი 1960 წლი­დან, დის­ნე­ის მულ­ტფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ გაჩ­ნდა. და­ა­სა­ხე­ლე ამ ძაღ­ლის ჯიში.

- დალ­მა­ტი­ნე­ლი.

- რა გვა­რია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი - მარ­გო?

- არ მახ­სოვს.

- ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მაქს პლან­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არას­დროს იმარ­ჯვებს. უბ­რა­ლოდ, მისი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი იხო­ცე­ბი­ან".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?

რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?

"მიმაჩნია, რომ კარგი მკითხველი ვარ. საინტერესო ნაწარმოები განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა", - ამბობს "კაცების შოუს" თანაწამყვანი, ირაკლი ვახტანგიშვილი. ყველაზე დიდი ინტერესით მხატვრულ ლიტერატურას ეცნობა. შემეცნებითი ჟანრიც იზიდავს. ერთი კარგი ნაწარმოების წაკითხვას შვებულების პერიოდშიც აპირებს, მაგრამ წიგნი ჯერ არ შეურჩევია.

პრეამბულის მაგიერ

- ირაკლი, ცოტა ხნის წინ "ღამის შოუს" სტუდიაში კასტინგი გქონდათ გამოცხადებული, ხომ?

- მართალია, გვქონდა.

- ახალი გადაცემისთვის ან ფილმის გადასაღებად ხომ არ ემზადებით?

- ჩვენ ყოველი სეზონის ბოლოს კასტინგს ვაცხადებთ, - შემოქმედებითი ჯგუფის გადახალისება საჭიროა. პერიოდულად ახალი მსახიობები შემოგვყავს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ახლა შესვენების პერიოდი გვაქვს და მომავალი სეზონიდან გადაცემებზე მუშაობას ახალი ენერგიით შევუდგებით.

- მაყურებელს რა სიახლეს სთავაზობთ?

- ამ სიახლეებზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკოთ. იდეები არის, მაგრამ ჯერ გამოკვეთილი არაფერია.

- დასვენებას სად აპირებ?

- ჯერ ეგეც კი არ მომიფიქრებია.

- ხომ არ შეგირჩევია წიგნი, რომელსაც დასვენების დღეებში წაიკითხავ?

- ჯერ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ აუცილებლად ერთ კარგ ნაწარმოებს მაინც წავიკითხავ.

- პროზა უფრო გიყვარს თუ პოეზია?

- პროზა. პოეზია არ მიყვარს.

- ლიტერატურული პერსონაჟებიდან გამორჩეულად რომელი გიყვარს?

- ბავშვობაში მინდოდა, ათოსი გამეცნო, მერე შერლოკ ჰოლმსმა დამაინტერესა.

- ახლა?

- ახლა ვიცი, რომ პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- რა თქმა უნდა, მომწონს. ასეთი თამაშებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. საშუალო შეიძლება ეწოდოს.

- წიგნი მოგიპარავს?

- თურქეთში ყოფნისას ერთ-ერთი სასტუმროდან წამოვიღე. უფრო სწორად - გავცვალე. ჩემი წიგნი იქ დავტოვე და სასტუმროს წიგნი წამოვიღე. ამ საქმეში ჩემი თანამონაწილე გიორგი ჯანელიძე იყო. ერთად ვიქურდეთ.

- შენ რომ ვინმემ წიგნი მოგპაროს, არ გაბრაზდები?

- გავბრაზდები, მაგრამ ხშირად, განათხოვრებულმა წიგნმა დავიწყება იცის. თავად თუ არ მოიტანა, შეიძლება, ვერც გავიხსენო, ვინ წაიღო.

- ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, ბევრი რამე დაგიკარგავს, ხოლო თუ "ის" დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- სინდისი არ უნდა დაკარგო.

- ვერ შეგედავები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძენი რწმენას გულისხმობდა.

- სინდისი, რწმენა და იმედი არ უნდა დაკარგო.

- რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- ვერ ვიხსენებ.

- მირზაანში.

- ე! ეგ ხომ ვიცოდი, ავჩქარდი.

- ახლა ერთ გამოცანას გეტყვი: ქალი და კაცი გზაზე მიდიან. მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, - ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- მამა-შვილი.

- სად არის კუნძული როდოსი, სადაც ცნობილი საოცრება მდებარეობდა?

- ეგეოსის ზღვაში.

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბეღურას მეტი კისრის მალა აქვს.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- არ ვიცი.

- კალვადოსი.

- ვიცი, რომ ვაშლის ღვინოს სიდრი ჰქვია.

- "ქალის არ მესმის,/ (ვბორგავ და ვხვნეში)... რამდენი გესლი მქონია ნეკნში". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ხომ გითხარი, პოეზია არ მიყვარს-მეთქი.

- ნიკო გომელაურს ეკუთვნის. სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი?

- პოეზიაზე კარგად ვიცი.

- გაქვს 7 ქვა, რომელთა წონაა: 1 კგ; 2 კგ; 3 კგ და ა.შ - 7 კგ. ეს ქვები 4 ყუთში ისე გადაანაწილე, რომ თითოეულში ერთნაირი წონა იყოს.

- (პაუზის შემდეგ) ერთ ყუთში მოვათავსებთ 1 და 6 კილოგრამიან ქვებს, მეორეში? - 2 და 5-კილოგრამიანებს, მესამეში - 3 და 4, ხოლო მეოთხეში - 7-ს.

- რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა?

- არ ვიცი.

- გენიალური ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხდიდა. ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვი. ვიცი, რომ ვაჟასთან მეგობრობდა და პეტერბურგში მასთან ერთად სწავლობდა.

- დიახ, ეს ადამიანი დიმიტრი ცისკარიშვილი იყო. რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- 1801 წლის 12 სექტემბერს სომხეთის ეკლესიამ კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის მეთაურობით, თბილისში პარაკლისი გადაიხადა. რატომ?

- არ ვიცი, რამეს ზეიმობდნენ?

- დიახ, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ზეიმობდნენ. რა ერქვა გულივერს?

- ვაიმე! (იცინის) გავიხსენებ, ლემუელი, არა?

- დიახ. ამბობენ, როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

- ასეთი ვინ იყო?

- ვერ მიპასუხებ?

- (ფიქრობს) გი დე მოპასანი ხომ არა?

- გამოიცანი. ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?

- ასეთი ანდაზა არსებობს, თივაში არ დაიმალებაო (ფიქრობს)? ცეცხლი. სწორად ვამბობ?

- რა თქმა უნდა. რომელი ლიტერატურული გმირია ალონსო კეხადა: დონ-კიხოტი, გულივერი, რობინზონ კრუზო თუ გრაფი მონტე-კრისტო?

- დონ-კიხოტი.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- პედიატრი.

- ცდები.

- აბა, მასწავლებელი?

- შეიძლება ითქვას, რომ გამოიცანი, პედაგოგი ერქვა. ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?

- ამსტერდამში.

- რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- სპარტაში მოქმედი ლიკურგეს კანონების შესახებ ალბათ გსმენია...

- რა უნდა მკითხო?

- ლიკურგეს კანონების თანახმად, მამაკაცის რომელი ქმედება ითვლებოდა დანაშაულად?

- იქნებ მინიშნება მითხრა.

- სავარაუდო პასუხებს გეტყვი: წვერის ტარება, უცოლობა თუ დიდხანს ძილი?

- წვერის ტარებას გამოვრიცხავ. ძილი? განა რამდენ ხანს უნდა ეძინათ? ალბათ დანაშაულად უცოლობა ითვლებოდა. ინტუიციაც ამას მეუბნება.

- კარგი ინტუიცია გქონია. სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ისინი დღეში 920 შეკითხვას სვამენ. ვინ არიან ისინი? მიგანიშნებ, რომელიმე პროფესიის წარმომადგენლებზე არ არის ლაპარაკი.

- რა ვიცი, ჩემი შვილი დღეში 1000 შეკითხვას სვამს. ვერ გიპასუხებ.

- შენი შვილი მეტად ცნობისმოყვარე ყოფილა. სწორი პასუხია - ბავშვები.

- (იცინის) თურმე გიპასუხე და ვერ მივხვდი.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. კვამლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- ყველა ზრდასრულ ადამიანს.

- ცდები. გადასახადს მათ ახდევინებდნენ, ვისაც ეს მავნე ჩვევა ჰქონდა.

- მივხვდი, მწეველებს ახდევინებდნენ.

- კლასიკური ნიუ-იორკული საუზმე გულისხმობს სამ ელემენტს. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი და მესამე - ახალი. ცხელი არის ყავა, თბილი - ფუნთუშა, რა არის ახალი?

- რძე.

- გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი". იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა. მდაბიო ხალხისთვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის..."

- ვერ გიპასუხებ.

- მეორე ადგილი მუშტაიდის ბაღი იყო. რომელმა მეფემ მოახერხა მონღოლთა თითქმის 100-წლიანი ბატონობის შემდეგ მათი საქართველოდან განდევნა?

- გიორგი ბრწყინვალემ.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში, არა?

- დიახ. რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- ამ ძაღლის ჯიში საიდან გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც შემდეგ მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის სანაპიროზე. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე ამ ძაღლის ჯიში.

- დალმატინელი.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი - მარგო?

- არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. დაბოლოს, დაასრულე მაქს პლანკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს. უბრალოდ, მისი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები