სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხრი­დან მარ­თვის სქე­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ე.წ. "რეზ­ბალ­ნი­ცას" ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია, იგი­ვე ტა­რა­სა მარ­თავს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სქე­მის მი­ხედ­ვით, ქსნის ცი­ხეს მარ­თა­ვენ მურ­მან ტვილ­დი­ა­ნი იგი­ვე "ხალ­ვა", ასე­ვე ირაკ­ლი მა­ლა­ნია, იკო ნო­ხა­ძე, კახა გურ­გე­ნი­ძე და ედ­გარ მა­მე­დო­ვი.

ქსნის ცი­ხე­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ცნო­ბით, სა­ერ­თო რე­ჟიმს ლაშა ქე­ბუ­რია "უყუ­რებს", კარ­ცერს - ზაქ­რო ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი, სა­სა­დი­ლოს - ჯაბა ხოს­ბე­რუ­აშ­ვი­ლი და ავ­თან­დილ თა­ვა­ძე, ხოლო სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილს - გი­ორ­გი ილ­და­ნი.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, ე.წ. ტუბ­ზო­ნას მარ­თავს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი არ­მა­ის გრი­გო­რი­ა­ნი, იგი­ვე "მა­ი­სა".

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ას ლაშა კვან­ტა­ლი­ა­ნი "აკონ­ტრო­ლებს", ხოლო რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას - მი­რი­ა­ნა იგი­ვე "ჟინ­ვა­ლა".

რუს­თა­ვის #17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­თა­ვენ გელა ტერ­ტე­რაშ­ვი­ლი და კი­რი­ლე ფხა­კა­ძე, რო­მე­ლიც მა­თი­ვე ცნო­ბით, ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

ამა­ვე სქე­მის თა­ნახ­მად, გლ­და­ნის ცი­ხის ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი კი, ზუ­რაბ ნო­ნი­აშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ბრე­გა­ძე იგი­ვე "პრა­კო­ლა" არი­ან, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­ე­რო-ს თა­ნამ­შრომ­ლის მა­რია ბრილსკას მკვლე­ლო­ბის­თვის არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა" გამოაქვეყნა.

"ნაციონალების" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. "რეზბალნიცას" ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.

"ნაციონალების" სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი.

ქსნის ციხეში, "ნაციონალების" ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი.

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე "მაისა".

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი "აკონტროლებს", ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას - მირიანა იგივე "ჟინვალა".

რუსთავის #17 დაწესებულებას კი, "ნაციონალების" ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული.

ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე "პრაკოლა" არიან, ეს უკანასკნელი კი, "ნაციონალების" ინფორმაციის თანახმად, გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვის არის გასამართლებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ