გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან ინტერვიუ ჩავწერე. მისივე თხოვნით, სახლში ვესტუმრე, მითხრა, აქ უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავსო. ინტერვიუს დროს დიდ სიფრთხილეს იჩენდა, თუმცა რუსების, ციხის კადრებისა და ოპოზიციური პარტიების შესახებ დასმულ კითხვებს ჩვეული ემოციური პასუხები გასცა. ყოველგვარი დამახინჯების გარეშე შევამცირე ორსაათიანი ინტერვიუ. სტატიაზე მკითხველის კომენტარებში კარგად ჩანს, რომ არავის გაკვირვებია მისი ემოციურობა. საინტერესოა, თავად რესპოდენტს რატომ ეუცხოვა საკუთარი ფრაზები, რომელსაც თამამად ისროდა ჩართული დიქტაფონის წინაშე?
როგორც ჩანს, ორშაბათის ნომერში გასული ინტერვიუ მისი გუნდის წევრებს არ ეპიტნავათ და გივი თარგამაძე შეახურეს. მასაც სხვა რა გზა ჰქონდა, თავი უნდა ემართლებინა, ადგა, და მუსიკოს-პოლიტიკოს-ველოსიპედისტის, გოგა ხაჩიძის შუამავლობით ფეისბუქზე წერილი გამოგვიქვეყნა და "კვირის პალიტრას" კონტექსტის განზრახ დამახინჯებაში დასდო ბრალი. წერილში ნათქვამია: "ქვესათაური ჩემგან ართქმულ ფრაზას შეიცავს, ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები, თავად ინტერვიუში თითქმის სამსაათიანი საუბრიდან მოხვდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი, დანაწევრებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც არასგზით არ ასახავს ინტერვიუს არც აზრს, არც ლოგიკურ მიმდინარეობას, არც სულისკვეთებას. ეს მოწმობს, რომ კვირის პალიტრა აგრძელებს ყვითელი პრესის წარმომადგენლის ფორმატით მუშაობას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ჩემს ამ გამოცემისადმი დამოკიდებულებას."
კარგი და პატიოსანი. მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ყოფილ ჟურნალისტს. რატომ ჰგონია, რომ ჩანაწერს მასალის მომზადებისთანავე ვშლი? მსგავსი გაურკვევლობა რომ არ მოხდეს, ყოველთვის ვინახავ აუდიო მასალებს, მათ შორის შენახული მაქვს ბატონ თარგამაძესთან ჩაწერილი ინტერვიუც. სხვათაშორის ამის შესახებ თავიდანვე ვუთხარი გივის და პრეტენზიების შემთხვევაში დავპირდი, რომ მასალას თავიდან ბოლომდე მოვასმენინებდი. სწორედ ამის გამო "გავკადნიერდი" და მესიჯი მივწერე: