სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა
რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა

მსა­ხი­ო­ბე­ბი ეკა დე­მეტ­რა­ძე და გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ნა­ტაშ­კა­სა და ზა­ზას გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, რე­ა­ლუ­რად კი ცოლ-ქმა­რი არი­ან. მარ­თა­ლია, ერთი და იმა­ვე სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ვერ ხვდე­ბი­ან, მხო­ლოდ ორ­ჯერ ჰქონ­დათ ერ­თად გა­და­ღე­ბა და მა­ში­ნაც ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვამ ორი­ვე გა­ა­ო­ცა. წყვილს ოთხი წლის შვი­ლი - თომა ჰყავს, რო­მელ­მაც ფო­ტო­სე­სი­ის დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იპო­ზი­ო­რა. გი­ორ­გი­სა და ეკას გმი­რებ­ზე, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნებ­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვა­ზე და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ წყვილს შინ ვეწ­ვი­ეთ.

ეკა:

- ჩემ­თვის გა­სუ­ლი სე­ზო­ნი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო, რად­გან სწო­რედ ამ დროს და­ვი­წყე სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და იმავდრო­უ­ლად ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე დრო­ის მხრივ.

- პრო­ფე­სი­ულ სირ­თუ­ლე­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- იმ­დე­ნად შეკ­რუ­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს სე­რი­ალ­ზე, რომ ერთი ოჯა­ხი­ვით არი­ან, გა­რე­დან უცებ ამ გუნდში შეს­ვლა მარ­ტი­ვი არაა, მაგ­რამ ისე მი­მი­ღეს, რომ მუ­შა­ო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, გარ­და იმი­სა, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

გი­ორ­გი:

- ჩემი გმი­რი - ზაზა, პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მე­სა­მე სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდა და მას შემ­დეგ სცე­ნა­რისტს პე­რი­ო­დუ­ლად შე­მოჰ­ყავს ხოლ­მე, თუმ­ცა ამ სე­ზონ­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, მა­შინ მე­ტად ვჩან­დი სე­რი­ალ­ში, როცა და­თოს ხაზი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გვქონ­და ღო­რე­ბის ბიზ­ნე­სი და ა.შ. ამ სე­ზონ­ში კი ეკას გმირ­მა წა­მო­ი­წია წინ, რაც ორი­ვეს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ალს ნა­ტაშ­კა და­ე­მა­ტა, ეკას გა­და­ღე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღე ჰქონ­და და თით­ქოს ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი კი­დეც, მე სამი სე­ზო­ნია რა­ღა­ცას ვწვა­ლობ და ეკამ სე­რი­ალ­ში უცებ და­იმ­კვიდ­რა თავი (იცი­ნის). მე­ო­რე მხრივ, კარ­გია, რომ ასე მოხ­და, რად­გან სე­რი­ა­ლის გარ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი თე­ატ­რშიც მაქვს და მის­კე­ნაა ჩემი ენერ­გია მი­მარ­თუ­ლი, ოღონდ ამ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, ღმერ­თი იმ­დენ საქ­მეს გვაძ­ლევს, რამ­დე­ნის გა­კე­თე­ბა­საც შევ­ძლებთ, ამ­ჯე­რად სე­რი­ალ­ში პა­ტა­რა ეპი­ზო­დებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, თუმ­ცა თე­ატ­რში ვარ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და ა.შ.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზაზა ყვე­ლა სე­რი­ა­ში არ ჩანს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პერ­სო­ნა­ჟი უკვე შემ­დგა­რია.

- კი, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ეს ზაზა არის ცოტა ჯუ­ჯუ­ღუ­ნა, ცოტა ვირი, ცოტა უხე­ში ტიპი.

ეკა:

- მე მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე, გი­ორ­გი მარ­თლა ისე­თია, რო­გო­რიც სე­რი­ალ­შიო, თან სა­ხე­ზე ეტყო­ბათ, რომ ცოტა ვე­ცო­დე­ბი. ის, ვინც გი­ორ­გის რე­ა­ლუ­რად იც­ნობს, ამ დროს იწყებს მის ქე­ბას და იმის მტკი­ცე­ბას, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სულ სხვა­ნა­ი­რია და ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია (იღი­მის).

გი­ორ­გი:

- სა­ნამ სე­ზო­ნი დას­რულ­დე­ბო­და, ერთ-ერთ სე­რი­ა­ში და­თოს დის ქუ­თა­ი­სელ სი­ძეს და­ვარ­ტყი, რა­საც უც­ნა­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. თა­ვი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რომ შევ­დი­ო­დი, ზა­ზას სულ ლან­ძღავ­დნენ, მო­ა­შო­რეთ ეგ გმი­რი ან ხა­სი­ა­თი გა­მო­უს­წო­რეთ, რა არის ეს, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბა ცოლ­სო, - წერ­დნენ, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო. ეტყო­ბა, ზაზა პო­პუ­ლა­რუ­ლი ფსი­ქო­ტი­პია ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი ზა­ზას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა და ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად აღი­ზი­ა­ნებს მა­ყუ­რე­ბელს. აბა, რო­გო­რია, ქმა­რი ცოლს რე­ა­ლუ­რად ისე უხე­შად რომ ელა­პა­რა­კე­ბა, რო­გორც ზაზა და ამ დროს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც იმა­ვეს რომ უყუ­რებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გამ­წარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი და აგ­რე­სია გა­უჩ­ნდე­ბა ზა­ზას მი­მართ, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სელ ბა­ჩო­ზე ხე­ლის აწე­ვის შემ­დეგ იცით, რო­გო­რი კო­მე­ნატ­რე­ბი იდე­ბო­და "ფე­ის­ბუქ­ზე", შენ გე­ნაც­ვა­ლე, ძლივს არ მო­იქ­ცა ეს ბიჭი კა­ცუ­რა­დო (იცი­ნის). ბაჩო იმ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რი გმი­რია, რომ ზაზა გა­და­ფა­რა. ერთ სე­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა, მა­ყუ­რე­ბელს წარ­მოდ­გე­ნა შე­ეც­ვა­ლოს გმირ­ზე, თი­თო­ე­ულ სი­ტყვას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.

- გა­და­ღე­ბებ­ზე თუ ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს?

ეკა:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თმა­ნე­თის გა­და­ღე­ბებს არ ვეს­წრე­ბით, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ცალ­კე მქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი, გი­ორ­გის – ცალ­კე. ორ­ჯერ მოგ­ვი­წია გა­და­ღე­ბა­ზე შეხ­ვედ­რამ და სი­მარ­თლე გი­თხრა, ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვამ გაგ­ვა­ო­ცა. ზო­გა­დად, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მე­ტად კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რო­დე­საც ვმუ­შა­ობთ, ცოლ­ქმრო­ბას ვი­ვი­წყებთ, რაც კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნად და­უ­მე­გობ­რდა ეკა სე­რი­ა­ლის და­ქა­ლებს, გი­ორ­გი კი - ძმა­კა­ცებს?

- მსა­ხი­ო­ბებს იმ­დე­ნად დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა გვი­წევს ერ­თად, რომ მარ­თლა და­ქა­ლე­ბი ვხდე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო სხვა მე­გობ­რებს ნაკ­ლე­ბად ვნა­ხუ­ლობთ, დას­ვე­ნე­ბის­თვის ცოტა დრო გვაქვს და მა­ში­ნაც ვცდი­ლობთ, დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ.

გი­ორ­გი:

- სე­რი­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილს და­ვუ­მე­გობ­რდი, ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­თან ად­რეც მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­მა" უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სე­რი­ა­ლით არაა გან­სა­ზღვრუ­ლი, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­დაც დაგ­ვა­კავ­ში­რებს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა

რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა

მსახიობები ეკა დემეტრაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნატაშკასა და ზაზას განასახიერებენ, რეალურად კი ცოლ-ქმარი არიან. მართალია, ერთი და იმავე სერიალზე მუშაობენ, მაგრამ სამსახურში ერთმანეთს თითქმის ვერ ხვდებიან, მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ ერთად გადაღება და მაშინაც ერთმანეთის დანახვამ ორივე გააოცა. წყვილს ოთხი წლის შვილი - თომა ჰყავს, რომელმაც ფოტოსესიის დროს არაჩვეულებრივად იპოზიორა. გიორგისა და ეკას გმირებზე, სასიყვარულო სცენებში საყვარელი ადამიანის ხილვაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროდ წყვილს შინ ვეწვიეთ.

ეკა:

- ჩემთვის გასული სეზონი ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან სწორედ ამ დროს დავიწყე სერიალზე მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო იყო და იმავდროულად ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე დროის მხრივ.

- პროფესიულ სირთულეში რა იგულისხმება?

- იმდენად შეკრული გუნდი მუშაობს სერიალზე, რომ ერთი ოჯახივით არიან, გარედან უცებ ამ გუნდში შესვლა მარტივი არაა, მაგრამ ისე მიმიღეს, რომ მუშაობა არ გამჭირვებია, გარდა იმისა, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე, კოლეგიალური თვალსაზრისითაც ძალიან დამეხმარნენ.

გიორგი:

- ჩემი გმირი - ზაზა, პირველი სეზონის მესამე სერიაში გამოჩნდა და მას შემდეგ სცენარისტს პერიოდულად შემოჰყავს ხოლმე, თუმცა ამ სეზონში შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო, მაშინ მეტად ვჩანდი სერიალში, როცა დათოს ხაზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, გვქონდა ღორების ბიზნესი და ა.შ. ამ სეზონში კი ეკას გმირმა წამოიწია წინ, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც სერიალს ნატაშკა დაემატა, ეკას გადაღება, ფაქტობრივად, ყოველდღე ჰქონდა და თითქოს ვეჭვიანობდი კიდეც, მე სამი სეზონია რაღაცას ვწვალობ და ეკამ სერიალში უცებ დაიმკვიდრა თავი (იცინის). მეორე მხრივ, კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან სერიალის გარდა რეპეტიციები თეატრშიც მაქვს და მისკენაა ჩემი ენერგია მიმართული, ოღონდ ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია, ღმერთი იმდენ საქმეს გვაძლევს, რამდენის გაკეთებასაც შევძლებთ, ამჯერად სერიალში პატარა ეპიზოდებში ვმონაწილეობ, თუმცა თეატრში ვარ ძალიან დაკავებული და ა.შ.

- მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ყველა სერიაში არ ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უკვე შემდგარია.

- კი, ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ზაზა არის ცოტა ჯუჯუღუნა, ცოტა ვირი, ცოტა უხეში ტიპი.

ეკა:

- მე მეკითხებიან ხოლმე, გიორგი მართლა ისეთია, როგორიც სერიალშიო, თან სახეზე ეტყობათ, რომ ცოტა ვეცოდები. ის, ვინც გიორგის რეალურად იცნობს, ამ დროს იწყებს მის ქებას და იმის მტკიცებას, რომ ცხოვრებაში სულ სხვანაირია და ძალიან კარგი ბიჭია (იღიმის).

გიორგი:

- სანამ სეზონი დასრულდებოდა, ერთ-ერთ სერიაში დათოს დის ქუთაისელ სიძეს დავარტყი, რასაც უცნაური გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან "ჩემი ცოლის დაქალების" "ფეისბუქის" გვერდზე რომ შევდიოდი, ზაზას სულ ლანძღავდნენ, მოაშორეთ ეგ გმირი ან ხასიათი გამოუსწორეთ, რა არის ეს, როგორ ელაპარაკება ცოლსო, - წერდნენ, რაც დამეთანხმებით, არ არის სასიამოვნო. ეტყობა, ზაზა პოპულარული ფსიქოტიპია ქართულ რეალობაში, საზოგადოებაში ბევრი ზაზასნაირი ადამიანის ნახვა შეიძლება და ეს გარკვეულწილად აღიზიანებს მაყურებელს. აბა, როგორია, ქმარი ცოლს რეალურად ისე უხეშად რომ ელაპარაკება, როგორც ზაზა და ამ დროს ტელევიზიითაც იმავეს რომ უყურებს, რასაკვირველია, გამწარდება ადამიანი და აგრესია გაუჩნდება ზაზას მიმართ, თუმცა ქუთაისელ ბაჩოზე ხელის აწევის შემდეგ იცით, როგორი კომენატრები იდებოდა "ფეისბუქზე", შენ გენაცვალე, ძლივს არ მოიქცა ეს ბიჭი კაცურადო (იცინის). ბაჩო იმდენად ნეგატიური გმირია, რომ ზაზა გადაფარა. ერთ სერიაში შეიძლება, მაყურებელს წარმოდგენა შეეცვალოს გმირზე, თითოეულ სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

- გადაღებებზე თუ ხვდებით ერთმანეთს?

ეკა:

- შეიძლება ითქვას, ერთმანეთის გადაღებებს არ ვესწრებით, დიდი ხნის განმავლობაში მე ცალკე მქონდა გადაღებები, გიორგის – ცალკე. ორჯერ მოგვიწია გადაღებაზე შეხვედრამ და სიმართლე გითხრა, ერთმანეთის დანახვამ გაგვაოცა. ზოგადად, ერთმანეთის მიმართ მეტად კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ, ცოლქმრობას ვივიწყებთ, რაც კომფორტს გვიქმნის.

- რეალურ ცხოვრებაში რამდენად დაუმეგობრდა ეკა სერიალის დაქალებს, გიორგი კი - ძმაკაცებს?

- მსახიობებს იმდენად დიდი დროის გატარება გვიწევს ერთად, რომ მართლა დაქალები ვხდებით, დაკავებულობის გამო სხვა მეგობრებს ნაკლებად ვნახულობთ, დასვენებისთვის ცოტა დრო გვაქვს და მაშინაც ვცდილობთ, დაგროვილი საქმეები მოვაგვაროთ.

გიორგი:

- სერიალიდან გამომდინარე ლევან ყოჩიაშვილს დავუმეგობრდი, ვანიკო თარხნიშვილთან ადრეც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალებმა" უფრო დაგვაახლოვა, ჩვენი მეგობრობა სერიალით არაა განსაზღვრული, ეს ურთიერთობა ისედაც დაგვაკავშირებს ცხოვრების ბოლომდე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება