ბათუმში მკვლელობა მოხდა

ბათუმში მკვლელობა მოხდა

ბათუმში წუხელ გვიან, ღამით ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის პროკურორმა ავთანდილ კილაძემ განუცხადა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცია მოკლული.

პროკურორის თქმით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული 1971 წელს დაბადებული პირია.

ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან დაახლოებით 10 წუთში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ