სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს, პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებიც შეურთდნენ.

ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობდნენ: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა.

შს სამინისტრო მომავალში "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.

წლევანდელ ასპარეზობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს ედუარდ იმერლიშვილმა (კრივი) და ზვიად ჩინჩალაძემ (ძიუდო), ნოდარ მჭედლიშვილმა (ძიუდო), ზაზა გულაშვილმა (ძიუდო), გიორგი ბოლოთაშვილმა (ძიუდო), იოსებ ხუციშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), თენგიზ ედილაშვილმა (მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძემ (მკლავჭიდი (2 მედალი) და ლევან საგინაშვილმა (მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლის მედალოსნები გახდნენ გიორგი ბერძენიშვილი (ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი (ძიუდო) და ვასილ მინდორაშვილი (ძალოსნობა);

ასპარეზობიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ ავთო მამალაძე (ძალოსნობა) და გელა გელაშვილი (მკლავჭიდი).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ