სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"
"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ხე­ლო­ვა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს და ამა თუ იმ მოვ­ლე­ნა­ზე, რა თქმა უნდა, სა­კუ­თა­რი აზრი და შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ. ამ­ჯე­რად, პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა რო­მა­ნისტს, პო­ეტს, მულ­ტი­მე­დია არ­ტისტსა და პერ­ფორ­მერს - და­ვით-დეფი გო­გი­ბე­დაშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- დეფი, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ახა­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას? მათი ოპო­ნენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზით მი­დის, ყვე­ლა­ფერ­მა მი­ი­ძი­ნა და კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და, თქვენ რას ფიქ­რობთ?

- მე თა­ვი­დან­ვე სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს. ნე­ტავ კი რა­ი­მე კარ­გი გა­ა­კე­თონ, რა­ტომ არ უნდა მო­მე­წო­ნოს? მაგ­რამ თა­ვის მო­სა­ტყუ­ებ­ლად დრო არ მაქვს. კვი­რა არ გავა, ვინ­მემ ვინ­მე არ მოკ­ლას, თა­ნაც უსას­ტი­კე­სად; კვი­რა არ გავა, ახა­ლი პე­დო­ფი­ლი რომ არ გა­მოჩ­ნდეს... მგო­ნი, გეს­მით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმ ყბა­და­ღე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გი არაა. ეს იმ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიბ­ნე­ლის შე­დე­გია, რაც ადა­მი­ან­თა სუ­ლებ­ში ბა­ტო­ნობს და სი­ძულ­ვილ­თან ერ­თად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სრუ­ლი ლინგვის­ტუ­რი ბაკ­ქა­ნა­ლია უკვე ნორ­მად იქცა, ისე­ვე, რო­გორც ნორ­მად იქცა სრუ­ლი უმეც­რე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა, შური და შე­უ­რა­ცხყო­ფა. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ყველ­გან გა­ჩე­რე­ბუ­ლია, ეკო­ნო­მი­კა ნულ­ზე დგას და უკვე რე­ცე­სი­ა­შიც ამო­ყო თავი. ამა­სო­ბა­ში კი რუ­სე­ბი სა­სა­ზღვრო ზოლს უფრო დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით, წინ აჩო­ჩე­ბენ.

- რას იტყვით პრე­ზი­დენ­ტის, მე­რი­ი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის "ჭი­დილ­ზე"? ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის­თვის საქ­მის კე­თე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლობს? გარ­და ამი­სა, მათ მიერ და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე აბ­რუ­ნებს.

- თენ­გიზ გუ­ნა­ვას გუ­ლის­ხმობთ? უც­ნა­უ­რად არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, იური შკრილ­ნი­კო­ვის, ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ა­ნის, მა­რეკ დუ­და­ე­ვის გაშ­ვე­ბა? რას­თან გვაქვს საქ­მე? ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის - ახა­ლა­ი­ას, გე­ნე­რალ კა­ლან­და­ძი­სა და ოფიც­რე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბა და მათ პირ­სის­ხლი­ა­ნო­ბა­ზე ლე­გენ­დის სწო­რედ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ქარ­წყლე­ბა, ვფიქ­რობ, პრო­კუ­რა­ტუ­რის დიდი და სა­ბე­დის­წე­რო მარ­ცხია. მარ­ცხი, რაც ილუ­ზი­ას ემარ­თე­ბა სი­ნამ­დვი­ლის წი­ნა­შე. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ილუ­ზი­აა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სი­ძულ­ვილ­სა და სი­ყალ­ბე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს. ესაა სი­მარ­თლე. სი­მარ­თლე კი ათა­ვი­სუფ­ლებს.

- თვლით, რომ სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში გამ­წე­სე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" უდა­ნა­შა­უ­ლო­ნი და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლნი არი­ან?

- გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ახ­დის. ეს ფარ­და ჯერ სა­ნა­ხევ­რო­დაა აწე­უ­ლი, მალე ბო­ლომ­დე გა­იხ­სნე­ბა და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. თენ­გიზ გუ­ნა­ვას, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, კა­ლან­და­ძი­სა და ოფიც­რე­ბის შემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" კა­ტას­ტრო­ფაა. ეს უკვე დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტია. ცოტ­ნე მა­მუ­ლაშ­ვი­ლიც, რო­გორც იქნა, გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს და ღმერ­თმა ქნას, სი­მარ­თლემ მის შემ­თხვე­ვა­შიც გა­ი­მარ­ჯვოს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მეტი წილი ასე­თი ტი­პის და­ჭე­რე­ბი­სა, რა­საც წინ სდევ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი და სა­ში­ში ლო­ზუნ­გი - "თუ არ შე­იც­ვლით რი­ტო­რი­კას, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან რი­გე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა", დიახ, პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ამას ამ­ბობს კაცი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის "გა­ზპ­რო­მის" ერთ პრო­ცენტს ფლობს.

- საით უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი გეზი?

- რუ­სე­თი მტე­რია, მტე­რი იყო და ყო­ველ­თვის მტრად დარ­ჩე­ბა, სა­ნამ თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ გახ­დე­ბა. ნუთუ არა­ფერს გვას­წავ­ლის ის­ტო­რია? გნე­ბავთ, ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რია. სა­ერ­თოდ არა­ფერს? ჩვე­ნი ად­გი­ლი იქაა, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც ჩვე­ნი დაც­ვი­სა და ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და.

- რო­გორც ხე­ლო­ვანს, მოგ­წონთ თუ არა, ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კა, ხედ­ვა და სტრა­ტე­გია? რო­გო­რია მათი მიდ­გო­მა ხე­ლო­ვა­ნე­ბი­სად­მი?

- ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლოთ. არ მო­მე­წო­ნა ის, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ იუ­ნეს­კოს სხდო­მა­ზე მთე­ლი დღით და­აგ­ვი­ა­ნა და ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­სა და იუ­ნეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. ვნა­ხოთ, იშ­ხან­ზე რა მოხ­დე­ბა და ასე­ვე, წიგ­ნე­ბის თარ­გმნი­სა და უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნის დიდ პრო­ექ­ტზე. მინ­და, მათ წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო და არ მინ­და, ფი­ცის შემ­დგომ, ბო­ლომ გა­მაკ­ვირ­ვოს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"

"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ხელოვანები ყოველთვის ადევნებენ თვალყურს და ამა თუ იმ მოვლენაზე, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი და შეხედულება აქვთ. ამჯერად, პოლიტიკურ სიტუაციაზე პოზიციის დაფიქსირება რომანისტს, პოეტს, მულტიმედია არტისტსა და პერფორმერს - დავით-დეფი გოგიბედაშვილს ვთხოვეთ.

- დეფი, როგორ შეაფასებთ ახალი მთავრობის მუშაობას? მათი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი განვითარების გზით მიდის, ყველაფერმა მიიძინა და კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, თქვენ რას ფიქრობთ?

- მე თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს. ნეტავ კი რაიმე კარგი გააკეთონ, რატომ არ უნდა მომეწონოს? მაგრამ თავის მოსატყუებლად დრო არ მაქვს. კვირა არ გავა, ვინმემ ვინმე არ მოკლას, თანაც უსასტიკესად; კვირა არ გავა, ახალი პედოფილი რომ არ გამოჩნდეს... მგონი, გესმით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ყბადაღებული ამნისტიის შედეგი არაა. ეს იმ აბსოლუტური სიბნელის შედეგია, რაც ადამიანთა სულებში ბატონობს და სიძულვილთან ერთად, გამაოგნებელი სისწრაფით ვრცელდება საქართველოში. პრემიერ-მინისტრის სრული ლინგვისტური ბაკქანალია უკვე ნორმად იქცა, ისევე, როგორც ნორმად იქცა სრული უმეცრება, ცილისწამება, შური და შეურაცხყოფა. მშენებლობები ყველგან გაჩერებულია, ეკონომიკა ნულზე დგას და უკვე რეცესიაშიც ამოყო თავი. ამასობაში კი რუსები სასაზღვრო ზოლს უფრო დიდი ენთუზიაზმით, წინ აჩოჩებენ.

- რას იტყვით პრეზიდენტის, მერიისა და მმართველი გუნდის "ჭიდილზე"? ეთანხმებით მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლება მისთვის საქმის კეთებაში ხელის შეშლას ცდილობს? გარდა ამისა, მათ მიერ დაკავებულ ადამიანებს პრეზიდენტი იწყალებს და თანამდებობებზე აბრუნებს.

- თენგიზ გუნავას გულისხმობთ? უცნაურად არ გეჩვენებათ, იური შკრილნიკოვის, ვაჰაგან ჩახალიანის, მარეკ დუდაევის გაშვება? რასთან გვაქვს საქმე? ყოფილი მინისტრის - ახალაიას, გენერალ კალანდაძისა და ოფიცრების უდანაშაულოდ ცნობა და მათ პირსისხლიანობაზე ლეგენდის სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაქარწყლება, ვფიქრობ, პროკურატურის დიდი და საბედისწერო მარცხია. მარცხი, რაც ილუზიას ემართება სინამდვილის წინაშე. კოალიცია "ქართული ოცნება" ილუზიაა, თავიდან ბოლომდე სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ესაა სიმართლე. სიმართლე კი ათავისუფლებს.

- თვლით, რომ სხვადასხვა ბრალდებით ციხეში გამწესებული "ნაციონალები" უდანაშაულონი და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან?

- გამოძიება და სასამართლო ყველაფერს ფარდას ახდის. ეს ფარდა ჯერ სანახევროდაა აწეული, მალე ბოლომდე გაიხსნება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას, კალანდაძისა და ოფიცრების შემთხვევა "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფაა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია. ცოტნე მამულაშვილიც, როგორც იქნა, გირაოთი გამოუშვეს და ღმერთმა ქნას, სიმართლემ მის შემთხვევაშიც გაიმარჯვოს. ამიტომ, ვფიქრობ, მეტი წილი ასეთი ტიპის დაჭერებისა, რასაც წინ სდევდა პრემიერ-მინისტრის, ერთი შეხედვით თითქოს გაუაზრებელი, მაგრამ საკმაოდ გააზრებული და საშიში ლოზუნგი - "თუ არ შეიცვლით რიტორიკას, პროკურატურასთან რიგები კიდევ უფრო გაიზრდება", დიახ, პოლიტიკური მნიშვნელობისაა. ამას ამბობს კაცი, რომელიც რუსეთის "გაზპრომის" ერთ პროცენტს ფლობს.

- საით უნდა იყოს მიმართული საქართველოს პოლიტიკური გეზი?

- რუსეთი მტერია, მტერი იყო და ყოველთვის მტრად დარჩება, სანამ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არ გახდება. ნუთუ არაფერს გვასწავლის ისტორია? გნებავთ, ჩვენი უახლესი ისტორია. საერთოდ არაფერს? ჩვენი ადგილი იქაა, სადაც თავისუფლებაა. ევროპაც და ამერიკაც ჩვენი დაცვისა და ამოსუნთქვის საშუალება იქნებოდა.

- როგორც ხელოვანს, მოგწონთ თუ არა, ზოგადად, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა, ხედვა და სტრატეგია? როგორია მათი მიდგომა ხელოვანებისადმი?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, საბოლოო შედეგის მიხედვით ვიმსჯელოთ. არ მომეწონა ის, რომ კულტურის სამინისტროს ქართულმა დელეგაციამ იუნესკოს სხდომაზე მთელი დღით დააგვიანა და ბაგრატის ტაძარსა და იუნესკოს გადაწყვეტილებაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ვნახოთ, იშხანზე რა მოხდება და ასევე, წიგნების თარგმნისა და უცხოეთში გატანის დიდ პროექტზე. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და არ მინდა, ფიცის შემდგომ, ბოლომ გამაკვირვოს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს