სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის უკ­რა­ი­ნუ­ლი ტურ­ნეს პირ­ველ­მა კონ­ცერ­ტმა სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­ში იმ­ყო­ფე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" და­უ­კავ­შირ­და.

- იმე­დია, ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი მსმე­ნელ­მა და­დე­ბი­თად მი­ი­ღო…

- ეს ქარ­თველ­თა გე­ნის ბრწინ­ვა­ლე­ბაა, თა­ვი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ეს ქვე­ყა­ნა! - ასე შე­ა­ფა­სა ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი­სა და ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტი ლუ­ნა­ჩასრსკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში მი­სულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

- სა­კონ­ცერ­ტო რე­პერ­ტუ­ა­რი არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბის­გან შედ­გე­ბა...

- სე­ვას­ტო­პო­ლის ლუ­ნა­ჩარ­სკის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში რე­ვაზ ლა­ღი­ძის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის, გია ყან­ჩე­ლის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძი­სა და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყი­რი­მის აკა­დე­მი­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის თან­ხლე­ბით შეს­რულ­და.

სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იდგა. კონ­ცერ­ტზე ასე­ვე შეს­რულ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რუ­სუ­ლი რო­მან­სე­ბი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე ბრი­ტა­ნუ­ლი ბა­ლა­და. ასე­ვე, სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ში ნატო მე­ტო­ნი­ძე, და­ვით შა­მა­ნა­უ­რი (საყ­ვი­რი), ლე­ვან დე­ი­სა­ძე (ბასი) და "შვიდ­კა­ცა" მო­ნა­წი­ლე­ობს.

- კონ­ცერ­ტზე მი­სულ­მა მა­ყუ­რე­ბელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნოც და­ა­გე­მოვ­ნა…

- დიახ, მა­ყუ­რე­ბელ­მა "ბა­და­გო­ნი" და­ა­გე­მოვ­ნა და სა­ღა­მოს და­სას­რულს ბევ­რმა მათ­გან­მა კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოც შეს­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბი "თბი­ლი­სოს" შეს­რუ­ლე­ბას მოჰ­ყვა, მსმე­ნე­ლი სა­კუ­თარ ემო­ცი­ას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და. უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ პრო­ექ­ტის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა, გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო სე­ვას­ტო­პო­ლის ყვე­ლა არ­ხმა გა­ა­შუ­ქა.

-კონ­ცერტს რას­ტრა­პო­ვი­ჩის მო­წა­ფე და ყი­რი­მის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის კონ­ცერ­ტმე­ის­ტე­რი გე­ორ­გი კი­ა­ხი­დი­სიც (სა­ბერ­ძნე­თი) ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლა.

- მარ­თა­ლია, ეს კაცი გა­და­ი­რია ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბით. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი რას­ტრა­პო­ვიჩს შე­ა­და­რა. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ასე­თი მუ­სი­კა მო­ვის­მი­ნეო, რო­გორ მო­უ­ა­რეთ ქარ­თვე­ლებ­მა თქვენს სა­გან­ძურ­სო....ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ დღეს მო­ვეს­წა­რი, ეს იმას ნიშ­ნავს რომ ღმერ­თს ჯერ არ დავ­ვი­წყე­ბი­ვა­რო, - აი ასე­თი თბი­ლი სი­ტყვე­ბით მოგ­ვე­ფე­რა ქარ­თვე­ლებს ბერ­ძე­ნი მუ­სი­კო­სი.

- კონ­ცერ­ტე­ბი კი­დევ რო­მელ ქა­ლა­ქებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა?

- ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა იალ­ტის ჩე­ხო­ვის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატრსა და ალუშ­ტას სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა "პორ­ტო დი­მა­რე­ზე".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საგასტროლო ტურნეში იმყოფება შემოქმედებითი ჯგუფის წევრი თეონა ჯორბენაძე, რომელსაც "ამბები.გე" დაუკავშირდა.

- იმედია, ქართველი ხელოვანები მსმენელმა დადებითად მიიღო…

- ეს ქართველთა გენის ბრწინვალებაა, თავიდან აღმოვაჩინეთ ეს ქვეყანა! - ასე შეაფასა ლიზა ბაგრატიონისა და ქართველი შემსრულებლების კონცერტი ლუნაჩასრსკის სახელობის თეატრში მისულმა მაყურებელმა.

- საკონცერტო რეპერტუარი არა მარტო ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისგან შედგება...

- სევასტოპოლის ლუნაჩარსკის სახელობის დრამატულ თეატრში რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდა.

სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა. კონცერტზე ასევე შესრულდა უკრაინული სიმღერები, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა. ასევე, საკონცერტო ტურნეში ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე (ბასი) და "შვიდკაცა" მონაწილეობს.

- კონცერტზე მისულმა მაყურებელს ქართული ღვინოც დააგემოვნა…

- დიახ, მაყურებელმა "ბადაგონი" დააგემოვნა და საღამოს დასასრულს ბევრმა მათგანმა კონცერტის მონაწილეებისა და საქართველოს სადღეგრძელოც შესვა.

განსაკუთრებული ოვაციები "თბილისოს" შესრულებას მოჰყვა, მსმენელი საკუთარ ემოციას აღფრთოვანებული შეძახილებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდა. უკრაინულმა მედიამ პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა, გუშინდელი საღამო სევასტოპოლის ყველა არხმა გააშუქა.

-კონცერტს რასტრაპოვიჩის მოწაფე და ყირიმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმეისტერი გეორგი კიახიდისიც (საბერძნეთი) ესწრებოდა, რომელმაც ქართული ხელოვნების მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

- მართალია, ეს კაცი გადაირია ქართული ხელოვნებით. ნიკოლოზ რაჭველი რასტრაპოვიჩს შეადარა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მუსიკა მოვისმინეო, როგორ მოუარეთ ქართველებმა თქვენს საგანძურსო....ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დღეს მოვესწარი, ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთს ჯერ არ დავვიწყებივარო, - აი ასეთი თბილი სიტყვებით მოგვეფერა ქართველებს ბერძენი მუსიკოსი.

- კონცერტები კიდევ რომელ ქალაქებში გაიმართება?

- ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართება იალტის ჩეხოვის სახელობის აკადემიურ თეატრსა და ალუშტას საკონცერტო არენა "პორტო დიმარეზე".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება