თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

ჟურნალს "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვახო სანაიას გადაცემა "ღია ეთერის" გუშინდელ გამოშვებას ეხმაურება.

"გუშინ საღამოს ვახო სანაიას გადაცემის ბოლო ორ ნაწილს ვუყურე, სადაც ნაციონალური მოძრაობით უკმაყოფილო დევნილები ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების დედებს და შოთა მალაშხიას ლანძღავდნენ. ერთ-ერთმა მგლოვიარე დედას "სააკაშვილის ცოცხების" გამო მოსთხოვა პასუხი.

ამ გადაცემიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია დაზარალებული ადამიანები ერთმანეთს ამ ფორმით დაუპირისპირო და ასეთი ცირკი მოაწყო.

ის, რაც იმ ეთერში მოხდა პოზიციის გამოხატვასთან კავშირში არ ყოფილა. ძალიან იოლად შეიძლებოდა ამ ადამიანების პრობლემების და მოსაზრებების ჩვენება ცივილიზებული ფორმით და ბევრად უფრო პროფესიონალურად - სიუჟეტის მეშვეობით.

ამასთან, გასული ხუთი წლის განმავლობაში სანაია ეთერიდან არ ამდგარა. ეჩვენებინა ამ ადამიანების გასაჭირი, რატომ არ აჩვენა? თუ აუცილებლად ხელისუფლება უნდა ეთანხმებოდეს იმას, რასაც ეთერში გაუშვებს?", - წერს ჩერგოლეიშვილი.

გუშინ ვახო სანაიას "ღია ეთერი" აგვისტოს ომიდან მეხუთე წლისთავს მიეძღვნა. გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ასევე: ვახო სანაია თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს