რო­გო­რი ხე­ლო­ვა­ნი არ აინ­ტე­რე­სებს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს

რო­გო­რი ხე­ლო­ვა­ნი არ აინ­ტე­რე­სებს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს

პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი და ირა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის დი­დი ქო­მა­გი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს: "ჩე­მი ირა­ნი სწო­რედ ასე­თი ხალ­ხია - ჩუ­მი, თავ­დახ­რი­ლი, ღრმა და გულ­მარ­თა­ლი, კვეხ­ნის მო­ძუ­ლე, საქ­მის მოყ­ვა­რუ­ლი. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ გან­მიმ­ტკი­ცა რწმე­ნა, რომ ამქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­ა­. ალ­ბათ ძნე­ლად თუ შეგ­ხვდე­ბათ ამა­ზე უფ­რო თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ასე კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ერი". გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის ცხოვ­რე­ბა წიგ­ნებ­თან, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლუ­რი პო­ე­ზია მის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სი და ახ­ლო­ბე­ლი­ა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ალ­ბათ, ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ აღ­მო­სავ­ლურ პო­ე­ზი­ას აქვს ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს და არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა და­სავ­ლურს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში აღ­მო­სავ­ლუ­რი პო­ე­ზი­ა, აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა დი­დი გან­ძი­ა, მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია ამ­გვა­რი და­ყო­ფა: ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყო­ფი­ან აღ­მო­სავ­ლე­ლე­ბად ან და­სავ­ლე­ლე­ბად, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­მე­ლიც უსაზღ­ვროდ მიყ­ვარს და ისე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემ­თვის, რო­გორც ჰა­ე­რი.

- თუ გახ­სოვთ წიგ­ნი, რო­მე­ლიც თქვე­ნი პირ­ვე­ლი მეგ­ზუ­რი გახ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის მშვე­ნი­ერ სამ­ყა­რო­ში?

- პო­ე­ზია ჩე­მი სი­ცოცხ­ლე­ა. არც კი ვი­ცი, რა იქ­ნე­ბო­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე, ან რო­გორ უნ­და მე­არ­სე­ბა ამ­ქვეყ­ნად. ძა­ლი­ან რთუ­ლია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, თუ რო­მელ­მა პო­ეტ­მა გა­აღ­ვი­ძა ჩემ­ში პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ დღემ­დე მახ­სოვს: პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ბიძ­გი მომ­ცა პო­ე­ზია შემ­ყვა­რე­ბო­და, იყო გი­ვი ჭი­ჭი­ნა­ძის "შად­რე­ვა­ნი მღე­რის". რო­ცა წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სკო­ლა­შიც კი არ დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ იმოქ­მე­და ამ წიგ­ნმა ჩემ­ზე. იმ დღის შემ­დეგ ჩე­მი თა­ვი სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს წიგ­ნის გა­რე­შე. რა­ღაც­ნა­ი­რი, წუ­ხი­ლი­სა და ში­შის მსგავ­სი გან­ცდა მიპყ­რობს, რო­ცა ჩემს ირ­გვლივ წიგ­ნე­ბი არ არის. უწიგ­ნურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ძა­ლი­ან მი­ჭირს. არ მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც წიგ­ნის ფა­სი არ იცის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასეთ ადა­მი­ანს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- უწიგ­ნურ ქალ­ზე რა აზ­რი­სა ხართ?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ადა­მი­ა­ნებს ქა­ლე­ბად და კა­ცე­ბად ნამ­დვი­ლად ვერ დავ­ყოფ. წიგ­ნის კითხ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ქა­ლი­სთ­ვის, ასე­ვე მა­მა­კა­ცის­თვი­საც. ასე რომ­, უ­წიგ­ნურ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის ისე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რო­გორც უწიგ­ნურ კაც­თან. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თვის გა­მოთ­ქმა "ქა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა". ვერ ვხვდე­ბი, რა­ტონ ყო­ფენ ასე, ან რას გუ­ლის­ხმო­ბენ მა­გა­ლი­თად, "ქა­ლურ პო­ე­ზი­ა­ში".

- თუ შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ ლექ­სი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვართ?

- ძნე­ლია გა­მო­ვარ­ჩიო ერ­თი რო­მე­ლი­მე ლექ­სი, რად­გან სხვა­დას­ხვა დროს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ლექ­სი მომ­წონ­დეს ჩე­მი გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა და ბუ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამ­ჟა­მად ასე­თი ლექ­სია გა­ლაკ­ტი­ო­ნის "შე­მოდ­გო­მა "უ­მან­კო ჩა­სახ­ვის" მა­მა­თა სა­ვა­ნე­ში":

- ვეწ­ვე­ვი გან­დე­გილ მა­მა­თა "უ­მან­კო ჩა­სახ­ვის" სა­ვა­ნეს:

იქ შა­ვი თოვ­ლი­ვით და­მა­თოვს ჭვარ­ტლი და ბუ­რუ­სი თა­ვა­ნის.

სიმ­კაც­რით შემ­ხე­დავს საშ­ვე­ნი თვა­ლე­ბი შეკ­რუ­ლი კა­მა­რის:

ჯვარს ეც­ვი, თუ გინ­და, საშ­ვე­ლი

არ არის, არ არის, არ არის!

- ქარ­თველ პო­ე­ტებს შო­რის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ლაკ­ტი­ო­ნი გიყ­ვართ.

- თუ არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რა თქმა უნ­და, გა­ლაკ­ტი­ონს ამო­ვარ­ჩევ, მაგ­რამ აქ­ვე უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლაც. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ზა­ი­კო­სებს, ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პრო­ზა­ში კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი მომ­წონს.

- სხვა­თა შო­რის, მყავს ნაც­ნო­ბი, რო­მე­ლიც ნა­ი­რა გე­ლაშ­ვილ­ზე ამ­ბობს: რო­დე­საც მას კითხ­უ­ლობ, გრძნობ, რომ ადა­მი­ა­ნი ხა­რო.

- სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი: კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა ყო­ველ­თვის გაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნი ხარ და სა­ერ­თოდ, რო­ცა მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ იგ­რძნო­ბა, რომ ის ადა­მი­ა­ნის­თვის და ადა­მი­ან­ზე წერს, მე მა­გა­ლი­თად, ასე­თი ხე­ლო­ვა­ნი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. თუ ხე­ლოვ­ნე­ბა შენ­ში ადა­მი­ა­ნო­ბას არ აღ­ვი­ძებს, ის ფუ­ჭი­ა.

- უცხ­ო­ელ ავ­ტო­რებს შო­რის თუ გყავთ რჩე­უ­ლი?

- ჩე­მი რჩე­უ­ლი შვე­დი პო­ე­ტი თო­მას ტრან­სტრი­ო­მე­რი­ა, რომ­ლის პო­ე­ზი­ა­მაც ამ ბო­ლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ხიბ­ლა: ეს არის სა­ოც­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სიღ­რმი­სე­უ­ლი პო­ე­ტი. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი მყავს და ამი­ტომ, რო­მე­ლი­მე უცხ­ო­ე­ლი პო­ე­ტის და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­ყო ჯა­ლალ­-ედ­-დინ რუ­მი, რო­მე­ლიც ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი­ა. მე მას ორი­გი­ნალ­ში ვკითხ­უ­ლობ და ყო­ველ­თვის დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს ჩემ­ზე, მით უმე­ტეს ახ­ლა, რო­ცა მის პო­ე­ზი­ას ვთარ­გმნი. ექ­ვსი წიგ­ნი­დან პირ­ვე­ლი წიგ­ნის თარ­გმნმა უკ­ვე და­ვას­რუ­ლე, ახ­ლა კო­მენ­ტა­რებს ვუ­კე­თებ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მი­სი სიღ­რმე­ე­ბით, პო­ე­ტუ­რი წვდო­მი­თა და იმ ღირ­სე­ბე­ბით, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში პო­ეტს უნ­და ჰქონ­დეს.

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ იშო­რებთ და ხში­რად უბ­რუნ­დე­ბით.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, პირ­ველ რიგ­ში ეს არის ბიბ­ლია და სა­ხა­რე­ბა. სა­ხა­რე­ბა ჩემ­თვის არის სა­მა­გი­დო, სა­სას­თუმ­ლე და სა­ერ­თოდ - წიგ­ნე­ბის წიგ­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გა­ლაკ­ტი­ო­ნის გა­რე­შე, რად­გან ეს არის სა­ოც­რე­ბა, სას­წა­უ­ლი. ასე­ვე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი არ­სე­ბო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი პო­ე­ტის გა­რე­შე. ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით. გა­ლაკ­ტი­ო­ნი რომ ვახ­სე­ნე, აქ­ვე გა­ვი­ფიქ­რე, ვა­ჟას გა­რე­შე გავ­ძლებ­დი? - ალ­ბათ ვე­რა. ასე­ვე ვერ გავ­ძლებ­დი და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სა და შო­თა რუს­თა­ვე­ლის გა­რე­შეც. "ვეფ­ხის­ტყა­ო­სანს" რამ­დენ­ჯე­რაც უნ­და და­ვუბ­რუნ­დე, მას­ში ყო­ველ­თვის ახალ­-ა­ხალ სიღ­რმე­ებს აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. ბო­ლოს კი, უნ­და გა­მო­გიტყ­დეთ, რომ ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი მა­ინც პო­ე­ზია და რე­ლი­გი­უ­რი წიგ­ნე­ბი­ა, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ და­მა­ყე­ნონ, ალ­ბათ პრო­ზას უფ­რო შე­ვე­ლე­ო­დი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ჯერ არ დამ­ჭირ­ვე­ბი­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს