სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ თქვეს "მე-9 არხის" ყიდვაზე უარი ვანო ჩხარტიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა?
რატომ თქვეს "მე-9 არხის" ყიდვაზე უარი ვანო ჩხარტიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა?

"მე­ცხრე არხი" მე­ო­რედ იხუ­რე­ბა. იხუ­რე­ბა ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9". ამის შე­სა­ხებ 19 აგ­ვის­ტოს გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რა, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ახ­მო­ვა­ნა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ერთ-ერთ სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, რაც მას და­უშ­ვია თა­ვის დრო­ზე, "მე­ცხრე არ­ხის" და­ხურ­ვა იყო, რა­ტომ იმე­ო­რებს იგი­ვე შეც­დო­მას ივა­ნიშ­ვი­ლი? ამა­ზე ქვე­მოთ, მა­ნამ­დე კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ­ხის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და გან­ცხა­დე­ბის ერთ ნა­წილ­ში არ­ხის და­ხურ­ვის მი­ზე­ზებ­საც გან­მარ­ტავს: "არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თა­ნა­ვე მე და ჩემს ოჯახს გვინ­დო­და გაგ­ვეს­ხვი­სე­ბი­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხი" და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9", მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გამო კი­დევ 10 თვე გა­ვა­ხან­გრძლი­ვეთ ამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვე­ძებ­დით მყიდ­ველს, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებ­და ამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. 16 აგ­ვის­ტოს, პა­რას­კევს, ბოლო მყიდ­ველ­მაც უარი გვი­თხრა. დღეს, როცა ახ­ლოვ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ვა­ლია, ობი­ექ­ტუ­რად აშუ­ქებ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატს უქ­მნი­დეს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებს. სწო­რედ ამის­თვის არის სა­ჭი­რო ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბა, რათა ამომ­რჩე­ველს არ დარ­ჩეს გან­ცდა და არ შე­ექ­მნეს აღ­ქმა იმი­სა, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის­ვე კან­დი­დატს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს შე­უქ­მნის და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს მას. მე და ჩემ­მა ოჯახ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხი­სა" და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9"-ის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს: მე­ცხრე არხზე ლუბა უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ, ის "ოდე­ე­რია" და კარ­გად მი­ან­გრ-მო­ან­გრევს, ლუბა ტან­კი­ვი­თაა, ყელ­ში უნდა წვდეს. ეგ და­ა­ლა­გებს მანდ სი­ტუ­ა­ცი­ა­სო.

თუმ­ცა მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად. რო­გორც ერთ-ერთი წყა­რო "ალი­ას" უყ­ვე­ბა, "მე­ცხრე არხზე" პრობ­ლე­მე­ბი ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო არ­ხის რე­ი­ტინ­გით, რის გა­მოც გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ლუბა ელი­აშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე უსაყ­ვე­დუ­რა კი­დეც. ელი­აშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სი­ტყვა მის­ცა, რე­ი­ტინგს დავ­დებ და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლიც გა­იზ­რდე­ბაო, თუმ­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ლო­დი­ნი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აღარ სურ­და სო­ლი­დუ­რი ბი­უ­ჯე­ტით შე­ე­ნა­ხა არხი, რომ­ლის რე­ი­ტინ­გი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 3%-ს ვერ აცდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­მა­ტე­ბი­თი კად­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა და თა­ნამ­შრო­მელ­თა რი­ცხვი 700-მდე გა­ზარ­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არხს და­ფი­ნან­სე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს შე­უმ­ცი­რა, თუმ­ცა მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ხურ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, მე­ტიც, "მე­ცხრე არხი" ახა­ლი სტუ­დი­ი­დან გა­ვი­და ეთერ­ში. ახა­ლი სტუ­დი­ი­დან გას­ვლაც არ აღ­მოჩ­ნდა რე­ი­ტინ­გის მომ­ტა­ნი არ­ხის­თვის, ივა­ნიშ­ვი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი იზ­რდე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ლუბა ელი­აშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ­ხის გა­ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზა, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა კი სა­კუ­თარ თავ­ზე აუ­ღია. ხან­გრძლი­ვი ძებ­ნი­სა და რამ­დე­ნი­მე პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არხი მა­ინც ვერ გა­ი­ყი­და. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი "მე­ცხრე არ­ხის" ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და არ­ხის და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ის ახა­ლი სტუ­დი­ის მო­წყო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დაჯ­და. ამას­თა­ნა­ვე, "მე­ცხრე არხს" აქვს 6 "ფლა­ი­ვეი" (პირ­და­პი­რი ჩარ­თვის მან­ქა­ნა), რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც, ჯამ­ში 5 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ამის გამო არ­ხის ყიდ­ვა­ზე ყვე­ლა პო­ტენ­ცი­ურ­მა მყიდ­ველ­მა უარი გა­ნა­ცხა­და. "ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს შო­რის იყ­ვნენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და ქი­ბარ ხალ­ვა­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, "ალი­ას­თვის" ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლუბა ელი­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეხ­ვდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ამ შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ელი­აშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბე­ბია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ხის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ელი­აშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ დაჰ­პი­რე­ბია რე­ი­ტინ­გის და­დე­ბას, ოღონდ არხი არ და­ე­ხუ­რა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოო იყო და "გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და".

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ თქვეს "მე-9 არხის" ყიდვაზე უარი ვანო ჩხარტიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა?

რატომ თქვეს "მე-9 არხის" ყიდვაზე უარი ვანო ჩხარტიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა?

"მეცხრე არხი" მეორედ იხურება. იხურება ასევე საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9". ამის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ტელევიზიაში საგანგებო თათბირი ჩაატარა, სადაც პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გაახმოვანა.

პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მას დაუშვია თავის დროზე, "მეცხრე არხის" დახურვა იყო, რატომ იმეორებს იგივე შეცდომას ივანიშვილი? ამაზე ქვემოთ, მანამდე კი პრემიერ-მინისტრი არხის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა საუბარი და განცხადების ერთ ნაწილში არხის დახურვის მიზეზებსაც განმარტავს: "არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშუალებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა. დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშუალებების ვალია, ობიექტურად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნეს აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისვე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას. მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, 1-ლი სექტემბრიდან ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით".

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს: მეცხრე არხზე ლუბა უნდა მივიყვანოთ, ის "ოდეერია" და კარგად მიანგრ-მოანგრევს, ლუბა ტანკივითაა, ყელში უნდა წვდეს. ეგ დაალაგებს მანდ სიტუაციასო.

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად. როგორც ერთ-ერთი წყარო "ალიას" უყვება, "მეცხრე არხზე" პრობლემები ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო არხის რეიტინგით, რის გამოც გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც. ელიაშვილმა პრემიერ-მინისტრს სიტყვა მისცა, რეიტინგს დავდებ და სარეკლამო შემოსავალიც გაიზრდებაო, თუმცა პრემიერ-მინისტრის რამდენიმეთვიანი ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილს აღარ სურდა სოლიდური ბიუჯეტით შეენახა არხი, რომლის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 3%-ს ვერ აცდა. ამის მიუხედავად, არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ტელევიზიაში დამატებითი კადრები მიიყვანა და თანამშრომელთა რიცხვი 700-მდე გაზარდა.

ბიძინა ივანიშვილმა არხს დაფინანსება გაზაფხულის ბოლოს შეუმცირა, თუმცა მაშინ ტელევიზიის დახურვაზე საუბარი არ ყოფილა, მეტიც, "მეცხრე არხი" ახალი სტუდიიდან გავიდა ეთერში. ახალი სტუდიიდან გასვლაც არ აღმოჩნდა რეიტინგის მომტანი არხისთვის, ივანიშვილის უკმაყოფილება კი იზრდებოდა. საბოლოოდ, ლუბა ელიაშვილმა პრემიერ-მინისტრს არხის გაყიდვა შესთავაზა, სამუშაოს შესრულება კი საკუთარ თავზე აუღია. ხანგრძლივი ძებნისა და რამდენიმე პირთან მოლაპარაკების მიუხედავად, არხი მაინც ვერ გაიყიდა. მთავარი მიზეზი კი "მეცხრე არხის" ბაზაზე არსებული ძვირადღირებული ტექნიკა და არხის დაბალი რეიტინგი იყო. ტელევიზიის ახალი სტუდიის მოწყობა რამდენიმე მილიონი დაჯდა. ამასთანავე, "მეცხრე არხს" აქვს 6 "ფლაივეი" (პირდაპირი ჩართვის მანქანა), რომლის ღირებულებაც, ჯამში 5 მილიონზე მეტია, ამის გამო არხის ყიდვაზე ყველა პოტენციურმა მყიდველმა უარი განაცხადა. "ალიას" ინფორმაციით, პოტენციურ მყიდველებს შორის იყვნენ ვანო ჩხარტიშვილი და ქიბარ ხალვაში, დანარჩენების ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

წყაროს ინფორმაციითვე, "ალიასთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ ლუბა ელიაშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ელიაშვილისთვის უცნობებია გადაწყვეტილება არხის დახურვასთან დაკავშირებით. ელიაშვილი კიდევ ერთხელ დაჰპირებია რეიტინგის დადებას, ოღონდ არხი არ დაეხურა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და "გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა".

(შემოკლებული ვერსია)

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები