ჰილარი კლინტონზე სერიალს რესპუბლიკელთა ზეწოლის გამო აღარ გადაიღებენ

ჰილარი კლინტონზე სერიალს რესპუბლიკელთა ზეწოლის გამო აღარ გადაიღებენ

მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის კომპანია 21st Century Fox-მა აშშ-ის ყოფილი გენერალური მდივნისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ მინი ტელესერიალის გადაღებაზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, ეს ბოიკოტთანაა დაკავშირებული, რომელიც აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ტელეარხებს - NBC News-სა და CNN-ს გამოუცხადა. პირველი მათგანი სერიალის დამკვეთია, ხოლო მეორე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს. ორივე ტელეარხმა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების ჩატარების შესაძლებლობა დაკარგა.

ცოტა ხნის წინ NBC-ის ხელმძღვანელმა ბობ გრინბლატმა განაცხადა, რომ სიუჟეტი ჰილარი კლინტონის 1998 წლის შემდგომ ბიოგრაფიას ასახავდა. მისი თქმით, მაყურებლები პრეზიდენტის მეუღლის დანახვას დედის, პოლიტიკოსის, პირველი ლედისა და აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენის ხელმძღვანელის რანგში შეძლებდნენ.

2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ გადაღებები დემოკრატიული პარტიის ფარული მხარდაჭერა იყო.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა