ჭალადიდში 18 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა - "შემაგინა მაგან და ამიტომ მოვახრჩვეო"

ჭალადიდში 18 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა - "შემაგინა მაგან და ამიტომ მოვახრჩვეო"

13 აგვისტოს, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 18 წლის რევაზ ედიშერაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის იროდიონ (ილო) კაპანაძე მოკლა. მკვლელმა მსხვერპლი გაგუდა, შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა და მომხდარი მეზობელს შეატყობინა.

მეზობელს ეჭვი არ შეპარვია მისი სიტყვების სიმართლეში, რადგან რეზო ტალახში იყო ამოსვრილი. ის ედიშერაშვილს მითითებულ ადგილას გაჰყვა და იქ საშინელი სურათი დახვდა.

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭაობში მამაკაცი ეგდო, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მკვლელი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მოკლულმა მას შეაგინა და ამიტომ მოკლა: "შემაგინა მაგან და მაგიზა მოვახრჩეო - ასე გვითხრა" - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მოკლული ილო კაპანაძე სოფელ ჭალადიდში, ბებიასთან იყო სტუმრად. მკვლელი და მოკლული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როგორც შევიტყვეთ, ამ ორ ოჯახს ერთმანეთთან ნათელ-მირონობაც აკავშირებთ...

ჭალადიდის საკრებულოს წევრი ჯოტო გიგაშვილი:

- ედიშერაშვილები სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ. სამწუხარო ამბავი მოხდა. ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია. ილო კაპანაძეს არ ვიცნობდი, ის თვეზე მეტია, რაც ბებიასთან სტუმრად იყო. ამ ორ ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მოკლულის ბიძები ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს დიდი ტკივილი აქვს გადატანილი. მოხუც ბებოს ახლა ეს უბედურება დაატყდა. ილო საჩხერიდან იყო და იქ გადაასვენეს. როგორც ამბობენ, მეუღლეს გაცილებულია, ჰყავს ორი შვილი.

- ბრალდებულის ოჯახზე რას იტყვით, რა გარემოში გაიზარდა იგი?

- მამა მშრომელი, მეურნე კაცია. რეზოს დედასაც მწვავე ფსიქიური პრობლემები აქვს, თუმცა ის ფსიქიატრიულში ნამყოფი არ არის. და ცალსახად შეურაცხადია და ორჯერ ჰყავდათ ფსიქიატრიულში, უმკურნალებენ გარკვეული პერიოდი და მერე ისევ უშვებენ სახლში. და ამ სამეულიდან ყველაზე აგრესიული იყო და მშობლები განცხადებით მოგვმართავდნენ ხოლმე, გვთხოვდნენ საავადმყოფოში მის გადაყვანაში დავხმარებოდით.. ბრალდებულიც სულით ავადმყოფია და რომ შეხედავ, ეს აშკარად თვალშისაცემია. თუმცა ჩემი ინფორმაციით, ფსიქიატრიულში არც ისაა ნამყოფი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ