რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში

რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში

2008 წლის ავ­ბე­დი­თი აგ­ვის­ტო­დან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, თუმ­ცა უამ­რა­ვი კითხ­ვა კვლა­ვაც პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი­ა. თუმ­ცა ერ­თი რამ უტყ­უ­ა­რი­ა, რუ­სე­თი ის აგ­რე­სო­რი­ა, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტი. თუ იმ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან გა­ცი­ლე­ბით ცხა­დად ჩანს ის შე­უ­სა­ბა­მო და ზოგ­ჯერ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ვის­მენ­დით. ალ­ბათ ძნე­ლად და­ა­ვიწყ­დე­ბა ვინ­მეს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის მო­წო­დე­ბა და­ნა-­ჩან­გლით ბრძო­ლის­კენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ეკა ზღუ­ლა­ძის ნათ­ქვა­მი, რომ თურ­მე სა­ში­ში არა­ფე­რი იყო, რად­გან თბი­ლი­სის­კენ გე­ზა­ღე­ბულ­მა ტან­კებ­მა სო­ფელ ორ­ჭო­სა­ნის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს, ან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდივ­ნის კა­ხა ლო­მა­ი­ას სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნათ­ქვა­მი - თბი­ლი­სი საფ­რთხის წი­ნა­შეა და ახ­ლა ვცდი­ლობთ ის უცხო ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი და­ვაბ­რუ­ნოთ უკან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვე­სო. სწო­რედ ამის მე­რე იხუმ­რა სიმ­წრით ცხო­ნე­ბულ­მა ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძემ: - რა იცით, ამა­ღამ ვინ გვი­თე­ნებ­სო? მოკ­ლედ, მას მე­რე, რაც რუ­სულ­მა სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­მა და­ტო­ვეს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი და ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწყ­ეს გა­და­ად­გი­ლე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქი მუდ­მი­ვად იყო საფ­რთხის წი­ნა­შე. და­ვინ­ტე­რეს­დით, არ­სე­ბობ­და თუ არა თბი­ლი­სის დაც­ვის გეგ­მა და თუ არ­სე­ბობ­და, რო­გორ აპი­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმ­ჟა­მინ­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ვე­რა­ვის და­ვუ­კავ­შირ­დით, ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩვენს კითხ­ვას მოკ­ლედ, მაგ­რამ მა­ინც უპა­სუ­ხა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი შო­თა უტი­აშ­ვი­ლი­ა, რომ­ლიც, ალ­ბათ გე­მახ­სოვ­რე­ბათ, კარ­გა ხანს ცდი­ლობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ჯა­რის წარ­მა­ტე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.

- დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რას და რო­გორ მო­ი­ცავ­და, ამის თა­ო­ბა­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს უნ­და ჰკითხ­ოთ, თუ დარ­ჩა ძვე­ლი კად­რე­ბი­დან ვინ­მე კი­დევ.

რა­ში მდგო­მა­რე­ობს ამ­გვა­რი გეგ­მის არ­სი, ამის გა­სარ­კვე­ვად გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, თა­და­რი­გის გე­ნე­რალ­-მა­ი­ორ კო­ბა კო­ბა­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი არა­ვინ იყო. 2008 წელს გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბა. თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სრუ­ლი­ად მო­შ­ლი­ლი იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში თავს იყ­რი­და გა­მოქ­ცე­უ­ლი და სრუ­ლი­ად დაქ­საქ­სუ­ლი ჯა­რი. გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას. მახ­სოვს, ორ­გან მი­ვე­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც, რომ არას­წო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. საქ­მე ის არის, რომ ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბის დად­გო­მას, ქა­ლა­ქის გეგ­მა არის უბ­ნე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით სამ­ხედ­რო­თა თუ სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვის სქე­მა­ტუ­რი გან­ლა­გე­ბა, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა და ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. მოკ­ლედ, ეს უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შა­ო­ა. არა მგო­ნი­ა, ვინ­მეს ახ­სოვ­დეს, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მსგავ­სი რამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი­ყო. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცი, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა მი­ი­ღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის ბრძა­ნე­ბა, მათ შო­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ი­საც, თუმ­ცა ეს სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო რამ იყო, რად­გან ხი­ფა­თის დროს რო­გორც დრო­შა და დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­გაქვს უსაფ­რთხო ად­გი­ლას, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტი და მმარ­თვე­ლო­ბა უნ­და გა­და­ვი­დეს შე­და­რე­ბით უსაფ­რთხო, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე:

მაქვს ნა­წი­ლობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ა, თუ რა ხდე­ბო­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა თუ პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ ბო­ლო სხდო­მა­ზე. იქ მოხ­და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, ამ სხდო­მა­ზე ერ­თ-ერ­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა ჰკითხა თავ­დაც­ვის მი­ნისტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, - რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო? მან კი უპა­სუ­ხა: მე რას მე­კითხ­ე­ბი, შტა­ბის უფ­როსს ჰკითხ­ე­ო. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გაჰ­ქცე­ო­და, იმა­ვეს აკე­თებ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი შტა­ბის უფ­რო­სი გო­გა­ვაც.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?