ჯეიმს ფრანკომ მეორე წიგნი გამოსცა

ჯეიმს ფრანკომ მეორე წიგნი გამოსცა

35 წლის ამერიკელმა მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ ნიუ-იორკის წიგნების მაღაზია Strand-ში საკუთარი მეორე წიგნის A California Childhood ("კალიფორნიული ბავშვობა") პრეზენტაცია გამართა.

ფილმების "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" და "ადამიანი ობობა" ვარსკვლავი კალიფორნიაში დაიბადა, ქალაქ პალო-ალტოში. ახალ წიგნში მსახიობი ბავშვობის მოგონებებს აღწერს და ოჯახური ალბომიდან აღებულ ფოტოებს ურთავს.

2010 წელს ჯეიმს ფრანკოს ავტორობით პირველი წიგნი გამოქვეყნდა, სახელწოდებით "პალო-ალტო", სადაც მსახიობმა კალიფორნიელი მოზარდების მძიმე ცხოვრება აღწერა. წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ფრანკო ასრულებს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს