ამერიკული კინოაკადემია ქართულ ფილმებს "ოსკარზე" წარსადგენად იწვევს

ამერიკული კინოაკადემია ქართულ ფილმებს "ოსკარზე" წარსადგენად იწვევს

ამერიკულმა კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს პრემია "ოსკარის" ნომინაციაზე წარსადგენად კანდიდატი ფილმის დასახელება შესთავაზა.

როგორც კინომატორგაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართული ფილმი, რომელსაც "ოსკარი 2013" ნომინანტად დაასახელებენ, კინოაკადემიის რამდენიმე მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. ფილმი-ნომინანტი ქართულ კინოთეატრებში ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები, პრემიერამდე არ უნდა გამოჩნდეს ტელე ან ინტერნეტ სივრცეში და შემოქმედებითი კოლექტივის უდიდეს ნაწილს საქართველოს მოქალაქეები უნდა შეადგენდნენ.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ჯანელიძის განცხადებით, ფილმების შერჩევის პროცესი დაწყებულია და 1-ელ ოქტომბრამდე დასრულდება. ფილმ ნონინანტს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. ქართველი სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ რამდენიმე ქართულ ფილმს "ოსკარის" მიღების სერიოზული შანსი აქვს.

მომზადებულია trend.az-ის მიხედევით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება