სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო
ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ავ­ჭა­ლის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდე­ლი მამა ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რას ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, წარ­სულ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი იყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მამა ნი­კო­ლო­ზი, იგი­ვე მა­მუ­კა ტა­ბა­ღუა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცი­ხის უფ­რო­სი 2004-2005 წლებ­ში იყო.

ამას­თან, ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მას პა­ტიმ­რებ­თან.

"არ ვიცი, უჩი­ოდ­ნენ თუ არა მას პა­ტიმ­რე­ბი და იყო თუ არა მოხ­ვედ­რი­ლი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მის მი­მართ ხომ არ შე­იძ­ლე­ბა იძუ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. დღეს არის მოქ­მე­დი სა­სუ­ლი­ე­რო პირი. ადრე იყო ცი­ხის უფ­რო­სი - ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ის,"-გა­ნა­ცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც მამა ნი­კო­ლო­ზი ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს. ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მღვდელს ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა აი­ძუ­ლეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ჭა­ლის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელს, მამა ნი­კო­ლოზს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კახა ჭუმ­ბა­ძემ ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა აი­ძუ­ლა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა, მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მამა ნი­კო­ლოზს აი­ძუ­ლეს ხელი მო­ე­წე­რა ისეთ დო­კუ­მენტზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თით­ქოს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა პა­ტიმ­რებ­თან შე­და­რე­ბით ახა­ლა­ი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით უკე­თეს პი­რო­ბებ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს.

ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა, რო­მეო სა­ჯა­ი­ამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ 13 აგ­ვის­ტოს ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მამა ნი­კო­ლო­ზი და­ი­ბა­რეს.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში მამა ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც კახა ჭუმ­ბა­ძის სა­მუ­შაო ოთახ­ში შე­ვი­და, იქ სხვა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბიც იყ­ვნენ, და­ახ­ლო­ე­ბით 4 პირი და სა­უ­ბა­რი შედ­გა. მისი თქმით, მისი და­კი­თხვა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დნა­რე­ობ­და.

"ისი­ნი ითხოვ­დნენ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას. ჩვე­ნე­ბა შე­ე­ხე­ბო­და ალა­ნია, ღა­ჭა­ვა, ბი­ბი­ლუ­რი­ძე, აფ­ცი­ა­უ­რის სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდს. ისი­ნი ითხოვ­დნენ ჩემ­გან არარ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­დას­ტუ­რე­ბას, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბა მი­მე­ცა ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ", - აცხა­დებს მამა ნი­კო­ლო­ზი.

მისი თქმით, 4 პირი მას­ზე და­მაბ­ნე­ვე­ლი კი­თხვე­ბით ზე­მოქ­მე­დებ­და. "პირ­და­პირ, მუ­ქა­რით მი­თხრეს, რომ თუ არ მო­ხერ­ხდე­ბო­და იმ ფაქ­ტე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, რაც მათ აწყობ­დათ, მოხ­დე­ბო­და ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, 7 პი­რის, მათ შო­რის ჩემი და­კა­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მამა ნი­კო­ლოზ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს, რომ ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა ნიკოლოზი, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს, წარსულში სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების უფროსი იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, მამა ნიკოლოზი, იგივე მამუკა ტაბაღუა აღნიშნული ციხის უფროსი 2004-2005 წლებში იყო.

ამასთან, ახალაიას ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას პატიმრებთან.

"არ ვიცი, უჩიოდნენ თუ არა მას პატიმრები და იყო თუ არა მოხვედრილი მისი საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მის მიმართ ხომ არ შეიძლება იძულება განხორციელდეს. დღეს არის მოქმედი სასულიერო პირი. ადრე იყო ციხის უფროსი - ავჭალის კოლონიის,"-განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც მამა ნიკოლოზი ზეწოლაზე საუბრობს. ადვოკატების ინფორმაციით, მღვდელს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელს, მამა ნიკოლოზს გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა. როგორც ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მამა ნიკოლოზს აიძულეს ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით ახალაიას რეკომენდაციით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

ახალაიას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ კი აღნიშნა, რომ 13 აგვისტოს ქალაქის პროკურატურაში მამა ნიკოლოზი დაიბარეს.

ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ როდესაც კახა ჭუმბაძის სამუშაო ოთახში შევიდა, იქ სხვა გამომძიებლებიც იყვნენ, დაახლოებით 4 პირი და საუბარი შედგა. მისი თქმით, მისი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდნარეობდა.

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ", - აცხადებს მამა ნიკოლოზი.

მისი თქმით, 4 პირი მასზე დამაბნეველი კითხვებით ზემოქმედებდა. "პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ