სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"
დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის შე­ფა­სე­ბით, ქარ­თვე­ლი კო­ლე­გა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "პრაგ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია". რო­გორც დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, სწო­რედ ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ივა­ნიშ­ვილ­მა მას­ზე და­ვოს­ში შეხ­ვედ­რი­სას.

"ჩვენ გვქონ­და მოკ­ლე, თუმ­ცა ნორ­მა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი, საკ­მა­ოდ მშვი­დი, ამ­ხა­ნა­გუ­რი სა­უ­ბა­რი. მან ჩემ­ზე პრაგ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, სხვა­თა შო­რის, მა­ნამ­დე არ მყავ­და ნა­ნა­ხი. და­ტო­ვა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, სურს თა­ვი­სი ქვეყ­ნის აყ­ვა­ვე­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, მაგ­რამ ეს­მის, რომ უნდა და­ა­ლა­გოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რო­მელ­საც ეს­მის, რა მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა ერგო მას წინა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან. მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რომ­ლის ნი­ა­დაგ­ზე დიდ­წი­ლად და­ინ­გრა პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან. მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ასე ახ­ლო­ბე­ლი ხალ­ხე­ბი და ახ­ლო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი ვართ", - აცხა­დებს მედ­ვე­დე­ვი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რაც არ უნდა კონ­ფლიქ­ტე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, მთა­ვა­რი, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხალ­ხებს აკავ­ში­რებს, და­კარ­გუ­ლი არაა.

"ეს არის ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თია და მშვი­დად ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი, სურ­ვი­ლი, რომ გან­ვი­თარ­დეს ის, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვი­ტო­ვეს, და ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხსა და რუ­სე­თის ხალ­ხს შო­რის არ არის. ჩვენ უნდა გვქონ­დეს თბი­ლი და კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამის დიდი იმე­დი მაქვს", - აღ­ნიშ­ნავს რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"

დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შეფასებით, ქართველი კოლეგა ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია". როგორც დიმიტრი მედვედევი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილმა მასზე დავოსში შეხვედრისას.

"ჩვენ გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი, საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც, ბუნებრივია, სურს თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზე დიდწილად დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ მაინც ასე ახლობელი ხალხები და ახლობელი ქვეყნები ვართ", - აცხადებს მედვედევი.

მისივე განმარტებით, რაც არ უნდა კონფლიქტები ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენი ქვეყნის ხალხებს აკავშირებს, დაკარგული არაა.

"ეს არის ურთიერთსიმპათია და მშვიდად ცხოვრების სურვილი, სურვილი, რომ განვითარდეს ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, და ამ თვალსაზრისით არანაირი კონფლიქტი საქართველოს ხალხსა და რუსეთის ხალხს შორის არ არის. ჩვენ უნდა გვქონდეს თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა, ამის დიდი იმედი მაქვს", - აღნიშნავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა