ვახო სანაია თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს

ვახო სანაია თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს

გადაცემა "ღია ეთერის" წამყვანი ვახო სანაია ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პასუხობს.

"tamara chergoleishvili: "ამ გადაცემიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია".

ამ სტატუსიდან მეც გამოვიტანე ერთი დასკვნა: ამის დამწერი დილეტანტია ჟურნალისტიკაში და სტუდიაში დევნილების მოწვევა უთავმოყვარეობა და ცირკი ჰგონია", - წერს სანაია.

ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში "ღია ეთერის" გუშინდელ გამოშვებას გამოეხმაურა. მან გადაცემის წამყვანი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.

გუშინ ვახო სანაიას "ღია ეთერი" აგვისტოს ომიდან მეხუთე წლისთავს მიეძღვნა. გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ასევე: თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს