ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი პარიზში მეგობრებთან ერთად ისვენებს. დასვენების ამსახველ ფოტოებს ნუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ფოტოების კომენტარებში ტელეწამყვანი წერს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქში მხოლოდ გოგონებთან ერთად დასვენება დეპრესიის საწინდარია, ვინაიდან გარშემო უამრავი წყვილი დადის. ამის მიუხედავად, როგორც ფოტოებიდან ჩანს, გოგონები მხიარულად ერთობიან.