მრავალი ჯილდოს (მათ შორის „ოსკარის“ ) მფლობელი და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აღიარებული 53 წლის ტილდა სუინტონი ბოლო წლებში კვლავ აქტიურად მონაწილეობს ფილმებში და სხვადასხვა კინოფესტივალის ჟიურიშიც გამუდმებით იწვევენ. მისი ბოლო პროექტებია „ზეროს თეორემა“ , „მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან“ , „ნარნიას ქრონიკები: ვერცხლის სავარძელი“ , „სავსე მთვარის სამეფო“ .
ბრიტანელი კინომსახიობი „ნარნიას ქრონიკებით“ გაიცნო ძირითადად ჰოლივუდმა, თუმცა ბევრი საინტერესო როლი აქვს შესრულებული და ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევა, ასევე საინტერესო ადამიანად, ექსპერიმენტების მოყვარულად და გარდასახვის ოსტატად. ტილდა ბოჰემური ადამიანია, გამუდმებით აქვს ურთიერთობა ცნობილ მხატვრებსა და ფოტოგრაფებთან და მათ მუზადაც მიიჩნევა. მისი პირადი ცხოვრებაც ხელოვნებას დაუკავშირდა - დიდხანს ცხოვრობდა შოტლანდიელ მხატვარსა და დრამატურგ ჯონ პატრიკ ბირნთან, რომელთანაც ტყუპი ქალ-ვაჟი გაუჩნდა. ბირნის ნახატები შოტლანდიის ეროვნული პორტრეტების გალერეის კოლექციაში ინახება. 2004 წლიდან ტილდა ასევე მხატვარს, ახალზელანდიელ სანდრო კოპს ხვდება.
„მეტისმეტად ზარმაცი ვარ იმისთვის, ვინმეს ეტალონი ვიყო“
- ტილდა, ჰოლივუდში იმ მცირე მსახიობებს შორის ხართ, ვისი კარიერაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სურვილებზეა აწყობილი. იოლად გადადიხართ მეისნტრიმული კინოდან ავანგარდისკენ. რამდენად გონივრულია ეს?
- იცით, დღემდე მაოცებს, რომ ჰოლივუდში ვარ. ეს ძალიან უცნაურია. არასდროს წარმომედგინა თავი, როგორც მსახიობს. დღემდე მგონია ხოლმე, რომ მხოლოდ სტუმრად მეპატიჟებიან.
- თქვენ ბოჰემური კინოს ეტალონი ხართ. თქვენს იდეებს ეს იარლიყი ხომ არ ზღუდავს?
- საინტერესო შეკითხვაა. ჩვენ ხომ საზღვრებზე ვსაუბრობთ. ბევრი ადამიანი იღებს სარგებელს იმ გარემოებიდან, რომ იცის თავისი საზღვრები, იცის, საიდან იწყებს. მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცვლება. მე ვიტყოდი, რომ მეტისმეტად ზარმაცი ვარ იმისთვის, ვინმეს ეტალონი ვიყო.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია