სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ
ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ

ბა­თუ­მი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო ბავ­შვე­ბი შე­უძ­ლოდ გახ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­ქა­ლა­ქე ხა­თუ­ნა შერ­ვა­ში­ძემ აც­ნო­ბა. ხა­თუ­ნა შერ­ვა­ში­ძის თქმით, 6 და 8 წლის და-ძმა აბუ­ლა­ძე­ე­ბი ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნავ­ში გუ­შინ 16:00 სა­ა­თის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მი­სი­ვე თქმით, უჰა­ე­რო­ბის გამო ბავ­შვებს ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყოთ და ამ­ჟა­მად ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­ა­თავ­სე­ბულ­ნი:

"ბავ­შვე­ბი არი­ან ცუ­დად, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ. 16:00 სა­ათ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი ბა­თუ­მი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა და ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო რე­ი­სი ჯე­რაც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ბავ­შვე­ბი უჰა­ე­რო­ბის გამო ცუ­დად გახ­დნენ. ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყოთ, ბე­ბია არ შე­უშ­ვეს რომ ბავ­შვე­ბი ენა­ხა. სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ მო­ვიდ­ნენ და გა­მო­იყ­ვა­ნეს", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა შერ­ვა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აე­რო­პორ­ტი­დან ბავ­შვე­ბის სა­ბუ­თე­ბის წა­მო­ღე­ბა ვერ შეძ­ლეს, რა­მაც სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს რო­მელ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ბა­თუ­მი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სი, თუმ­ცა ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბა არ ხერ­ხდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ

ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ

ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ფრენის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოქალაქე ხათუნა შერვაშიძემ აცნობა. ხათუნა შერვაშიძის თქმით, 6 და 8 წლის და-ძმა აბულაძეები ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავში გუშინ 16:00 საათის შემდეგ იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, უჰაერობის გამო ბავშვებს ღებინება დაეწყოთ და ამჟამად ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოათავსებულნი:

"ბავშვები არიან ცუდად, ბავშვთა საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. 16:00 საათზე იყო დანიშნული ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა და ტექნიკური გაუმართაობის გამო რეისი ჯერაც არ შესრულებულა. ბავშვები უჰაერობის გამო ცუდად გახდნენ. ღებინება დაეწყოთ, ბებია არ შეუშვეს რომ ბავშვები ენახა. სასწრაფოში დავრეკეთ მოვიდნენ და გამოიყვანეს", - აღნიშნა ხათუნა შერვაშიძემ.

მისივე თქმით, აეროპორტიდან ბავშვების საბუთების წამოღება ვერ შეძლეს, რამაც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში გაუგებრობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დაადგინოს რომელ ავიაკომპანიას უნდა შეესრულებინა ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისი, თუმცა ბათუმის აეროპორტის პრესსამსახურთან დაკავშირება არ ხერხდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია