ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?

ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?

ნიუ-იორკში კომედიის - "ჩვენ მილერები ვართ" პრემიერა გაიმართა. საღამოს მთავარი ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი იყო, რომელიც სურათში სტრიპტიზის მოცეკვავის როლს ასრულებს. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ბადრიჯნისფერი კაბით პოზირებდა. დამსწრე საზოგადოების ყურადღება კი მისმა გაზრდილმა მუცელმა მიიპყრო, რომელიც კაბის ქვეშ საკმაოდ გამოიკვეთა.

ჭორები იმის შესახებ, რომ ჯენფერი ორსულადაა, მთელი თვეა ვრცელდება. თავად მსახიობი მათ უარყოფს, მაგრამ ჯენიფერის მუცელი საპირისპიროზე მეტყველებს.

ამჟამად ენისტონი მსახიობ ჯასტინ ტარუს ხვდება. საქმრო მას პრემიერაზეც ახლდა, მაგრამ წითელ ხალიჩაზე პოზირებას მოერიდა, სამაგიეროდ საცოლეს პრემიერის შემდგომ წვეულებაზე შეუერთდა.

ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენიფერმა აღნიშნა, რომ იგი და ჯასტინი ქორწინებას არ ჩქარობენ, რადგან ამის გარეშეც თავს მეუღლეებად გრძნობენ. მსახიობმა ასევე დასძინა, რომ ტერუ კარგი მამა იქნება.

"ვგრძნობ, რომ ჯასტინს მშობლის ინსტინქტი აქვს. ჯერ კიდევ ბავშვობაში თავზე მშობლის მოვალეობის აღება და უმცროს ძმა სებასტიანზე მზრუნველობა მოუწია. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს ამ ასაკში პასუხისმგებლობის აღება უწევს, სიცოცხლის ბოლომდე ასეთად რჩება",- განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება