ლიმონათის შემდეგ ახალი შეფუთვით "ნატახტარის" ლუდიც გამოჩნდება. როგორც კომპანიაში განაცხადეს, "ნატახტარის" ლუდი და ლიმონათი ბაზარზე 0,33-ლიტრიანი შეფუთვით გაიყიდება. ახალი შეფუთვის გამოშვება მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. მათივე ინფორმაციით, "შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, ზოგადად ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ზრდას", - აცხადებენ "ნატახტარში".
ლუდი "ნატახტარის" 0,33-ლიტრიანი შეფუთვის ფასი არის 1 ლარი, ხოლო 0,33-ლიტრიანი ლიმონათის ფასი არის 50 თეთრი.
"ნატახტარი" ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანიაა, ამაზე მეტყველებს მისი აქტიურობა და ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. "ნატახტარის" ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში.
"ნატახტარის" ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ლიმონათზე.
ამჟამად ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხორციელდება. კომპანია მომხმარებელს ათი არომატის ლიმონათს სთავაზობს: მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი", - აცხადებენ კომპანიაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9