სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ მე არ ჩამიშვებენ ბაქოში, მაშინ იქ ისევ ანრი ჯოხაძე ჩავა და ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული!.."
"თუ მე არ ჩამიშვებენ ბაქოში, მაშინ იქ ისევ ანრი ჯოხაძე ჩავა და ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული!.."

გა­სულ კვი­რას ერთ-ერთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სა­იტ­ზე უც­ნა­უ­რი სია გა­მოქ­ვეყ­ნდა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ 335 ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­და. მი­ზე­ზი კი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კონ­ფლიქ­ტურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სტუმ­რო­ბა გახ­ლდათ. სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა სამი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლიც: მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვი­ლი, ბესო ხვე­დე­ლი­ძე და დათო ტუ­რაშ­ვი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი მაყ­ვა­ლას შე­სა­ხებ ად­რეც გავ­რცელ­და მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია და ხე­ლო­ვან­მა ისა­უბ­რა კი­დეც თა­ვი­სი სტუმ­რო­ბის ში­ნა­არსზე, ამი­ტომ მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის სი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ტუ­რაშ­ვი­ლი­სა და ხვე­დე­ლი­ძის სი­ა­ში მოხ­ვედ­რა ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და. რა­ტომ ჩა­ვიდ­ნენ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მწერ­ლე­ბი, ამა­ზე თა­ვად გვი­პა­სუ­ხე­ბენ და იმა­საც შე­ი­ტყობთ, რო­გორ გა­და­ურ­ჩა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას. სხვა­თა შო­რის, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სი­ა­ში მოხ­ვდნენ იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ალ­ბა­ნო და სოპ­რა­ნო მონ­სე­რატ კა­ბა­ლი­ეც.

- ბესო, პირ­ველ რიგ­ში იმ ჟურ­ნა­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მოც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჩახ­ვე­დით.

- "სამ­ხრეთ კავ­კა­სია" - ეს არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი. აქამ­დე სულ ორ­ჯერ გა­მო­ვი­და. მე­სა­მე ნო­მე­რი უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლია და შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­ვა. ეს არის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­შიც ექ­ვსი რე­გი­ო­ნის მწერ­ლე­ბი გვერ­დიგ­ვერდ იბეჭ­დე­ბი­ან. რო­დე­საც ამ ქვეყ­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტია, მწერ­ლებ­მა, მხატ­ვრებ­მა, ფო­ტოგ­რა­ფებ­მა ამ ჟურ­ნალ­ში მო­ნა­ხეს ად­გი­ლი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით და და­მე­გობ­რდნენ. რე­დაქ­ტო­რი გახ­ლავთ გუ­რამ ოდი­შა­რია და ვა­ტავ კო­ბა­ხია - აფხა­ზი მწე­რა­ლი. სულ ორი ნო­მე­რია გა­მო­სუ­ლი. მე და დათო მე­ო­რე ნომ­რის სტუმ­რე­ბი გახ­ლდით.

ჟურ­ნა­ლის ყვე­ლა ნომ­რის გა­მოს­ვლის შემ­დეგ იმარ­თე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში, ბა­ქო­ში, ერე­ვან­ში, სტე­ფა­ნა­კერ­ტში, თბი­ლის­ში, ცხინ­ვალ­ში, სო­ხუმ­ში. მე­სა­მე ნო­მე­რიც ერ­თად დავ­გეგ­მეთ, რა უნდა შე­სუ­ლი­ყო. მე აღარ ვარ ამ ნო­მერ­ში, სხვა ქარ­თვე­ლე­ბი და­ი­ბეჭ­დნენ. ახა­ლი ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ის მწერ­ლე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ვისი შე­მოქ­მე­დე­ბაც იბეჭ­დე­ბა, ოთხ-ოთხი მწე­რა­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მხრი­დან.

- რო­გორც მივ­ხვდი, მთი­ან ყა­რა­ბაღს მე­ო­რე ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის სტუმ­რობ­დით.

- დიახ, ჩვენ იქ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით ჩა­ვე­დით. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გავ­მარ­თეთ. მა­ნამ­დე პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, ბა­ქო­ში, ცხინ­ვალ­ში, სო­ხუმ­ში, თბი­ლის­ში და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი იყო ლონ­დონ­ში. სა­ერ­თოდ, ამ ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბა ინ­გლი­სუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ყა­რა­ბაღ­ში სტუმ­რო­ბის გამო პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­მა­ცხა­დეს, თა­ვი­დან სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა, ვერ გა­ვი­გე რა ხდე­ბო­და. შემ­დეგ და­თოს ვე­ლა­პა­რა­კე და ისიც გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო. რო­გორც წესი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ იმა­ლე­ბა ხოლ­მე და ალ­ბათ ჯობ­და, მა­შინ­ვე ეთ­ქვათ.

- თქვე­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს?

- მი­კავ­შირ­დე­ბი­ან... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე ვარ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი. სამი ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ერთ-ერთი მათ­გა­ნის პრე­ზენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და და მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე, რომ ნონ-გრა­ტად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს. ეს რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ გა­აფ­თრე­ბას უფრო ჰგავს, თო­რემ კარ­გი მე­გობ­რო­ბის გარ­და მე მათ­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს.

- რამ­დენ­ჯერ ხართ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ნამ­ყო­ფი?

- უამ­რავ­ჯერ... ბო­ლოს ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გახ­ლდით. რო­გორც გი­თხა­რით, ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რი­აა. მა­შინ ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა ვერ მო­ი­ცა­ლა ყა­რა­ბაღ­ში წა­მო­სას­ვლე­ლად, რა­ღაც საქ­მე­ე­ბი გა­მო­უჩ­ნდა და ერე­ვან­ში დარ­ჩა. მე და დათო წა­ვე­დით, აფხა­ზებ­თან, ოსებ­თან, სომ­ხებ­თან ერ­თად.

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად ვინ­მეს თუ მი­მარ­თეთ?

- ვი­ცი­ნეთ... არა­ვის­თვის მიგ­ვი­მარ­თავს. ვის უნდა მივ­მარ­თოთ და რა უნდა ავუხ­სნათ?!.. ამ­ბო­ბენ, რომ ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­დავკვე­თეთ სა­ზღვა­რი. ალ­ბა­ნოს და მონ­სე­რატ კა­ბა­ლი­ეს ერ­ჩი­ან.

- რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია, რომ კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან?

- ნორ­მა­ლუ­რი არ მგო­ნია, მწე­რა­ლი იქ­ნე­ბა, მომ­ღე­რა­ლი თუ მხატ­ვა­რი, კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნა­სა თუ მშვი­დო­ბი­ან­ში ყო­ველ­თვის სამ­შვი­დო­ბო მიზ­ნით მი­დის, გა­მო­ფე­ნა, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია აქვს მო­სა­წყო­ბი, ან კონ­ცერ­ტი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თუ მე არ ჩამიშვებენ ბაქოში, მაშინ იქ ისევ ანრი ჯოხაძე ჩავა და ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული!.."

"თუ მე არ ჩამიშვებენ ბაქოში, მაშინ იქ ისევ ანრი ჯოხაძე ჩავა და ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული!.."

გასულ კვირას ერთ-ერთ აზერბაიჯანულ საიტზე უცნაური სია გამოქვეყნდა. აზერბაიჯანულმა მხარემ 335 ადამიანი საკუთარ ტერიტორიაზე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მიზეზი კი მთიან ყარაბაღში კონფლიქტურ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე სტუმრობა გახლდათ. სიაში აღმოჩნდა სამი ქართველი მწერალიც: მაყვალა გონაშვილი, ბესო ხვედელიძე და დათო ტურაშვილი. ქალბატონი მაყვალას შესახებ ადრეც გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია და ხელოვანმა ისაუბრა კიდეც თავისი სტუმრობის შინაარსზე, ამიტომ მისი სახელისა და გვარის სიაში აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ტურაშვილისა და ხვედელიძის სიაში მოხვედრა ყველას გაუკვირდა. რატომ ჩავიდნენ მთიან ყარაბაღში მწერლები, ამაზე თავად გვიპასუხებენ და იმასაც შეიტყობთ, როგორ გადაურჩა კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას. სხვათა შორის, ზემოხსენებულ სიაში მოხვდნენ იტალიელი მომღერალი ალბანო და სოპრანო მონსერატ კაბალიეც.

- ბესო, პირველ რიგში იმ ჟურნალის შესახებ მოგვიყევით, რომლის პრეზენტაციის გამოც მთიან ყარაბაღში ჩახვედით.

- "სამხრეთ კავკასია" - ეს არის ლიტერატურული ჟურნალი. აქამდე სულ ორჯერ გამოვიდა. მესამე ნომერი უკვე გამზადებულია და შემოდგომაზე გამოვა. ეს არის რუსულენოვანი ჟურნალი, რომელშიც ექვსი რეგიონის მწერლები გვერდიგვერდ იბეჭდებიან. როდესაც ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტია, მწერლებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა ამ ჟურნალში მონახეს ადგილი ერთმანეთის გვერდით და დამეგობრდნენ. რედაქტორი გახლავთ გურამ ოდიშარია და ვატავ კობახია - აფხაზი მწერალი. სულ ორი ნომერია გამოსული. მე და დათო მეორე ნომრის სტუმრები გახლდით.

ჟურნალის ყველა ნომრის გამოსვლის შემდეგ იმართება პრეზენტაცია თბილისში, ბაქოში, ერევანში, სტეფანაკერტში, თბილისში, ცხინვალში, სოხუმში. მესამე ნომერიც ერთად დავგეგმეთ, რა უნდა შესულიყო. მე აღარ ვარ ამ ნომერში, სხვა ქართველები დაიბეჭდნენ. ახალი ნომრის პრეზენტაციის ფარგლებში ის მწერლები მოგზაურობენ, ვისი შემოქმედებაც იბეჭდება, ოთხ-ოთხი მწერალია წარმოდგენილი ყველა მხრიდან.

- როგორც მივხვდი, მთიან ყარაბაღს მეორე ნომრის პრეზენტაციისთვის სტუმრობდით.

- დიახ, ჩვენ იქ სამშვიდობო მისიით ჩავედით. ლიტერატურული ჟურნალის პრეზენტაცია გავმართეთ. მანამდე პრეზენტაცია გაიმართა სამხრეთ კავკასიის რამდენიმე ქალაქში, ბაქოში, ცხინვალში, სოხუმში, თბილისში და შემაჯამებელი იყო ლონდონში. საერთოდ, ამ ჟურნალის დაარსება ინგლისური საქველმოქმედო ფონდის ინიციატივა იყო. როდესაც გავიგე, რომ ყარაბაღში სტუმრობის გამო პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადეს, თავიდან საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა, ვერ გავიგე რა ხდებოდა. შემდეგ დათოს ველაპარაკე და ისიც გაოცებული იყო. როგორც წესი, ასეთი რაღაცები არ იმალება ხოლმე და ალბათ ჯობდა, მაშინვე ეთქვათ.

- თქვენი აზერბაიჯანელი მეგობრები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- მიკავშირდებიან... წარმოიდგინეთ, მე ვარ აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. აზერბაიჯანის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. სამი ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული პროექტის ავტორი და შემსრულებელი. ერთ-ერთი მათგანის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ მქონდა და მეორე დღეს გავიგე, რომ ნონ-გრატად გამოგვაცხადეს. ეს რაღაც პოლიტიკურ გააფთრებას უფრო ჰგავს, თორემ კარგი მეგობრობის გარდა მე მათთან არაფერი მაკავშირებს.

- რამდენჯერ ხართ აზერბაიჯანში ნამყოფი?

- უამრავჯერ... ბოლოს ამ პრეზენტაციაზე გახლდით. როგორც გითხარით, ჟურნალის რედაქტორი კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაა. მაშინ ბატონმა გურამმა ვერ მოიცალა ყარაბაღში წამოსასვლელად, რაღაც საქმეები გამოუჩნდა და ერევანში დარჩა. მე და დათო წავედით, აფხაზებთან, ოსებთან, სომხებთან ერთად.

- ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სიტუაციაში გასარკვევად ვინმეს თუ მიმართეთ?

- ვიცინეთ... არავისთვის მიგვიმართავს. ვის უნდა მივმართოთ და რა უნდა ავუხსნათ?!.. ამბობენ, რომ ნებართვის გარეშე გადავკვეთეთ საზღვარი. ალბანოს და მონსერატ კაბალიეს ერჩიან.

- რამდენად ნორმალურია, რომ კულტურის წარმომადგენლები ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან?

- ნორმალური არ მგონია, მწერალი იქნება, მომღერალი თუ მხატვარი, კონფლიქტურ ზონასა თუ მშვიდობიანში ყოველთვის სამშვიდობო მიზნით მიდის, გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია აქვს მოსაწყობი, ან კონცერტი ჩასატარებელი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს