შირაქი - ცივილიზაციას მოწყვეტილი პენსიონერთა დასახლება

შირაქი - ცივილიზაციას მოწყვეტილი პენსიონერთა დასახლება

დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ზემო ქედთან, შირაქის პატარა დასახლება მდებარეობს. დასახლებაში სულ 40 ავარიული სახლია, სადაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს. შირაქში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია და სასურსათო მაღაზია. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უშუქობაა, შირაქელელებს 35 წელია ტელევიზორი არ ჩაურთავთ. მათ არც სასმელი წყალი მიეწოდებათ და წყლის მოტანა რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული წყაროდან უწევთ. ზამთარში კი, ტონობით წყალს ყიდულობენ.

ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო ახალგაზრდებმა შირაქის დასახლება დატოვეს. აქ ბავშვის ხმას ვერ გაიგონებთ, ამიტომ ამ ადგილს პენსიონერების დასახლებასაც კი უწოდებენ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა