ბრაზილიური ჟურნალის გარეკანზე პუტინისა და სნოუდენის კოცნა დაბეჭდეს

ბრაზილიური ჟურნალის გარეკანზე პუტინისა და სნოუდენის კოცნა დაბეჭდეს

ბრაზილიური ჟურნალის Piaui-ს გარეკანზე, რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პოპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, უჩვეულო ნახატი დაბეჭდეს. ნახატზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკიდან გაქცეულ CIA-ს თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს ტუჩებში ჰკოცნის. ამასთან, სნოუდენი პუტინს ზურგზე სტიკერს აკრავს, წარწერით: Free Pussy Riot.

არც ჟურნალში და არც ჟურნალის საიტზე პუტინისა და სნოუდენის შესახებ სტატია არ არის გამოქვეყნებული. ნახატის ავტორი მხატვარი ნადია ხუზინაა, რომელიც რუსეთშია დაბადებული, თუმცა ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ნამუშევრის ნახვა მის ოფიციალურ საიტზეც შეიძლება.

ჟურნალი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ რუსეთში მიღებულ კანონს აპროტესტებს. კანონს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, ისევე, როგორც პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის განაჩენს.

2013 წლის 1 აგვისტოს ედუარდ სნოუდენს რუსეთმა ერთი წლით პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. სპეცსამსახურების თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან ამერიკულ პრესას სოციალურ ქსელებში FBI-სა და NSA/CSS-ს თამაშრომელთა მიერ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის შესახებ მასალები მიაწოდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს