სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოში ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა
დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოში ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, ბოლო მო­მენ­ტამ­დე იმე­დი ჰქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო კონ­ფლიქ­ტის ესკლა­ცი­ას შე­წყვეტ­და. ამის შე­სა­ხებ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა Russia Today–სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს კონ­ფლიქ­ტი "ღრმად შე­იჭ­რა" მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და მას აგ­ვის­ტოს დღე­ე­ბი არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა.

"მე, რა თქმა უნდა, და­მა­მახ­სოვ­რდა რო­გორც და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რა ხდე­ბო­და. და­მა­მახ­სოვ­რდა დრა­მა­ტიზ­მი ამ ვი­თა­რე­ბის და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მი­მე­ღო არც თუ ისე იოლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს მარ­თლაც რთუ­ლი გა­და­წყვეტ­ლე­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მელ­საც ამ პოსტზე 90-ზე ნაკ­ლე­ბი დღე ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მედ­ვე­დე­ვის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ხრეთ ოსეთ­თან ხდე­ბო­და "კონ­ცენ­ტრა­ცია და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი", მას­თან "სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმამ­დე", რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­დო­და.

რო­გორც მედ­ვე­დევ­მა აღ­ნიშ­ნა, მას იმე­დი ჰქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პი­რა­დად პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეყო­ფო­დათ გო­ნი­ე­რე­ბა, არ შე­ექ­მნათ ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც შექ­მნეს".

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქ­ტის ღა­მეს, იყო სრო­ლა და ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბო­და. თუმ­ცა, ბოლო მო­მენ­ტამ­დე ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ისი­ნი შე­ჩერ­დე­ბოდ­ნენ",- გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

რო­გორც რუ­სე­თის პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ყვე­ლა­ფე­რის შემ­დეგ მას მო­უ­წია "ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა" და ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მა, და­წყე­ბუ­ლი­ყო სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბი.

"კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ. ეს არის რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არც ერთი ქვეყ­ნის ლი­დერს არ ვუ­სურ­ვებ­დი მსგავს რა­მეს", - დას­ძი­ნა მედ­ვე­დევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­ზა­ნი არც თბი­ლის­ზე შტურ­მი იყო და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­ჯა.

რუ­სე­თის პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­ზე­ზი, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გამო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღემ­დე არ დას­ჯი­ლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბაა.

"თა­ვის დრო­ზე კა­ცობ­რი­ო­ბას ეყო ძალა და ნება ჰიტ­ლე­რის ნა­ცის­ტე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბის ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე. არის სხვა მა­გა­ლი­თე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტრი­ბუ­ნა­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ქვეყ­ნე­ბის პო­ზი­ცი­ის შე­თან­ხმე­ბა­ზე, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ გა­მო­ვი­და. რას ვი­ზამთ, სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს ის­ტო­რია გა­მო­ი­ტანს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ გა­ნა­ჩენს, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ი­ღო, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უკვე გა­მო­უ­ტა­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­და", - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მე­დევ­დე­ვი, რო­მე­ლიც 2008 წელს პრე­ზი­დენ­ტის პოსტს იკა­ვებ­და, კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნავს, რომ არ შე­ეძ­ლო არ ჩა­რე­უ­ლი­ყო სამ­ხრეთ ოსე­თის კონ­ფლიქ­ტში, რად­გან ამით უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებს.

მე­დე­ვე­დე­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის მი­ზა­ნი არ იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ხო­ბა ან დას­ჯა, არა­მედ რუ­სე­თის მი­ზა­ნი იყო "კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რე­ბე­ლი ოპე­რა­ცია" ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბედი ქარ­თველ ხალ­ხს უნდა გა­და­ე­წყვი­ტა და არა რუ­სეთს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა რე­ჟი­მის შეც­ვლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ჩემ­თვის და ჩემი კო­ლე­გე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მე მას სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ მი­ვიჩ­ნევ, თუმ­ცა, ჩვენ ვთვლი­დით და ვთვლით, რომ ხალ­ხმა უნდა გა­არ­კვი­ოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. მე არას­დროს არ მი­მი­ცია თბი­ლის­ში შეს­ვლის, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის შეც­ვლის და სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­ჯის ბრძა­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ არ ვებ­რძო­დით ქარ­თველ ხალ­ხს",-გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მან კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ქარ­თუ­ლი მხა­რე ცხინ­ვალ­ზე თავ­დას­ხმა­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ ამ თავ­დას­ხმის შემ­დეგ მი­ი­ღო რუ­სეთ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ე­წყო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია.

"ბო­ლოს კი ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გვე­ღი­ა­რე­ბი­ნა აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა",-გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოში ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა

დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოში ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკლაციას შეწყვეტდა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონფლიქტი "ღრმად შეიჭრა" მის მეხსიერებაში და მას აგვისტოს დღეები არასდროს დაავიწყდება.

"მე, რა თქმა უნდა, დამამახსოვრდა როგორც დაიწყო ყველაფერი, რა ხდებოდა. დამამახსოვრდა დრამატიზმი ამ ვითარების და აუცილებლობა, მიმეღო არც თუ ისე იოლი გადაწყვეტილება. ეს მართლაც რთული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ასევე ახალგაზრდა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში, რომელსაც ამ პოსტზე 90-ზე ნაკლები დღე ჰქონდა გატარებული",-განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის განმარტებით, ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთთან ხდებოდა "კონცენტრაცია და ხორციელდებოდა პროვოკაციები", მასთან "საქართველოს მიერ განხორციელებულ თავდასხმამდე", რამდენიმე დღით ადრე მიდოდა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეყოფოდათ გონიერება, არ შეექმნათ ის პრობლემები, რომელიც შექმნეს".

"რაც შეეხება კონფლიქტის ღამეს, იყო სროლა და ვითარება იძაბებოდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ ისინი შეჩერდებოდნენ",- განაცხადა მედვედევმა.

როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფერის შემდეგ მას მოუწია "ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება" და ბრძანების გაცემა, დაწყებულიყო საომარი ქმედებები.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის რთული გადაწყვეტილება და არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ ვუსურვებდი მსგავს რამეს", - დასძინა მედვედევმა.

მისივე თქმით, მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა.

რუსეთის პრემიერის განცხადებით, მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.

"თავის დროზე კაცობრიობას ეყო ძალა და ნება ჰიტლერის ნაცისტების გასამართლების ნიუნბერგის პროცესზე. არის სხვა მაგალითებიც თანამედროვე ტრიბუნალების მიერ მიღებული. ყველაფერი ქვეყნების პოზიციის შეთანხმებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. რას ვიზამთ, საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა", - განაცხადა მედვედევმა.

მედევდევი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ შეეძლო არ ჩარეულიყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რადგან ამით უგულებელყოფდა თავისი ქვეყნის მოქალაქეების და ნაციონალურ ინტერესებს.

მედევედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა ან დასჯა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა და არა რუსეთს.

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა გაარკვიოს ურთიერთობები თავის ხელმძღვანელობასთან. მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს",-განაცხადა მედვედევმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ცხინვალზე თავდასხმაში და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ თავდასხმის შემდეგ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, დაეწყო სამხედრო ოპერაცია.

"ბოლოს კი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა",-განაცხადა მედვედევმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა