ყოფილი დეპუტატი თეო ტლაშაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის სტატუსს აზიარებს. ფოფხაძე წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ნაძალადევის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ სამადაშვილი ნიცის აეროპორტში სცემა.
”რაიო რაიოოო დაკრა ოქროაანთ ირაკლიმ სამადაშვილს კუჭის თავშიოო? დედა რა კოხაბიტაციონნი ნიცის პაეზდკა დაუსრულდა იაღლიშით საკალანდო გოჭივით სამადაშვილს ჰა? რაო და ნახალოვკის მაჟორიტარობის კანდიდატი რო იყო ნაციანალნი... სამადაშვილი და კოხაბიტაციის წყალობით გლდანის მერვეს მაგივრად ნიცაში და კანში რო დაგულაობს... აი იმას გადააწყდა თურმე ოქრუაშვილი ნიცის აეროპორტში...(ირაკლი თავის ნათესავს დახვდა რომელიც ნიცაში ჩამოფრინდა და ნაგულავებ გარუჯული სამადაშვილი კიდო.. გურჯესტანს მიფრინავდა .. ხოო და აეროპორტის პოლში გადაიკვეთნენ.. ოქრომა არც აცია არც აცხელა და მეჟდუგლაზი ჩაუტარა" - წერს ფოფხაძე.
ფოფხაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ოქრუაშვილი აეროპორტის პოლიციას დაუკავებია და მალევე გაუთავისუფლებია.