კვა­ლის ამ­რე­ვი ფეხ­საც­მე­ლი - ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ახა­ლი ია­რა­ღი?!

კვა­ლის ამ­რე­ვი ფეხ­საც­მე­ლი - ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ახა­ლი ია­რა­ღი?!

სამ­ხედ­რო საქ­მე­სა თუ კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის, დამ­ნა­შა­ვის მარ­შრუ­ტის დად­გე­ნას, ანუ პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე, კვა­ლის მიგ­ნე­ბას, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი­სა არ იყოს, აქ­ტუ­ა­ლუ­რია კითხ­ვა: "ა­ქეთ ჯარს ხომ არ ჩა­მო­უვ­ლი­ა?!" იუ­რისტ კა­ხა კო­ბე­რი­ძის და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი გა­მო­გო­ნე­ბა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო­ა.

- ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ლან­ჩა­შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლის, უფ­რო სწო­რად, ყე­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის შექ­მნის იდეა და­მე­ბა­და... ჯერ პლას­ტი­ლი­ნი ავი­ღე და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მოვ­ძერ­წე ფეხ­საც­მლის შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ძი­რი, რო­მელ­საც ქუს­ლი წვე­რის ად­გილ­ზე ჰქონ­და და პი­რი­ქით... ერ­თ-ერთ სამ­კერ­ვა­ლო ფირ­მას წარ­ვუდ­გი­ნე, რის შემ­დე­გაც მათ ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი შე­კე­რეს, და­ვამ­ზა­დეთ მი­სი ცა­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძი­რით. რო­ცა ადა­მი­ანს ცალ ფეხ­ზე შებ­რუ­ნე­ბულ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვი­ა, ხო­ლო მე­ო­რე­ზე - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მი­სი კვა­ლის მი­გნე­ბას, ამოც­ნო­ბას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა, დრო კი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი­ა. ფეხ­საც­მე­ლი მზვე­რა­ვებ­საც ძალ­ზე და­ეხ­მა­რე­ბათ. რო­ცა ამ­გვა­რი ფეხ­საც­მ­ლით რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბა, კვა­ლი კი­დევ უფ­რო ირე­ვა. ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­ცა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი - შებ­რუ­ნე­ბულ­ლან­ჩი­ა­ნიც და ჩვე­უ­ლებ­რი­ვიც - აც­ვი­ა, ქვი­შა­ში რვა კვა­ლი­ა: ოთხი ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, 4 - სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმის დად­გე­ნა, კვა­ლი რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, ძალ­ზე ძნე­ლი­ა. ასე­თი ხერ­ხი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა: ტყე­ში ბრძო­ლის ტაქ­ტი­კა 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც არ შეც­ვლი­ლა, ქვე­ი­თე­ბი კვლავ ჩექ­მებით დადიან.

ვმუ­შა­ობ ახალ გა­მო­გო­ნე­ბა­ზეც, რო­მე­ლიც და­ნაღ­მულ ველ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­ა­ად­ვი­ლებს და სა­შიშ­რო­ე­ბას თით­ქმის 90%-ით შე­ამ­ცი­რებს, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ჯა­რის­კა­ცი ფე­ხის მოგ­ლე­ჯას გა­დარ­ჩე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამ­ჟა­მად ჩვე­ნი სამხედროები იბ­რძვი­ან ავ­ღა­ნეთ­ში, ერაყ­ში, სა­დაც დი­დი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია ქვე­ით­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მე­ბით და­ნაღ­მუ­ლი.

- სა­მეგ­რე­ლო­ში, კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, მო­პა­რულ ცხე­ნებს ნალს უკუღ­მა აჭე­დებ­დნენ...

- ნა­ლის შებ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ჭედება ძვე­ლი ინ­დო­ე­ლე­ბის­გან მო­დის; სა­მეგ­რე­ლოს გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში - ­ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­შიც ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ. რო­ცა ხერ­ხი ერთ სფე­რო­ში ამარ­თლებს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე­ში გა­მო­ი­ყე­ნო?

ჩე­მი გა­მო­გო­ნე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრ "საქ­პა­ტენ­ტში" და­ვა­პა­ტენ­ტე, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც იცი­ან, ახ­ლა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტონ, ჩა­ეშ­ვე­ბა თუ არა წარ­მო­ე­ბა­ში, პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მივ­მარ­თე პენ­ტა­გონს, კვა­ლის არე­ვის ფო­ტო­ე­ბიც თან და­ვურ­თე. აშ­შ-ის თავ­დაც­ვის უწყ­ე­ბა­ში იდეა მო­ი­წო­ნეს და პენ­ტა­გო­ნის კონ­ტრაქ­ტორ­თა სი­ა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა შემ­ომთა­ვა­ზეს, რა­საც თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რა აქვს, ამის შემ­დგო­მი ეტა­პი შეკ­ვე­თის მი­ღე­ბა და პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ა. ცხა­დი­ა, ამ დრო­ი­სათ­ვის წარ­მო­ე­ბა უკ­ვე აწყ­ო­ბი­ლი უნ­და გქონ­დეს, ფეხ­საც­მლის გა­მოშ­ვე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი­ა, ამო­ტომ პენ­ტა­გო­ნის კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებს მივ­მარ­თე, მათ შო­რის, მსოფ­ლი­ო­ში ია­რა­ღის, სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­მამ­ზა­დე­ბელ ერ­თ-ერთ უდი­დეს კომ­პა­ნია "სმიტ ვე­სონს", რო­მე­ლიც ჩე­მი გა­მო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა, მარ­თა­ლი გითხ­რათ, მინ­და ჯერ ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ჩა­იც­ვან ეს ფეხ­საც­მე­ლი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია