კრემლი: აშშ-რუსეთის ურთიერთობის ჩიხში შეყვანა შეუძლებელია

კრემლი: აშშ-რუსეთის ურთიერთობის ჩიხში შეყვანა შეუძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მზარდი ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე, შტატებმა შესვენება უნდა აიღოს და რუსეთთან ურთიერთობა გადააფასოს. მოსკოვში კი მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ჩიხში შეყვანა შეუძლებელია.

”რა პაუზაზეა ლაპარაკი, როდესაც გრძელდება აქტიური კონტაქტები, მათ შორის საკვანძო მინისტრებს შორის. უმჯობესია რეალობას შევხედოთ. რეალობა კი ისეთია, რომ ურთიერთობა გრძელდება. ობამა ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ჩიხში შეყვანა შეუძლებელია”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს თავშესაფარი მისცა.

სპეცსამსახურების თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან ამერიკულ პრესას სოციალურ ქსელებში FBI-სა და NSA/CSS-ს თამაშრომელთა მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის შესახებ მასალები მიაწოდა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა