სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა "ჩემი ცოლის დაქალებში"
გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა "ჩემი ცოლის დაქალებში"

კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ჯერ კი­დევ ფილ­მის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" (რო­მელ­შიც რე­ჟი­სორ­მა გვაჩ­ვე­ნა, თუ რო­გო­რია ქარ­თუ­ლი "ტრა­დი­ცი­უ­ლი" ქორ­წი­ლი) გა­მოს­ვლის მერე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ღი­ზი­ან­და. ამ­ბობ­დნენ, - ფილმში მო­თხრო­ბი­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბე­ბი "ღრმა" სოფ­ლებ­შიც აღარ ხდე­ბაო... გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ნეტ­ში ფილ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წერ­დნენ: ისიც არ იცი­ან, რომ მარ­ხვის დროს წყვი­ლე­ბი ჯვარს არ იწე­რენ - ქორ­წილ­ში მო­ძღვარს ხორ­ცი რა­ტომ არ უნდა ეჭა­მა და ბო­ლო­კად გა­ე­სა­ღე­ბი­ნაო?!. სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლო და გულ­და­წყვე­ტი­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა: ხალ­ხი მი­იჩ­ნევს, რომ სე­რი­ა­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბას აბუ­ჩად იგ­დე­ბენ (თუ რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟი ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას იცავს, ის აუ­ცი­ლებ­ლად ე.წ. "ღი­პი­ა­ნი "გრუ­ზი­ნია"), გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის (მა­გა­ლი­თად - ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის) პრო­პა­გან­დას ახ­დე­ნენ და ა. შ. გა­დავ­წყვი­ტეთ, ყვე­ლა­ფერ ამა­ზე სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტთან - ქალ­ბა­ტონ ქეთი დევ­და­რი­ან­თან გვე­სა­უბ­რა და ისიც გაგ­ვერ­კვია - ამა თუ იმ სა­კი­თხზე, თა­ვად რო­გო­რი პო­ზი­ცია აქვს?

ბოლო დროს, ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" თამ­ბა­ქოს პრო­პა­გან­და­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ბრალ­მდებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბელ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან "გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და". ქალ­ბა­ტონ ქე­თის­თან სა­უ­ბა­რი ამ თე­მით და­ვი­წყეთ:

- სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია ჩვე­ნი სპონ­სო­რი არ არის, სე­რი­ალ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დი არ ჩანს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვი­თა­რი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა და სი­გა­რე­ტის გა­მიზ­ნუ­ლი პრო­პა­გან­და არ არ­სე­ბობს. სე­რი­ა­ლი რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს: ზოგი პერ­სო­ნა­ჟი სი­გა­რეტს მოს­წევს, ზოგი - ცუდ სი­ტყვას იტყვის, ცოლს უღა­ლა­ტებს, მოკ­ვდე­ბა, გა­ემ­გზავ­რე­ბა... პრო­პა­გან­დის იმას ეში­ნია, ვინც ყვე­ლა­ფერ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ შეთ­ქმუ­ლე­ბას ხე­დავს. რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლი არ არის, როცა ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ტე­ლე­ვი­ზორ­ში სი­გა­რეტს უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სა­ბავ­შვო სე­რი­ა­ლი არ არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უცხო­ეთ­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ყველ­გან აკ­რძა­ლუ­ლია, ჩვენ­თან - არა. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბარ­ში რომ შე­დი­ხარ, იქა­უ­რო­ბა კვამ­ლით გა­ბუ­ღუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, როცა კონ­კრე­ტულ სცე­ნას ვი­ღებთ, სი­გა­რე­ტის კვამ­ლი იმ კად­რე­ბის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია.

- რა­ტომ გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ თით­ქოს ის კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია თქვე­ნი სპონ­სო­რი იყო?

- ფილ­მს როცა ვი­ღებ­დით, მათ მან­ქა­ნა გვა­თხო­ვეს მხო­ლოდ... ჩვენ კა­ნონს ვი­ცავთ, კრი­მი­ნალს ხომ არ ჩა­ვი­დენთ?!

- აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ გქო­ნი­ათ?

- არა, თა­ვად სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც იცის, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სე­რი­ა­ლი რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ფსევ­დო­რე­ა­ლო­ბაა. ვი­სა­უბ­როთ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­თა პრო­პა­გან­და­შიც ხალ­ხი გა­და­ნა­შა­უ­ლებთ. გვი­ამ­ბეთ, რო­გორ შე­იქ­მნა სე­რი­ა­ლის გეი პერ­სო­ნა­ჟი?

- ისე­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც - ნინა, დათო, მა­ნა­ნა და სე­რი­ა­ლის სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბი. გეი რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი "სა­ხე­ო­ბაა" თუ რა? ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ზოგი გეი იქ­ნე­ბა, ზოგი - ქალი, კაცი, ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!... გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სე­რი­ალ­ში, ოფის­ში 1 ადა­მი­ა­ნი გეი ყო­ფი­ლი­ყო.

- რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც, სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, და­ირ­ღვა...

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ირ­ღვე­ვა.

- შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი გვი­თხრათ?

- კი. კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი არის: 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბა­ში" შე­სუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჩივ­რე­ბი, მო­ზარ­დი გე­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მშობ­ლებ­თან... ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის აღი­ა­რე­ბის ეში­ნი­ათ, რად­გან ხალ­ხის­გან აგ­რე­სია წა­მო­ვა.

- რად­გან 17 მა­ი­სი ახ­სე­ნეთ, გვი­თხა­რით - რა­ტომ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ იმ დღეს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა?

- იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს სცე­მეს.

- მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას თვალ­ყურს თუ ადევ­ნებ­დით, ალ­ბათ იცით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის (რო­მე­ლიც "გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ას" მარ­თავ­და) წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გა­მარ­თვა მა­ინც სცა­დეს. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ისი­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ა­რი­დეს ტე­რი­ტო­რი­ას, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მა­ინც უკან დაბ­რუნ­დნენ. ამას რა შე­დე­გიც მოჰ­ყვა, უკვე ვი­ცით... ეს გე­ე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა იყო თუ - პრო­ვო­კა­ცია?

- შე­იძ­ლე­ბა, მე თეთ­რი ბო­ტა­სე­ბი მეც­ვას, მაგ­რამ თქვენ ეს არ მოგ­წონ­დეთ. იმის გამო, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას არ წა­მო­ე­გოთ, არ ჩა­ვიც­ვა? თქვენ ვინ გე­კი­თხე­ბათ, მე რას გა­ვა­კე­თებ? აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ჩა­ტა­რე­ბას კა­ნო­ნი არ მიკ­რძა­ლავს.

- თქვე­ნი აზ­რით, ბო­ტას­სა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ არის?

- არა­ნა­ი­რი. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ჩა­ტა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ?

- გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და არ იკ­რძა­ლე­ბა?

- "გარ­ყვნი­ლე­ბა" რას ნიშ­ნავს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის აფი­ში­რე­ბას.

- სექ­სის აფი­ში­რე­ბას - კი. იქ ვინ­მეს სექ­სი ჰქონ­და?

- სექ­სი - არ ვიცი, მაგ­რამ მსგავს აქ­ცი­ა­ზე მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ტუ­ჩებ­ში კოც­ნის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ფი­ლა...

- მერე, ეს აკ­რძა­ლუ­ლია? ადა­მი­ა­ნე­ბი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მი­ვიდ­ნენ. ამ დღეს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­დაც ჯერ კი­დევ ვერ შე­იგ­ნეს, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიც ადა­მი­ა­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წილს ვინ ეკი­თხე­ბა, რომ მი­დის და მე­ო­რე ადა­მი­ანს ურტყამს? მეც ბევ­რი რა­ღაც არ მომ­წონს, გა­ვი­დე და ვცე­მო, ვინც არ მო­მე­წო­ნე­ბა? ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას მა­ლა­ვენ, ძა­ლით მოჰ­ყავთ ცო­ლე­ბი... ამას სი­ყალ­ბე­ში ცხოვ­რე­ბა ჰქვია. ისი­ნი უბე­დუ­რე­ბი არი­ან, რა თქმა უნდა.

- არ­სე­ბო­ბენ გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ებს არ მარ­თა­ვენ, მაგ­რამ ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სურთ...

- 17 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე გე­ე­ბი არ იყ­ვნენ. ეს ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის დღე იყო და თუ მე­რი­ის­გან აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გა­მარ­თვის ნე­ბარ­თვა გაქვს, ხე­ლის შეშ­ლის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს - არც მო­ქა­ლა­ქეს და არც - ეკ­ლე­სი­ას.

- ზო­გა­დად, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­ყვნილ ფორ­მად მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა?

- რა თქმა უნდა, არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­აა: ზოგი ჰე­ტე­რო იქ­ნე­ბა, ზოგი - ბი, ზოგი - გეი... ეს ჩვენს ნება-სურ­ვილ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლად იბა­დე­ბი. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა, გა­რე­მომ დაგთრგუ­ნოს და ვერ მიხ­ვდე, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი ხარ. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. ჟურ­ნა­ლის­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოს ყვე­ლა­ფე­რი, მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

- ნა­ნა­ხი მაქვს, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე მეც­ნი­ე­რებს სა­ერ­თო აზრი არა აქვთ. ზოგი ყო­ველ წე­ლი­წადს კი­ბოს წა­მალ­საც "იგო­ნებს".

- მათ ლი­ცენ­ზია არ აქვთ, ახლა დო­მენ­ტი გაგ­ნი­ძე­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით?

- არა, უცხო­ელ მეც­ნი­ე­რებ­ზე, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

- არა, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით არ არ­სე­ბობს ეგ...

- გა­სა­გე­ბია თქვე­ნი აზრი. მა­ინ­ტე­რე­სებს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რის გავ­ლე­ნით გეი გახ­დეს? ყო­ველ­დღე რომ გი­თხრათ, ჩემი ხათ­რით, ლეს­ბო­სე­ლი გახ­დიო, გახ­დე­ბით? არა, მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი აზრი: გახ­დე­ბით ლეს­ბო­სე­ლი? არა? სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი არ გაქვთ, რომ ისი­ნი გახ­დე­ბი­ან?

- ადა­მი­ან­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ის ზე­გავ­ლე­ნა სხვა სა­კი­თხია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს, თქვენ სე­რი­ა­ლის მეშ­ვე­ო­ბით თუ ახ­დენთ გეი პრო­პა­გან­დას? ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რა­ი­მე ფორ­მით სო­ლი­და­რო­ბას ხომ არ უცხა­დებთ?

- ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩაგ­რა­ვენ - ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იქ­ნე­ბა თუ ჰე­ტე­რო, ყვე­ლას სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, რო­გორც სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი.

- ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის - ხურ­ცი­ლა­ვას გი­ტა­რის ფე­რად სა­კიდ­ზე...

- ეგ სა­კი­დი პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან უკე­თია. ვიდ­რე 17 მა­ი­სის ამ­ბე­ბი ატყდე­ბო­და, მა­ნამ­დე კა­ციშ­ვილს არ შე­უ­ნიშ­ნავს. გი­ტა­რაც და მისი სა­კი­დიც ჩვე­ნი ხმის რე­ჟი­სორს - დათო გა­ბუ­ნი­ას ეკუთ­ვნის.

- ანუ ბოლო დროს, გი­ტა­რის სა­კი­დი კადრში ახლო ხე­დით შემ­თხვე­ვით ჩნდე­ბა ხოლ­მე?

- ვა­ი­მე, ეგ ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბია, ხალ­ხო...

- ასე­ვე - ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­ბო­ლოც.

- ანუ გი­ტა­რის სა­კი­დი რომ ჩანს, უცებ ბავ­შვმა არ ნა­ხოს და გეი არ გახ­დეს?

- არა, გვა­ინ­ტე­რე­სებს, შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობთ თუ არა, რომ ეს სა­კი­დი კადრში ხში­რად მოხ­ვდეს?

- მე ვცდი­ლობ, რომ ჩემი სე­რი­ა­ლი კარ­გი იყოს. ზო­გა­დად, პრო­პა­გან­და (თუნ­დაც - კარ­გის) ცუ­დია, რად­გან 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში (როცა ინ­ფორ­მა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს) არ "მუ­შა­ობს". პრო­პა­გან­და იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, არის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში, ირან­ში... რთუ­ლია, პრო­პა­გან­და ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნო. ზოგი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! კა­ტოს ჰბა­ძავს და "ივენთმე­ნე­ჯე­რო­ბას" თა­მა­შობს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას და­თოს პერ­სო­ნა­ჟი მოს­წონ­დეს, ვი­ღა­ცას - გეი... ეს ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენს სე­რი­ალს "12" აწე­რია - 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ყუ­რე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. თუ მშო­ბელს ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ე­პა­რე­ბა და სე­რი­ალს ჩუ­მად უყუ­რებს, ეს ჩემი პრობ­ლე­მა არ არის.

- რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­ო­ე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბის თე­მას...

- ეს სად ჩანს?

- მა­გა­ლი­თად, მა­მა­ომ მთვრალ ლი­კუ­ნას და ხურ­ცი­ლა­ვას ჯვა­რი დას­წე­რა, ფრა­ზა - "სა­კუ­თა­რი მა­მაო" და მის­თა­ნე­ბი...

- კი, მსგავ­სი ფრა­ზე­ბით ლა­პა­რა­კო­ბენ. თუ ხალ­ხს ეს გულ­ზე ხვდე­ბა, ე.ი. ასეა. მღვდელს მთვრა­ლის­თვის ჯვა­რიც და­უ­წე­რია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მთვრა­ლი თვი­თონ მღვდე­ლია. არ გა­გი­გო­ნი­ათ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მსგავს ფაქტს არა­სო­დეს შევ­სწრე­ბი­ვარ და არც ვინ­მეს­გან მო­მის­მე­ნია, რომ ასე­თი რამ რე­ა­ლუ­რად უნა­ხავს. სე­რი­ალ­ში იმას აღ­წერთ, რო­გორ გა­რე­მო­შიც თქვენ ცხოვ­რობთ?

- მი­ნა­ხავს, მა­მაო რომ ფულს იღებს, მთვრა­ლებს ჯვარს რომ სწერს, სკა­მით რომ გარ­ბის, დე­დას რომ იგი­ნე­ბა... არ გი­ნა­ხავთ? ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხეთ...

- ინ­ტერ­ნეტ­ში თქვენ მიერ ნახ­სე­ნე­ბი ვი­დე­ო­ე­ბის 2 ვერ­სია არ­სე­ბობს. თავს ვერ დავ­დებ, რო­მე­ლია ნამ­დვი­ლი და რო­მე­ლი - და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამა­ზე ნუ ვი­კა­მა­თებთ.... რა­ტომ ხდე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლად სე­რი­ალ­ში ყო­ველ­თვის "ცუდი ტიპი" გვევ­ლი­ნე­ბა?

- "ცუდი ტიპი" რას ნიშ­ნავს?

- მა­გა­ლი­თად - ალე­კო, რო­მე­ლიც დე­დამ თი­ნას გა­საც­ნო­ბად მი­იყ­ვა­ნა...

- ის ცუდი ტიპი არ იყო, კონ­სერ­ვა­ტო­რი გახ­ლდათ, თინა კი - ლი­ბე­რა­ლი. სად ჩანს, რომ ცუდი ტი­პია?

- ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით, ზრდას­რულ მა­მა­კაცს გო­გოს გა­საც­ნო­ბად დედა რომ წა­იყ­ვანს, ამ მა­მა­კა­ცის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­დე­ბი­თად გა­ნე­წყო­ბა?

- ეს თქვე­ნი აზ­რია. ზოგს ის მოს­წონს, ზოგს - ეს... ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ყვე­ლა თვი­სე­ბა და­დე­ბი­თი ჰქონ­დეს, ან ყვე­ლა - უარ­ყო­ფი­თი? ზო­გა­დად, ალე­კო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბი­თა და პლუ­სე­ბით. ის კონ­სერ­ვა­ტო­რია, დე­დას დაჰ­ყავს... არც ის გა­გი­გო­ნი­ათ, რომ ბიჭი დე­და­მისს დაჰ­ყავ­დეს?

- საქ­მეც ის არის, რომ სე­რი­ალ­ში ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლად მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან...

- ჩვენ უბ­რა­ლოდ ის ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ალე­კოს თი­ნას­ნა­ი­რი გოგო ცო­ლად არ გაჰ­ყვე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, სხვა გაჰ­ყვეს, ვი­საც გა­თხო­ვე­ბა უნდა. მე სი­ყალ­ბეს, ორ­მაგ სტან­დარტს და არა­თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას დავ­ცი­ნი. და­ნარ­ჩე­ნი, და­სა­ცი­ნი არა­ფე­რია. დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ანს აქვს, მთა­ვა­რია, ის ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და პი­რად სივ­რცეს საფრ­თხეს არ უქ­მნი­დეს.

- ბოლო დროს, "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის მოწ­მო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა. სე­რი­ალ­ში ამ თე­მის "შე­მო­ტა­ნა­საც" ხომ არ აპი­რებთ?

- სე­ზო­ნი და­ვამ­თავ­რეთ. ამ თე­მის "ჩას­მას" ვე­ღარ ვას­წრებ­დით... მშვე­ნი­ე­რი თე­მაა. ე.ი. ჯერ კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ვართ.

- ეს რე­ა­ლო­ბა არ არის, გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვართ: "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის მოწ­მო­ბას" ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ აი­ღებს ვინ­მე...

- ერთი შემ­თხვე­ვაც რომ იყოს, ძალ­ზე სა­სა­ცი­ლოა. იმე­დია, ტრა­დი­ცი­ად არ იქ­ცე­ვა, რომ ეს შე­მოწ­მე­ბა ყვე­ლამ გა­ი­ა­როს.

- ამ შე­კი­თხვის­თვის წი­ნას­წარ ბო­დიშს გიხ­დით: გავ­რცელ­და ჭორი და ინ­ტერ­ნეტ­ში ხალ­ხიც ხში­რად წერს, რომ თით­ქოს სე­რი­ალ­ში, სტო­მა­ტო­ლოგ ნა­თი­ას და და­თოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თქვე­ნი და ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძის რო­მა­ნი ასა­ხეთ...

- მე არ გა­მი­გო­ნია... ზუს­ტად ასე და­წე­რეთ, რომ ორ­ღო­ბის ჭო­რებს არ ვპა­სუ­ხობ.

- კარ­გი. ინ­ტერ­ვი­უს­თვის დიდი მად­ლო­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

მა­რი­ხუ­ა­ნას პრო­პა­გან­და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"? (+18)

ვერსკის და "ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სა­ხა­ლი­სო დუბ­ლი მეგ­რუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა "ჩემი ცოლის დაქალებში"

გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა "ჩემი ცოლის დაქალებში"

კინოეკრანებზე ჯერ კიდევ ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" (რომელშიც რეჟისორმა გვაჩვენა, თუ როგორია ქართული "ტრადიციული" ქორწილი) გამოსვლის მერე, საზოგადოების ნაწილი გაღიზიანდა. ამბობდნენ, - ფილმში მოთხრობილი სამარცხვინო ამბები "ღრმა" სოფლებშიც აღარ ხდებაო... გარდა ამისა, ინტერნეტში ფილმის წარმომადგენლების მისამართით წერდნენ: ისიც არ იციან, რომ მარხვის დროს წყვილები ჯვარს არ იწერენ - ქორწილში მოძღვარს ხორცი რატომ არ უნდა ეჭამა და ბოლოკად გაესაღებინაო?!. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მიმართ უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი ტელემაყურებლების ბრალდებები არ წყდება: ხალხი მიიჩნევს, რომ სერიალის მესვეურები ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აბუჩად იგდებენ (თუ რომელიმე პერსონაჟი ქართულ ტრადიციას იცავს, ის აუცილებლად ე.წ. "ღიპიანი "გრუზინია"), გარკვეული საკითხების (მაგალითად - ჰომოსექსუალიზმის) პროპაგანდას ახდენენ და ა. შ. გადავწყვიტეთ, ყველაფერ ამაზე სერიალის სცენარისტთან - ქალბატონ ქეთი დევდარიანთან გვესაუბრა და ისიც გაგვერკვია - ამა თუ იმ საკითხზე, თავად როგორი პოზიცია აქვს?

ბოლო დროს, ინფორმაცია გავრცელდა, რომ "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" "ჩემი ცოლის დაქალებს" თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს. ბრალმდებლის განმარტებით, "ფორმულა კრეატივი" თამბაქოს მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიასთან "გარიგებაში შევიდა". ქალბატონ ქეთისთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ:

- სიგარეტის მწარმოებელი კომპანია ჩვენი სპონსორი არ არის, სერიალში კონკრეტული ბრენდი არ ჩანს. შესაბამისად, არავითარი დაფინანსებული რეკლამა და სიგარეტის გამიზნული პროპაგანდა არ არსებობს. სერიალი რეალობას ასახავს: ზოგი პერსონაჟი სიგარეტს მოსწევს, ზოგი - ცუდ სიტყვას იტყვის, ცოლს უღალატებს, მოკვდება, გაემგზავრება... პროპაგანდის იმას ეშინია, ვინც ყველაფერში მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას ხედავს. რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, როცა ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ტელევიზორში სიგარეტს უყურებენ, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" საბავშვო სერიალი არ არის. მოგეხსენებათ, უცხოეთში სიგარეტის მოწევა ყველგან აკრძალულია, ჩვენთან - არა. მაგალითად, საქართველოში ბარში რომ შედიხარ, იქაურობა კვამლით გაბუღულია. შესაბამისად, როცა კონკრეტულ სცენას ვიღებთ, სიგარეტის კვამლი იმ კადრების ორგანული ნაწილია.

- რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს ის კონკრეტული კომპანია თქვენი სპონსორი იყო?

- ფილმს როცა ვიღებდით, მათ მანქანა გვათხოვეს მხოლოდ... ჩვენ კანონს ვიცავთ, კრიმინალს ხომ არ ჩავიდენთ?!

- აღნიშნული კომპანიის რეკლამირებასთან დაკავშირებით, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გქონიათ?

- არა, თავად სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიამაც იცის, რომ ეს არ შეიძლება.

- როგორც აღნიშნეთ, სერიალი რეალობას ასახავს, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს ფსევდორეალობაა. ვისაუბროთ გარკვეულ საკითხებზე, რომელთა პროპაგანდაშიც ხალხი გადანაშაულებთ. გვიამბეთ, როგორ შეიქმნა სერიალის გეი პერსონაჟი?

- ისევე ჩვეულებრივად, როგორც - ნინა, დათო, მანანა და სერიალის სხვა პერსონაჟები. გეი რამე განსხვავებული "სახეობაა" თუ რა? ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ზოგი გეი იქნება, ზოგი - ქალი, კაცი, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!... გადავწყვიტეთ, რომ სერიალში, ოფისში 1 ადამიანი გეი ყოფილიყო.

- რომლის უფლებებიც, სერიალის სიუჟეტის მიხედვით, დაირღვა...

- ჩვენს ქვეყანაში გეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

- შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი გვითხრათ?

- კი. კონკრეტული მაგალითები არის: 17 მაისის მოვლენები, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაში" შესული ყოველდღიური საჩივრები, მოზარდი გეების პრობლემები მშობლებთან... ადამიანებს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღიარების ეშინიათ, რადგან ხალხისგან აგრესია წამოვა.

- რადგან 17 მაისი ახსენეთ, გვითხარით - რატომ მიგაჩნიათ, რომ იმ დღეს ჰომოსექსუალების უფლებები დაირღვა?

- იმიტომ, რომ ადამიანებს სცემეს.

- მოვლენების განვითარებას თვალყურს თუ ადევნებდით, ალბათ იცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის (რომელიც "გარყვნილების პროპაგანდის საწინააღმდეგო აქციას" მართავდა) წინააღმდეგობის მიუხედავად, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერებმა აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გამართვა მაინც სცადეს. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი მშვიდობიანად გაარიდეს ტერიტორიას, დღის მეორე ნახევარში კი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები მაინც უკან დაბრუნდნენ. ამას რა შედეგიც მოჰყვა, უკვე ვიცით... ეს გეების უფლების დარღვევა იყო თუ - პროვოკაცია?

- შეიძლება, მე თეთრი ბოტასები მეცვას, მაგრამ თქვენ ეს არ მოგწონდეთ. იმის გამო, რომ პროვოკაციას არ წამოეგოთ, არ ჩავიცვა? თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რას გავაკეთებ? აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჩატარებას კანონი არ მიკრძალავს.

- თქვენი აზრით, ბოტასსა და ჰომოსექსუალიზმს შორის განსხვავება არ არის?

- არანაირი. ჰომოსექსუალებს აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჩატარება ეკრძალებათ?

- გარყვნილების პროპაგანდა არ იკრძალება?

- "გარყვნილება" რას ნიშნავს?

- ამ შემთხვევაში, საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის აფიშირებას.

- სექსის აფიშირებას - კი. იქ ვინმეს სექსი ჰქონდა?

- სექსი - არ ვიცი, მაგრამ მსგავს აქციაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ტუჩებში კოცნის შემთხვევები ყოფილა...

- მერე, ეს აკრძალულია? ადამიანები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მივიდნენ. ამ დღეს ყველა იმ ქვეყანაში აღნიშნავენ, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ჰომოსექსუალიც ადამიანია. საზოგადოების რაღაც ნაწილს ვინ ეკითხება, რომ მიდის და მეორე ადამიანს ურტყამს? მეც ბევრი რაღაც არ მომწონს, გავიდე და ვცემო, ვინც არ მომეწონება? ჰომოსექსუალი ქართველები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავენ, ძალით მოჰყავთ ცოლები... ამას სიყალბეში ცხოვრება ჰქვია. ისინი უბედურები არიან, რა თქმა უნდა.

- არსებობენ გეები, რომლებიც აქციებს არ მართავენ, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც სურთ...

- 17 მაისის აქციაზე გეები არ იყვნენ. ეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე იყო და თუ მერიისგან აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გამართვის ნებართვა გაქვს, ხელის შეშლის უფლება არავის აქვს - არც მოქალაქეს და არც - ეკლესიას.

- ზოგადად, ჰომოსექსუალიზმი სექსუალური ურთიერთობის გარყვნილ ფორმად მიგაჩნიათ თუ არა?

- რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში! ეს სექსუალური ორიენტაციაა: ზოგი ჰეტერო იქნება, ზოგი - ბი, ზოგი - გეი... ეს ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. ჰომოსექსუალად იბადები. უბრალოდ, შეიძლება, გარემომ დაგთრგუნოს და ვერ მიხვდე, რომ ჰომოსექსუალი ხარ. 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოძიების ბევრი საშუალება არსებობს. ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა ნახოს ყველაფერი, მეცნიერულ დონეზე დასაბუთებული.

- ნანახი მაქვს, მაგრამ ამ საკითხზე მეცნიერებს საერთო აზრი არა აქვთ. ზოგი ყოველ წელიწადს კიბოს წამალსაც "იგონებს".

- მათ ლიცენზია არ აქვთ, ახლა დომენტი გაგნიძეზე მელაპარაკებით?

- არა, უცხოელ მეცნიერებზე, მსოფლიოს მასშტაბით.

- არა, მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს ეგ...

- გასაგებია თქვენი აზრი. მაინტერესებს...

- (მაწყვეტინებს) შეიძლება თუ არა, ადამიანი ტელევიზორის გავლენით გეი გახდეს? ყოველდღე რომ გითხრათ, ჩემი ხათრით, ლესბოსელი გახდიო, გახდებით? არა, მაინტერესებს თქვენი აზრი: გახდებით ლესბოსელი? არა? სხვა ადამიანების იმედი არ გაქვთ, რომ ისინი გახდებიან?

- ადამიანზე ტელევიზიის ზეგავლენა სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში, მაინტერესებს, თქვენ სერიალის მეშვეობით თუ ახდენთ გეი პროპაგანდას? ჰომოსექსუალებს "ჩემი ცოლის დაქალებში" რაიმე ფორმით სოლიდარობას ხომ არ უცხადებთ?

- ადამიანებს, ვისაც ჩაგრავენ - ჰომოსექსუალი იქნება თუ ჰეტერო, ყველას სოლიდარობას ვუცხადებ, როგორც სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

- ბევრს საუბრობენ ერთ-ერთი პერსონაჟის - ხურცილავას გიტარის ფერად საკიდზე...

- ეგ საკიდი პირველი სეზონიდან უკეთია. ვიდრე 17 მაისის ამბები ატყდებოდა, მანამდე კაციშვილს არ შეუნიშნავს. გიტარაც და მისი საკიდიც ჩვენი ხმის რეჟისორს - დათო გაბუნიას ეკუთვნის.

- ანუ ბოლო დროს, გიტარის საკიდი კადრში ახლო ხედით შემთხვევით ჩნდება ხოლმე?

- ვაიმე, ეგ ცისარტყელას ფერებია, ხალხო...

- ასევე - ლგბტ საზოგადოების სიმბოლოც.

- ანუ გიტარის საკიდი რომ ჩანს, უცებ ბავშვმა არ ნახოს და გეი არ გახდეს?

- არა, გვაინტერესებს, შეგნებულად ცდილობთ თუ არა, რომ ეს საკიდი კადრში ხშირად მოხვდეს?

- მე ვცდილობ, რომ ჩემი სერიალი კარგი იყოს. ზოგადად, პროპაგანდა (თუნდაც - კარგის) ცუდია, რადგან 21-ე საუკუნეში (როცა ინფორმაციის ალტერნატიული საშუალება ყოველთვის არსებობს) არ "მუშაობს". პროპაგანდა იყო საბჭოთა კავშირში, არის ჩრდილოეთ კორეაში, ირანში... რთულია, პროპაგანდა იარაღად გამოიყენო. ზოგი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კატოს ჰბაძავს და "ივენთმენეჯერობას" თამაშობს. შეიძლება, ვიღაცას დათოს პერსონაჟი მოსწონდეს, ვიღაცას - გეი... ეს ადამიანის ინტელექტზეა დამოკიდებული. ჩვენს სერიალს "12" აწერია - 12 წლამდე ბავშვებისთვის "ჩემი ცოლის დაქალების" ყურება რეკომენდებული არ არის. თუ მშობელს ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაეპარება და სერიალს ჩუმად უყურებს, ეს ჩემი პრობლემა არ არის.

- რაც შეეხება მამაოების აბუჩად აგდების თემას...

- ეს სად ჩანს?

- მაგალითად, მამაომ მთვრალ ლიკუნას და ხურცილავას ჯვარი დასწერა, ფრაზა - "საკუთარი მამაო" და მისთანები...

- კი, მსგავსი ფრაზებით ლაპარაკობენ. თუ ხალხს ეს გულზე ხვდება, ე.ი. ასეა. მღვდელს მთვრალისთვის ჯვარიც დაუწერია. ხშირ შემთხვევაში, მთვრალი თვითონ მღვდელია. არ გაგიგონიათ?

- სიმართლე გითხრათ, მსგავს ფაქტს არასოდეს შევსწრებივარ და არც ვინმესგან მომისმენია, რომ ასეთი რამ რეალურად უნახავს. სერიალში იმას აღწერთ, როგორ გარემოშიც თქვენ ცხოვრობთ?

- მინახავს, მამაო რომ ფულს იღებს, მთვრალებს ჯვარს რომ სწერს, სკამით რომ გარბის, დედას რომ იგინება... არ გინახავთ? ინტერნეტში ნახეთ...

- ინტერნეტში თქვენ მიერ ნახსენები ვიდეოების 2 ვერსია არსებობს. თავს ვერ დავდებ, რომელია ნამდვილი და რომელი - დამონტაჟებული. ამიტომ ამაზე ნუ ვიკამათებთ.... რატომ ხდება, რომ ქართული ტრადიციების დამცველად სერიალში ყოველთვის "ცუდი ტიპი" გვევლინება?

- "ცუდი ტიპი" რას ნიშნავს?

- მაგალითად - ალეკო, რომელიც დედამ თინას გასაცნობად მიიყვანა...

- ის ცუდი ტიპი არ იყო, კონსერვატორი გახლდათ, თინა კი - ლიბერალი. სად ჩანს, რომ ცუდი ტიპია?

- ოჯახის შექმნის მიზნით, ზრდასრულ მამაკაცს გოგოს გასაცნობად დედა რომ წაიყვანს, ამ მამაკაცის მიმართ საზოგადოება დადებითად განეწყობა?

- ეს თქვენი აზრია. ზოგს ის მოსწონს, ზოგს - ეს... ხომ არ შეიძლება, ადამიანს ყველა თვისება დადებითი ჰქონდეს, ან ყველა - უარყოფითი? ზოგადად, ალეკო ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი მინუსებითა და პლუსებით. ის კონსერვატორია, დედას დაჰყავს... არც ის გაგიგონიათ, რომ ბიჭი დედამისს დაჰყავდეს?

- საქმეც ის არის, რომ სერიალში ქართული ტრადიციების დამცველად მაინცდამაინც ასეთი ადამიანები გვევლინებიან...

- ჩვენ უბრალოდ ის ვაჩვენეთ, რომ ალეკოს თინასნაირი გოგო ცოლად არ გაჰყვება. შეიძლება, სხვა გაჰყვეს, ვისაც გათხოვება უნდა. მე სიყალბეს, ორმაგ სტანდარტს და არათანამიმდევრობას დავცინი. დანარჩენი, დასაცინი არაფერია. დედამიწაზე არსებობის უფლება ყველანაირ ადამიანს აქვს, მთავარია, ის ჩემს თავისუფლებასა და პირად სივრცეს საფრთხეს არ უქმნიდეს.

- ბოლო დროს, "ქალიშვილობის მოწმობასთან" დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. სერიალში ამ თემის "შემოტანასაც" ხომ არ აპირებთ?

- სეზონი დავამთავრეთ. ამ თემის "ჩასმას" ვეღარ ვასწრებდით... მშვენიერი თემაა. ე.ი. ჯერ კიდევ განვითარების ამ ეტაპზე ვართ.

- ეს რეალობა არ არის, განვითარების ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ: "ქალიშვილობის მოწმობას" ძალიან იშვიათად თუ აიღებს ვინმე...

- ერთი შემთხვევაც რომ იყოს, ძალზე სასაცილოა. იმედია, ტრადიციად არ იქცევა, რომ ეს შემოწმება ყველამ გაიაროს.

- ამ შეკითხვისთვის წინასწარ ბოდიშს გიხდით: გავრცელდა ჭორი და ინტერნეტში ხალხიც ხშირად წერს, რომ თითქოს სერიალში, სტომატოლოგ ნათიას და დათოს ურთიერთობაში თქვენი და ირაკლი საღინაძის რომანი ასახეთ...

- მე არ გამიგონია... ზუსტად ასე დაწერეთ, რომ ორღობის ჭორებს არ ვპასუხობ.

- კარგი. ინტერვიუსთვის დიდი მადლობა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

მარიხუანას პროპაგანდა "ჩემი ცოლის დაქალებში"? (+18)

ვერსკის და "ცოლის დაქალების" სახალისო დუბლი მეგრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება