რა­ტომ გაჩ­ნდა ავ­ტო­ბან­ზე "ტალ­ღო­ვა­ნი გზე­ბი"

რა­ტომ გაჩ­ნდა ავ­ტო­ბან­ზე "ტალ­ღო­ვა­ნი გზე­ბი"

ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის, გზე­ბის მო­­წეს­რი­გე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად ცხად­­დე­ბო­და და ცხად­დე­ბა, თუმ­ცა ჰო­ლან­დი­ის კი არა, მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­თის მსგავს გზე­ბამ­დეც ჯერ კი­დევ შო­რი­ა. ამ სა­კითხ­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შო­თა მურ­ღუ­ლია და ექ­სპერ­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

შო­თა მურ­ღუ­ლი­ა: - ავ­ტო­ბა­ნი შენ­დე­ბა იქ, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზა­ა, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო საზღ­ვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

- ბო­ლო ხანს ხმა­უ­რი მოჰ­ყვა თბი­ლი­სი-­რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბას, ოპო­ნენ­ტე­ბი მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში გდე­ბენ ბრალს...

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვე­ფერ­ხე­ბი­ნა ის, რაც არც დაწყ­ე­ბუ­ლა? ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყ­ე­ბა, ტენ­დე­რი გა­ი­მარ­თა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ა, მაგ­რამ ახ­ლა დე­ტა­ლებს აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი სწავ­ლობს, ხომ არაა რა­ი­მე ხარ­ვე­ზი.

თბი­ლი­სი-­რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის მთლი­ა­ნი სიგ­რძე 17,4 კი­ლო­მეტ­რი­ა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ თბი­ლი­სის სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა, მო­მა­ვალ­ში ავ­ტო­ბა­ნი რუს­თა­ვი­დან წი­თე­ლი ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვრის­კენ გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა ამას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი რთუ­ლი­ა, თა­ნაც ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი­ა.­ სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი და­სავ­ლე­თ­-აღ­მო­სავ­ლე­თის, თბი­ლი­სი-­სე­ნა­კი-­ლე­სე­ლი­ძის ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ა.

ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე: - ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის, მათ შო­რის, მძი­მე­წო­ნი­ა­ნის კარ­გი გა­მავ­ლო­ბის­თვის ავ­ტო­ბა­ნის სა­ფარ­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ას­ფალ­ტ-ბე­ტო­ნი უნ­და და­ი­გოს. ბე­ტო­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს გზებ­ზე იგე­ბა, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის­გან შორ­სა­ა. საგ­ზაო ბე­ტო­ნი უნ­და იყოს მყა­რი, მკვრი­ვი, წყალ­გა­უმ­ტა­რი და, რაც მთა­ვა­რი­ა, მტკი­ცე მრა­ვალ­ჯე­რად დი­ნა­მი­კურ დარ­ტყმებ­ზე. ჩვენ­თან კი რამ­დე­ნი­მე გზის დას­რუ­ლე­ბი­დან ერ­თი წე­ლიც არ არის გა­სუ­ლი და უკ­ვე ორ­მო­ე­ბი გაჩ­ნდა, "ტალ­ღო­ვა­ნი" გზე­ბის გა­ჩე­ნა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბა­ნის მოთხ­ოვ­ნებს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია