სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიმიტრი მედვედევი - თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება
დიმიტრი მედვედევი - თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება

სა­ქარ­თვე­ლოს, აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვად გა­და­წყვეტს, რო­გორ გა­აგ­რძე­ლონ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, კერ­ძოდ, უნ­დათ თუ არა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა Russia Today–სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი მხო­ლოდ და­ი­ტო­ვებს უფ­ლე­ბას, თა­ვი­სი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას.

"ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბა­ზე და იმა­ზეც, თუ ვის აირ­ჩე­ვენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლად", - ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა კი­თხვა­ზე: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს, აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ მო­სუ­ლი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი შეძ­ლებს ცხინ­ვალ­თან და სო­ხუმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბას.

მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის სურ­ვი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად ცხოვ­რობ­დეს.

"რო­გო­რი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია. ჩვენ ამ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ვახ­დენთ, თუმ­ცა ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ვი­ცავთ რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებს",-გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Russia Today–ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიმიტრი მედვედევი - თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება

დიმიტრი მედვედევი - თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება

საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, როგორ გააგრძელონ ურთიერთობები, კერძოდ, უნდათ თუ არა გაერთიანება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მხოლოდ დაიტოვებს უფლებას, თავისი ნაციონალური ინტერესები დაიცვას.

"ყველაფერი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ნებაზე და იმაზეც, თუ ვის აირჩევენ ქვეყნის ხელმძღვანელად", - ასეთი პასუხი გასცა დიმიტრი მედვედევმა კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი შეძლებს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების დალაგებას.

მედვედევის განცხადებით, რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მშვიდობიანად ცხოვრობდეს.

"როგორი ფორმით განხორციელდება ეს ურთიერთობები, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ პროცესებზე გავლენას არ მოვახდენთ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს",-განაცხადა მედვედევმა.

მომზადებულია Russia Today–ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?